... (S-2829), 1688 წ.

1397. თქვეს: ესე: ნიშნად: გვეყოფის: ვართო: კარგითა: ბედითა: ღ~თნ: მოგხუედნა: თვალითა: ზეგარდმო: მონახედითა: აიღეს: იგი: აბჯარი: თავის: თავისა: ქედითა: თვითო: მათ: ერთი: ფრიდონის: საძღვნობლად: შეკრეს: ღვედითა:

1398. ოქროც: რამე: წაიტანეს: მარგალიტი: ღარიბები: გამოვიდეს: გამობეჭდეს: ორმოცივე: საჭურჭლები: ავთანდილ: თქვა: ამას: იქით: დავამაგრო: ჴრმალსა: ნები: ამაზ: ღამე: არსად: წავალ: რა: გათენდეს: არ: დავდგები:

1399. რა: გათენდა: გაემართნეს: წაიტანეს: ასმათ: თანა: ნურადინის: ქვეყანამდის: შეისვიან: მათ: უკანა: მუნ: ვაჭარმან: ოქროს: ფასად: ცხენი: მისცა: უძღვანა: არ: ავთანდილ: კმა: კოლაოზად: სხვამცა: ვინღა: წაიტანა:

1400. იარეს: და: ზედა: შეჰხდეს: ნურადინის: მეჯოგეთა: ჯოგი: ნახეს: მოეწონა: ფრიდონისთვის: ეაგეთა: მუნ: ავთანდილს: ინდო: ეტყვის: გაქნევ: კარგთა: სიშმაგეთა: მოდი: ფრიდონს: გავლაღობნეთ: ჯოგსა: მისსა: მოვადგეთა:

1401. ჯოგი: წაუღოთ: მოსრულნი: ვესმით: ჯოგისა: წაღებად: გამოემართვის: საომრად: ჴელთა: სისხლისა: დაღებად: ანაზდად: გვიცნობს: გაჰკრთების: გულსა: შეელმის: დაღებად: ამოა: კარგი: ლაღობა: ლაღსავე: შეიქს: ლაღებად:

1402. დაუწყეს: პყრობა: ტაიჭთა: ფრიდონის: უკეთესებსა: მუნ: მეჯოგეთა: ფანოზი: შეეკრა: ეკრა: კვესებსა: უყივლეს: ვინ: ხართ: მოყმენო: ვინ: იქთ: საქმესა: ზესებსა: ჯოგი: მისია: ვინ: მტერსა: ჴრმალსა: ჰკრავს: არ: აკვნესებსა:

1403. მათ: მშვილდები: დაიწვადეს: მეჯოგეთა: გაეკიდნეს: მეჯოგენი: მიიზახდეს: ჴმანი: მათნი: გაადიდნეს: გვიშველეთო: გვიშველეთო: მეკობრეთა: ამოგვწყვიტნეს: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: ფრიდონს: ჰკადრეს: არ: დარიდნეს:

1404. შეეკაზმა: ფრიდონ: შეჯდა: შეკაზმული: გამოვიდა: ჴმა: შეიქნა: შეიყარნეს: რაზმი: ველთა: დაჰფარვიდა: იგი: მზენი: მოეგებნეს: ვის: ზამთარი: ვერ: დაზვრიდა: დაეხურა: ზარადები: პირსა: მათსა: უფარვიდა:

1405. რა: ტარიელ: ფრიდონ: იცნა: თქვა: ვნახეო: ვინცა: მინა: მუზარადი: მოიჴადა: გაიღიმდა: და: გაიცინა: ფრიდონს: უთხრა: რასა: ლამი: ჩვენი: მოსლვა: რას: გეწყინა: პურად: ავი: მასპინძელი: მოგვეგებვი: ომად: წინა:

1406. ფრიდონ: ფიცხლა: გარდაიჭრა: დავარდა: და: თაყვანის: სცა: იგინიცა: გარდაუჴდეს: მოეხვივნეს: აკოცესცა: ფრიდონ: ღ~თსა: ჴელ: აბყრობით: უსაზომო: მადლი: მისცა: დიდებულნი: აკოცებდეს: იცნობდიან: იგი: ვისცა:

1407. ფრიდონ: უთხრა: რასა: სდეგით: მოგელოდი: უწინარე: მე: მზა: ვარო: სამსახური: თქვენი: რამცა: დავიზარე: ჰგვანდა: თუცა: შეყრილ: იყვნეს: ორნი: მზენი: ერთი: მთვარე: ერთმანერთი: დააშვენეს: გაემართნეს: იქცეს: გარე:

1408. ფრიდონის: სახლსა: ორნივე: გარდაჴდეს: ტურფად: გებულსა: ტარიელ: დაჯდა: საჯდომსა: ოქსინო: გარდაგებულსა: ახლოს: დაისვამს: ავთანდილს: მისად: ძმად: შეფიცებულსა: მათ: უძღუნეს: იგი: აბჯარი: ფრიდონს: ჭაბუკად: ქებულსა:

1409. უთხრეს: ჯერთ: ჟამად: არა: გვაქვს: სხვა: შენთვის: არმაღანია: მაგრა: მრავალნი: ტურფანი: ქვე: სამე: გვისხენ: სხვანია: მან: დასდვა: პირი: მიწასა: არ: დაიყოვნა: ხანია: თქვენგან: ამისი: ბოძება: არს: თქვენი: შესაგვანია:

1410. გამოისვენეს: მას: ღამით: ფრიდონის: მასპინძლობითა: აბანოს: ბანნა: აავსნა: შესამოსლისა: ძღნობითა: დამოსნა: ტურფა: ტურფითა: ერთმანერთისა: მჯობითა: თვალ: მარგალიტი: ღარიბი: უძღუნა: ოქროსა: გობითა:

1411. ფრიდონ: თქვა: ესე: სიტყვაა: ავისა: მასპინძელისა: გავს: მომწყენოდეს: სტუმრობა: თქვენ: ბრძნისა: ვითა: ხელისა: მაგრა: აწ: ყოფნა: არა: გუცალს: წავლა: სჯობს: გზისა: შორისა: თუ: ქაჯნი: მოგვესწრებიან: საეჭვი: არს: სიძნელისა:

1412. დიდთა: რას: ვაქმნევთ: ლაშქართა: კარგნი: გვინდან: და: ცოტანი: სამასი: კაცი: გვეყოფის: წავიდეთ: მართ: მეოტანი: ჩვენ: ქაჯეთს: ქაჯთა: საომრად: ჴრმალთა: დავაგნეთ: კოტანი: მას: ადრე: ვჰპოებთ: ვისიცა: მოგუკლავს: ალვისა: მოტანი:

1413. ქაჯეთს: ერთხელ: მეც: ვყოფილვარ: ნახავთ: თქვენცა: გემაგრების: ყოვლგნით: კლდეა: გარეშემო: მტერი: ვერა: მოადგების: თუ: იდუმალ: არ: შეუვალთ: ცხადად: შესვლა: არ: ეგების: მით: ლაშქარი: არად: გვინდა: რაზმი: მალვით: ვერ: მოგვყვების:

1414. იგინიცა: დაემოწმნეს: ამა: მისსა: ნაუბარსა: მუნ: დააგდეს: ქალი: ასმათ: ფრიდონ: მისცემს: საჩუქარსა: თვით: სამასსა: ცხენოსანსა: წაიტანდეს: გმირთა: დარსა: ბოლოდ: ღ~თი: გაუმარჯვებს: ყოვლსა: პირველ: შენაზარსა:

1415. ზღვა: გაიარეს: სამთავე: ერთგან: ძმად: შეფიცებულთა: ფრიდონ: გზა: იცის: იარეს: დღისით: და: ღამით: რებულთა: ფრიდონ: თქვა: ვახლავთ: არეთა: ჩვენ: ქაჯეთს: მიახლებულთა: აქათგან: ღამით: ვლა: გვინდა: მით: არას: გამჟღავნებულთა:

1416. ამა: ფრიდონის: თათბირთა: სამნივე: ერთგან: ზმიდიან: რა: გაუთენდის: დადგიან: და: ღამით: ფიცხლა: ვლიდიან: მივიდეს: აჩნდა: ქალაქი: მცველთა: ვერ: დასთვალვიდიან: გარე: კლდე: იყო: გუშაგთა: ჴმა: ჯარვით: გაადიდიან: