... (S-2829), 1688 წ.

1597. მთვარე: ცისკრისა: ნიავსა: რა: თანა: შეესწოროსა: ორნივე: სწორად: ნათობენ: მოშორდეს: მოეშოროსა: არა: თუ: იგი: მოშორდეს: მართ: ცამან: მოაშოროსა: მათად: საჭურეტლად: მჭურეტელმან: ჴამს: თავი: იქედგოროსა:

1598. მათთავე: სახედ: რომელსა: ესენი: დაუბადიან: იგივე: გაჰყრის: სიშორე: არა: თუ: ნებით: სწადიან: ვარდსა: სწებვენ: და: აპობენ: ტირან: და: ცრემლნი: ჩასდიან: მათთა: გამყრელთა: ყოველთა: სიცოცხლე: არ: იქადიან:

1599. ნესტან: დარეჯან: მას: იტყვის: ნეტამც: არ: შემოგცნებოდი: მზისა: გამყრელი: გაყრითა: აწ: ასრე: არ: დავდნებოდი: ამბავსა: სცნევდი: მაცნევდი: წიგნითა: მეუბნებოდი: ვითა: მე: შენთვის: დამწვარვარ: აგრე: შენ: ჩემთვის: ჰკუდებოდი:

1600. თინათინ: უთხრა: ჰე: მზეო: შენთა: მჭურეტელთა: ლხინებო: რადმცა: გაგწირე: თუ: ვითა: გაყრასა: დავითმინებო: ღ~თისაგან: დღეთა: თხოვისა: ნაცვლად: სიკვდილი: ვინებო: აგრემცა: მივი: რაზომსა: მე: ცრემლსა: დავიდინებო:

1601. კვლა: აკოცეს: ერთმანერთსა: გაიყარნეს: იგი: ქალნი: ქვე: დამდგომმან: წამავალსა: ვერ: მოსწყვიტნა: ყოლე: თვალნი: იგი: იჭურეტს: უკუღმავე: ედებოდეს: ამით: ალნი: რომე: მწადდეს: ვერ: დავწერენ: მე: სიტყვანი: ნაათალნი:

1602. როსტან: მათითა: გაყრითა: ხელთაგან: უფრო: ხელდების: ათასჯერ: იტყვის: ვაგლახსა: არ: სულთქმა: უერთხელდების: ცხელი: სდის: წყარო: ცრემლისა: მართ: ვითა: ქვაბი: ცხელდების: ტარიელ: არის: დაღრეჯით: ფიფქი: ნასდების: თხელდების:

1603. ტარიელს: ვარდსა: დაუტყლეჟს: მეფე: ხვევნით: და: კოცებით: იტყვის: თუ: თქვენი: სიახლე: მიჩნდის: აქამდისცა: ოცნებით: რათგან: მოგშორდი: დავრჩები: პატიჟთა: გაასოცებით: შენგან: მოგუეცა: სიცოცხლე: შენგანვე: დავიხოცებით:

1604. ტარიელ: შეჯდა: მეფისა: გამყრელი: გამომსალამე: სრულად: ლაშქართა: სდიოდა: ცრემლი: მინდორთა: სალამე: მზე: შენ: გელმისო: საომრად: და: თავი: შენ: მას: ასალამე: უბრძანა: თქვენთვის: მტირალსა: ყოლა: არ: მიჩნდეს: სალა: მე:

1605. გაემართნეს: და: წავიდეს: დია: სპითა: და: ბარგითა: ტარიელ: ფრიდონ: ავთანდილ: თავითა: მეტად: კარგითა: კაცი: ორმოცი: ათასი: ჰყვა: ცხენებითა: ვარგითა: მივლენ: სამნივე: გულითა: ერთმანერთისა: მარგითა:

1606. სამთავე: ვლეს: ღ~თო: მათებრ: სხვა: ნურა: ნუ: დაბადოსა: მოეგებნიან: მტერობა: ვერავინ: დაიქადოსა: მინდორსა: შიგან: სადილად: გარდაჴდეს: უდელადოსა: ვითა: მართებდათ: პურობდეს: ღვინოსა: სმიდეს: არ: დოსა:

ტარიელისაგან ინდოთ მეფის სიკვდილის ცნობა:

1607. ქედსა: ზედა: გარდამოდგა: მეტად: დიდი: ქარავანი: კაცები: და: საჴედრები: ერთობ: იყო: შაოსანი: გარეშემო: მოეკვეცნეს: უკანამო: დალალანი: მეფე: ბრძანებს: მოასხენით: ჩვენ: დავყოვნოთ: აქა: ხანი:

1608. მოასხნეს: იგი: ვაჭარნი: და: მათი: უხუცესია: უბრძანეს: ვინ: ხართ: შავითა: რად: ტანნი: შეგიგლესია: მათ: მოახსენეს: სით: მოვალთ: იქ: ასრე: დანაწესია: ინდოეთს: მისრით: მოსრულთა: გვივლია: გზა: უგრძესია:

1609. გაეხარნეს: მათ: ვაჭართა: ინდოეთით: მამავლობა,: მაგრა: თავი: უმეცარ: ყვეს,: არა: მისცეს: ყოლა: გრძნობა;: უცხოურად: ეუბნების,: მათ: ვერა: ცნეს: მათი: ცნობა,: არ: ესმოდა: ჰინდოური,: არაბულად: თქვეს: უბნობა.:

1610. უბრძანეს: გვითხარ: ვაჭარნო: ამბავი: ინდოეთისა: მათ: ჰკადრეს: ზეცით: მოსრულა: ჰინდოეთს: რისხვა: ზეცისა: დიდსა: და: წვრილსა: ყველასა: ცრემლი: სდის: მგზავსი: წვეთისა: მას: შიგან: მყოფსა: ბრძენსაცა: ცნობა: უც: ვითა: შეთისა:

1611. თვით: მათვე: მათსა: ამბავსა: უამბობს: არის: წყლიანი: ფარსადან: მეფე: ინდოთა: იყო: ჴელმწიფე: სვიანი: მას: ესვა: ქალი: მნათობი: მზისაცა: უფრო: მზიანი: კბილ: მარგალიტი: ტან: ალვა: ღაწვ: ბალახშ: ყორან: თმიანი:

1612. მას: ქალსა: და: ამილბარსა: ერთმანერთი: შეუყვარდა: ამირბარმან: სიძე: მოკლა: ჴმა: მეფესა: დაუვარდა: იგი: ქალი: პატარაი: მამის: დასა: გაეზარდა: ბუქთა: მისგან: მონაქროლთა: ინდოეთი: გარდაჰქარდა:

1613. მამიდაი: ქაჯი: იყო: გრძნეულობა: იცის: კარგა: მით: შემართა: საშინელი: მზე: ჴმელეთსა: დაუკარგა: თვითცა: მოკვდა: უბედური: მართ: საცოცხლოდ: არად: ვარგა: იგი: ქალი: დაიკარგა: ალვა: მორჩი: სხვაგან: დარგა:

1614. ცნა: ამირბარმან: წავიდა: ლომი: მის: მზისა: მძებნელად: იგიცა: წაჴდა: ინდოეთს: გაჴდა: მთვარე: და: მზე: ბნელად: ორნივე: გარდაიკარგნენ: მათიღა: პოვნაღა: არს: ძნელად: მეფემან: ბრძანა: ჰე: ღ~თო: ცეცხლსა: მამიდებ: ნელად:

1615. მეფე: გაშმაგდა: მათისა: უღონო: ქმნილი: ძებნისა: ვად: შეიცვალა: ინდოეთს: ხმა: წინწილისა: ებნისა: ცოტასა: ხანსა: გავეძლო: დება: საჴმილთა: გზნებისა: აწ: თვითცა: მოკვდა: შეექნა: ბოლო: სრისა: და: ტკებნისა: