... (S-2829), 1688 წ.

1417. ყოვლგნით: მრგვალი: შეუვალი: არსით: იყო: ყოლე: პირი: სამთა: კართა: ცხრა: ათასი: ზედა: სცვიდა: მოყმე: გმირი: შუა: ციხე: ამართული: კლდე: კეკლუცი: არ: დუხჭირი: გვირაბითა: შესავალი: აჴურეტილი: ვითა: სტვირი:

1418. გვირაბის: კარსა: ნიადაგ: ათი: ათასი: მცველია: მათ: ლომთა: ნახეს: ქალაქი: მთვარე: დგას: მუნ: ნათელია: თქვეს: ვითათბიროთ: ვითა: ვთქვათ: აწ: გამორჩევა: ძნელია: ასი: ათასსა: აჯობებს: თუ: გამორჩევით: მქმნელია:

1419. ფრიდონ: თქვა: ვიტყვი: სიტყვასა: ვეჭუ: ჩემი: არ: დამცდარია: ჩვენ: ცოტანი: ვართ: ქალაქი: დიდთაგან: საომარია: პირისპირ: ომი: არ: ძალ: გვიცს: არ: ჟამი: საკვეხარია: ათას: წელ: ვერსით: შევუვალთ: თუ: ზედ: დაგვიხშან: კარია:

1420. ჩემსა: სიმცროსსა: გამზრდელნი: სამუშაითოდ: მზრდიდიან: მასწავლნეს: მათი: საქმენი: მახლტუნებდიან: მწურთიდიან: ასრე: გავიდა: საბელსა: რომ: თვალნი: ვერ: მამკიდიან: ვინცა: მიჭურეტდიან: ყმაწვილნი: იგიცა: ინატრიდიან:

1421. აწ: ვინცა: უკეთ: ვიცით: შეტყორცა: საგდებელისა: მან: ერთსა: ბურჯსა: გარდვაგდოთ: წვერი: საბლისა: გრძელისა: მაზედა: გავლა: ასრე: მჩანს: ვითა: გარბენა: ველისა: თქვენ: ჭირად: გიყო: შიგანთა: პოვნა: კაცისა: მრთელისა:

1422. აბჯრითა: გავლა: არად: მჩანს: ჭირად: გატანა: ფარისა: შიგან: ჩავხტები: კისკასად: ვეცემი: მგზავსად: ქარისა: ლაშქართა: დავჴოც: გავახვამ: ნახოთ: გაღება: კარისა: თქვენცა: მუნ: მოდით: სადაცა: გესმას: ზრიალი: ზარისა:

1423. ავთანდილ: უთხრა: ჰე: ფრიდონ: მოყვასნი: ვერ: გიჩივიან: ლომთა: მკლავთაგან: იმედი: გაქვ: არა: წყლულნი: გტკივიან: სთათბირობ: ძნელთა: თათბირთა: მტერთა: ივაგლახივიან: მაგრა: თუ: გესმის: გუშაგნი: რა: ახლო: ახლო: ყივიან:

1424. რა: გახვიოდე: გუშაგთა: ესმას: აბჯრისა: ჩხერება: გიგრძნობენ: თოკსა: მოჰკვეთენ: ამისი: ჴამს: დაჯერება: წაგიჴდეს: ცუდად: ყველაი: დაგრჩეს: ცუდიღა: ფერება: ეგე: თათბირი: არ: ვარგა: სხვაებრ: ვქნათ: თავის: ტერება:

1425. სჯობს: დადეგით: დამალულნი: თქვენ: ადგილსა: იდუმალსა: ისი: კაცნი: არ: იჭირვენ: მგზავრსა: ქალაქს: შემავალსა: სავაჭროდა: მოვეკაზმი: ვიქ: საქმესა: მე: მუხთალსა: ერთსა: ჯორსა: გარდავჰკიდებ: მუზარადსა: ჯაჭვსა: ჴრმალსა:

1426. სამთავე: შესულა: არ: ვარგა: თუ: გვიგრძნან: არს: სათუები: მე: კარგად: შევალ: უცილოდ: ვაჭრულად: შევეტყუები: მალვით: ჩავიცვამ: აბჯარსა: გავჩნდები: გავეცრუები: ღ: ~თნ: ქნას: უხვად: ვადინო: შიგნით: სისხლისა: რუები:

1427. შიგნითა: მცველთა: მოვიცლი: მე: უნახავად: ჭირისა: თქვენ: გარეთ: კართა: ეცენით: ყოველნი: მგზავსად: გმირისა: კლიტეთა: დავლეწ: გავახვამ: დამიდგამს: ვერ: ქვიტკირისა: თუ: რა: სხვა: გვიჯბს: თქვენ: ბრძანეთ: ვარ: მრჩევლად: ამა: პირისა:

1428. ტარიელ: უთხრა: მე: თქვენი: ვსცან: გმირთა: მეტი: გმირობა: თქვენსა: თათბირსა: თქვენივე: გავს: ძალთა: დაპირობა: ვიცი: გწადს: ომი: ფიცხელი: არ: ცუდი: ჴრმალთა: ღირობა: კაციმცა: მაშინ: თქვენ: გახლავს: რა: ომმან: ქნას: გაჭირობა:

1429. მაგრა: იყვენით: ჩემთვისცა: საქმისა: რასმე: რჩევითა: ჴმა: ესმას: ჩემსა: ჴელ: მქმნელსა: ზედა: გარდმოდგეს: მზე: ვითა: თქვენ: გქონდეს: ომი: ფიცხელი: უომრად: მნახოს: მე: ვითა: ესე: მე: დამსურის: ნუ: უბნობთ: სიტყვითა: თქვენ: სათნევითა:

1430. მაგა: თათბირსა: ესე: სჯობს: ვქმნათ: ჩემი: მონახსენები: გავიყოთ: კაცი: ას: ასი: რა: ღამე: ჩნდეს: ნათენები: სამთავე: სამგნით: მივმართოთ: ფიცხლად: დავსწვიპოთ: ცხენები: მოგვეგებვიან: ვემცრობით: ჩვენ: ჴრმალსა: მივსცემთ: მძლედ: ნები:

1431. ფიცხლად: შევებნეთ: შევსჯარნეთ: ვერ: მოგვასწრებენ: კარებსა: სამთაგან: ერთი: შევუვალთ: სხვა: გარეთ: ვსცემდეთ: გარებსა: მან: ერთმან: შიგნით: შიგანნი: მივსცნეთ: სისხლისა: ღვარებსა: კვლა: ჴელი: ვჴადოთ: აბჯარსა: მას: ჩვენგან: მძლედ: ნაჴმარებსა:

1432. ფრიდონ: უთხრა: შემიგიან: გამიგია: ვიცი: მე: რა: მაგა: ცხენსა: ჩემეულსა: წამოასწრობს: კართა: ვერა: ოდეს: გიძღვენ: არ: ვიცოდი: ქაჯეთს: გვინდა: ქაჯთა: მზერა: გარდაჴდეს: და: დაეკაზმეს: უკეთესთა: შესხდნენ: ცხენსა:

1433. ფრიდონ: ლაღი: ამხაანგობს: საუბართა: ესოდენთა: ამაზედან: გაიცინნეს: მათ: წყლიანთა: სიტყვა: ბრძენთა: ერთმანეთსა: ელაღობნეს: ლაღობათა: მათთა: ფერთა: გარდაჴდეს: და: დაეკაზმნეს: უკეთესთა: შესხდეს: ცხენთა:

1434. კვლავ: ერთმანერთსა: მიუგეს: სიტყვები: არ: პირ: მკვახები: დაასკვნეს: იგი: თათბირი: ტარიას: განაზრახები: გაიყვეს: კაცი: ას: ასი: ყველაი: გმირთა: სახები: ცხენებსა: შესხდეს: აიღეს: მათ: მათი: ჩაბალახები:

1435. იგი: ჭაბუკნი: შუქითა: ვნახენ: მზისაცა: მეტითა: მათ: სამთა: შვიდნი: მნათობნი: ჰფარვენ: ნათლისა: სვეტითა: ტარიელ: შავსა: ზედა: ზის: ტანითა: მით: წერწეტითა: დალივნეს: მტერნი: ომითა: ვითა: მჭურეტელნი: ჭურეტითა:

1436. ჩემი: აწ: ესე: ნათქვამი: მათი: სახე: და: დარია: რა: ზედა: სწვიმდეს: ღრუბელი: და: მთათა: აღტყდეს: ღვარია: მოვა: და: ჴევთა: წაგრაგნის: ისმის: ზათქი: და: ზარია: მაგრა: რა: ზღვათა: შეერთვის: მაშინ: ეგრეცა: წყნარია: