... (S-2829), 1688 წ.

1655. ვითა: გამზრდელსა: მართებდა: გაზრდილი: აგრე: ხელია: რომე: სდის: ცრემლი: თვალთაგან: ცეცხლთაგან: უფრო: ცხელია: თავსა: იცემდეს: და: იზახდეს: ტირს: მეტად: გულ: ფიცხელია: გიშრისა: ტევრსა: მოჰფოცხდა: ბროლისა: საფოცხელია:

1656. რა: ნახნა: ხასნი: ვაზირნი: ფლასითა: დამოსილნია: კვლა: დაიზახნა: ტარიელ: უფროსნი: დანაკივლნია: სისხლი: და: ცრემლი: თვალთაგან: სდის: და: მიწყობით: მილნია: მოვიდეს: ყელსა: მოეჭუდუნეს: ვითა: ძმანი: და: შვილნია:

1657. დიდებულნი: მოეხვივნეს: მოუზრუნვეს: მათ: ცოლ: ქმართა: ქალი: დაბნდა: მამისათვის: ტირილიცა: ვერ: შემართა: ვარდსა: რტონი: ჩამოსცვივდეს: ზე: ვერავინ: წამომართა: მუნა: კაცთა: ვერ: ნახვიდი: გაცინებით: მოღიმართა:

1658. დედოფალი: გამოჭრილი: მოვიდოდა: მათად: ნახვად: უბრძანებდა: რად: ვინ: სტირთო: ესე: ჰქონდა: წყრომა: ზრახვად: ღ~თნ: რისხვა: მოაქცია: წყალობისა: გამოსახვად: გუმართებს: ღ~თსა: მადლი: მივსცეთ: აღარა: გუცალს: გლოვა: ახვად:

1659. ტარიელ: ზედა: მოიჭდო: მჴურვალთა: ცრემლთა: მდენელმან: იტყვის: თუ: ცეცხლი: დამევსო: ცხელი: აწ: დამწვა: მე: ნელმან: დადუმდი: სული: დაიღე: ჩემგან: ამისმან: მსმენელმან: თქვენი: სიცოცხლე: მალხინა: ღ~თნ: ობოლთა: მლხენელმან:

1660. ქალმან: დედასა: შესტირნა: ჰაი: რაღა: ვქნა: დედაო: შესამოსლითა: დაგაგდე: აწ: შაოსანსა: გხედაო: მამამან: ტახტი: დასცალა: აღარ: სადა: ზის: ზედაო: დედამან: ცრემლნი: მოჰხოცნა: ეტყვის: დადუმდი: ბედავო:

1661. გარდაუკოცნა: პირი: და: ბაგეთა: ვარდი: თხელები: ვარდსა: დაუტყლეჟს: ბაგითა: გახდა: ალვისა: მთხელები: დარეჯანს: ეტყვის: რადღა: ვთქვათ: სიტყვები: ბედით: ხელები: ჩვენ: ყოვლთა: გუმართებს: ნეტარძი: ათასი: არ: ერთხელები:

1662. რა: გარდაჴდა: მცირე: ხანი: ჟამი: იქნა: გარდასრულად: დიდებულნი: ეთაყვანნეს: ერთობილნი: ადგეს: სრულად: იგი: მზენი: მიეგებნეს: მოეხვივნეს: გულის: გულად: აკოცეს: და: მოიკითხეს: თავის: თავის: თვითეულად:

1663. ავთანდილ: და: ფრიდონ: ჰკადრეს: დედოფალსა: მიმტკივნება: ტარიელ: თქვა: დედოფალო: გჭირს: ამათი: არა: მცნება: ესენია: მხსნელნი: ჩვენნი: აწ: არა: გუცალს: გრძლად: უბნება: ამათგან: გვაქვს: ჩვენ: ორთავე: სიცოცხლისა: მოპოვნება:

1664. ადგეს: და: ქალაქს: შევიდა: თვით: გარდაჰჴდეს: სრასა: მათსა: ერთსა: ბრძანებს: დედოფალი: მართ: სიტყვასა: ვითა: მათსა: ღ~თნ: მოსრნა: მტერნი: ჩვენნი: ვერ: დაგუცემენ: ყოლ: შამათსა: ამად: შევიქ: სიხარულსა: მართ: გულისა: საკამათსა:

1665. უბრძანა: გლოვა: გახსენით: ქოს: წინწილასა: ჰკარითო: დიდი: ზათქი: და: ზეიმი: გავიდეს: ჩვენით: კარითო: ნახლები: თქვენი: ოქროსა: სარტყლითა: მოიკარითო: იცინოდით: და: იმღერდით: ნუ: ცრემლი: აწანწკარითო:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა:

1666. დედოფალმან: მათ: ცოლ: ქმართა: თვითო: ჴელი: დაუჭირა: ზედა: ტახტსა: მეფისასა: ერთგან: დასხმა: გაუპირა: მოიშორეს: კაეშანი: გული: მდედრი: აქვითკირა: გლოვა: ცვალა: სიხარულად: აღარავინ: აატირა:

1667. დედოფალმან: შეიმოსა: შავი: ძაძა: აიჴადა: დიდებულთა: შესამოსი: მხიარული: დაუმზადა: ყველაკაი: დამოსა: და: საბოძვარი: უდიადა: ბრძანა: ჭირი: დავივიწყოთ: რათგან: ლხინი: დაგვებადა:

1668. ტახტსა: ზედა: ერთად: მსხდომი: ტარიელ: და: ცოლი: მისი: ერთმანერთსა: შეჰფერობდეს: ქალი: ყმისა: შესატყვილი: გონება: და: ანუ: ენა: გამოსთქმიდა: მათმცა: ვისი: ვინმცა: გვანდა: ხორციელი: სოფელს: შვილი: ადამისი:

1669. ტარიელს: და: ცოლსა: მისსა: მიხუდა: მათი: საწადელი: შვიდი: ტახტი: საჴელმწიფო: საშვებელი: გაუცდელი: მათ: პატიჟთა: დაავიწყებს: ლხინი: ესე: აწინდელი: ყოლე: ლხინთა: ვერ: იამებს: კაცი: ჭირთა: გარდუხდელი:

1670. თვით: ორნივე: ერთგან: მსხდომნი: ნახნეთ: მზეცა: ვერა: სჯობდეს: ბუკსა: ჰკრეს: და: მეფედ: დასვეს: ქოსნი: ჴმასა: დაატკბობდეს: მისცე: კლიტე: საჭურჭლეთა: თავთა: მათთა: მიანდობდეს: ესეაო: მეფე: ჩვენი: იზახდიან: ამას: ჴმობდეს:

1671. ავთანდილ: და: ფრიდონისთვის: ორნი: ტახტნი: დაამზადნეს: ზედა: დასხდეს: ჴელმწიფურად: დიდებანი: უდიადნეს: ღ~თნ: სხვანი: ჴორციელნი: მათებრნიღა: რად: დაბადნეს: ამბობდიან: ჭირთა: მათთა: ყველაკასა: გაუცხადნეს:

1672. სმა: პურობა: გახარება: ქნეს: ჯალაბი: გაადიდეს: ვითარიცა: ქორწილობა: ჴამს: ეგეთსა: გარდიჴდიდეს: მათ: ოთხთავე: თავის: თავის: ძღვენსა: სწორად: მიართმიდეს: გლახაკთათვის: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ერთგან: ჰყრიდეს:

1673. დედოფალმან: ეგრე: ბრძანა: ობოლ: ქვრივნი: მოასხენით: ყველაკაი: დაამდიდრეთ: საბოძვრითა: აავსენით: თვით: უბოძა: უსაზომო: რომ: არ: ითქმის: კაცთა: ენით: ულოცეთო: დღეგრძელობა: ესე: ღ~თსა: შევედრენით: