... (S-2829), 1688 წ.

1635. დია: დიდთა: დამაჯნება: უშმაგომან: ვით: გააგო: ინდოეთსა: ვით: მოადეგ: შმაგთაგანცა: უფრო: შმაგო: აჰა: მოველ: იგი: ცეცხლი: რომე: სრულად: ამოგდაგო: ჴრმალი: ჩემი: გალესული: შენს: ზედა: დავაბლაგო:

1636. აწ: დაემზადე: მოპარვა: მე: თქვენი: არა: მწადიან: შემები: რაზმი: გარდმაწყევ: წინასვე: გამიცხადიან: პირ: ბოზო: ჩემი: მორევნა: რა: დია: დაგიქადიან: მე: ჩაბალახათ: გაჴმარებ: რაცა: გიმუზარადიან:

1637. დარაჯანი: წავიდეს: და: ერთმანერთსა: მიუსწრობდეს: რამაზს: უთხრეს: ყველაკაი: დამალვასა: ვერა: სთმობდეს: მოვიდაო: ინდოთ: მეფე: ლაშქარნიცა: კარგნი: ჰყმობდეს: ვინცა: ვითა: გარდეხვეწოს: იგი: ერთი: ორთა: სჯობდეს:

1638. ინდოთა: დროშა: ტარიელს: აქვს: და: ალამი: უბია: დროშა: არაბთა: მეფისა: მასსა: თანავე: ჰყუდია: არაბთა: იცის: ყველამან: მათი: აბჯარი: შუბია: ფრიდონ: მზე: მოყმე: რომელმან: შექნა: სისხლისა: გუბია:

1639. ცოტაი: წავლეს: გმოჩნდა: ხუთასი: ცხენოსანანი: შეტეობასა: ლამობდეს: ყმანი: არაბთა: თანია: ტარიელ: ეტყვის: ნუ: იქთო: მისცა: სიტყვისა: ნანია: მოვიდნენ: აჩნდა: უაბჯროდ: არცა: თუ: ჰქონდა: დანია:

1640. ცხენთა: ფერხთა: მოეხვია: მუჴლ: მოყრილი: შეეხვეწა: მოახსენა: შემიბრალე: მისსა: ძალსა: ვინცა: გხვეწა: ნუ: დამარჩენ: ნუ: მაცოცხლებ: და: წამიღონ: მკვდარი: მე: წა: თქვენი: გული: სასაკუთრო: ბედმან: ასრე: დამილეწა:

1641. დაიკარგენით: წახვედით: თქვენ: წელნი: მეათენია: გაჴდეს: მფრინველნი: უმეფოდ: არწივსა: მოსტყდეს: ფრთენია: ამად: შევმართენ: საქმენი: ჩემნი: საკამათენია: ადრე: გამიტყდა: სოფელი: მართ: ვითა: კაბათელნია:

1642. შინა: წავიდეს: გარდაჴდეს: ეს: თურე: არ: ლაყაბია: რამაზ: ჰყავს: ორთა: დედათა: ყელსა: მანდილი: აბია: შეშინებული: საბრალოდ: დუღდა: მართ: ვითა: ქვაბია: შეგცოდე: მამკალ: მე: ხოლმე: რამცა: ვინ: მიასაბია:

1643. ვიაჯი: მამკალ: მე: ხვალემ: ყველაი: ჩემი: ბრალია: მერმე: ხუთასი: ვაზირი: მყავს: აქათ: წაუვალია: თავები: დასჭერ: ადინე: სისხლი: მართ: ვითა: ღვარია: სპა: უბრალოა: ნუ: დაჰჴოც: ამად: ვტირ: გულ: მდუღარია:

1644. ყოვლთა: მისცეს: ზენაარი: მიუყარნეს: მუჴლნი: წინა: ნუ: დაგვჴოცო: მისსა: ძალსა: ვინცა: აგრე: დაგარჩინა: ტარიელ: დგას: დაყმუნვებით: რამაზ: წინა: მოეფინა: ღ~თი: ალხენს: მონანულთა: არ: შეუნდობს: კაცი: ვინა:

1645. კაცი: ცრემლითა: შეინდობს: თუ: ცოდვა: მისთანაც: არსა: ვით: ნინეველი: ისხემდეს: თავსა: მტვერსა: და: ნაცარსა: ამით: დაესხნეს: რისხვასა: ზეცით: მოსრულსა: ნაცარსა: წაღმავე: წაგრეხს: სოფელი: კვლა: მისგან: უკუ: ნაცარსა:

1646. ბრძენმან: ვინმე: მოსწავლემან: საკითხავი: ესე: ვჰპოვნე: ესეაო: მამაცისა: მეტის: მეტი: სიგულოვნე: ოდეს: მტერსა: მოერიო: ნუღარ: მოჰკლავ: დაიყოვნე: გინდეს: სრული: მამაცობა: ესე: სიტყვა: დაიხსოვნე:

1647. ტარიელ: მოტკბა: ღ~თისავე: მგზავსად: იგ: წაღმართულია: აღარ: დაგჴოცო: უბრძანა: ძლეული: შიშმანულია: წაღმავე: წაგრეხს: საქმესა: რაცა: უკუღმა: სთულია: ნაქმარი: მრუდი: ყველაი: აწ: ჩემგან: გამართულია:

1648. თაყვანი: სცეს: და: დალოცეს: ყოველთა: ჴმა: ერთად: იერეს: ღმერთსა: შევედრეს: ზახილით: სვე: მათი: გააძლიერეს: თავები: დახსნეს: სიკვდილსა: სიცოცხლე: ამის: მიერეს: ტარიას: ჴრმალნი: ვერ: დაძღეს: ჯერთ: ხორცი: მოიმშიერეს:

1649. ტარიას: ჭვრეტად: მოსრული: მუშთარი: ახლოს: მჭურეტია: რისხვისა: ცეცხლი: ტარიელს: სიტკბოთა: დაუშრეტია: მოვიდეს,: ნახეს: რამაზის: ლაშქარი: ძლივღა: ეტია: ინდოეთს: ზეცით: სინათლე: ჩადგა: მართ: ვითა: სვეტია:

1650. ერთი: კაცი: მათ: ლაშქართა: მახარობლად: მიუვიდა: არ: დაგჴოცსო: შეგიწყალნა: ყველაკაი: დალოცვიდა: ბუკსა: ჰკრეს: და: იხარებდეს: ყველა: ამას: მოზრახვიდა: მოვიდა: იგი: მოყმე: რომე: ერთი: ბევრსა: სურიდა:

1651. მოეგებნიან: ტარიელს: შორი: შორ: უსალამიან: შიგანთა: დროშა: ინდოთა: მათად: ცნეს: უს: არ: ლამიან: ვერ: გამოენდვნეს: ინდონი: თქვეს: თუ: ღალატსა: ლამიან: არ: მოელოდეს: ტარიელს: მით: ცრემლი: დაილამიან:

1652. ტარიელ: მიდგა,: უყივლა: მე: მოველ: მეფე: თქვენიო: თანა: მყავს: ჩემი: მნათობი: პირი: ელვათა: მფენიო: ჩვენ: მოგვცა: მაღლით: მაღალმან: აწყა: ორბისა: ფრთენიო: გამოდით: თქვენი: სიშორე: არს: ჩემგან: მოუთმენიო:

1653. მაშინღა: იცნეს: ტარიელ: მათგან: მი: და: მო: სრბანია: სრულად: ნათლითა: აივსო: ზღუდე: და: ბანის: ბანია: ჴმა: მაღლად: ჴხმობდეს: იზახდეს: მოგვშორდეს: სალმობანია: აქამდის: რისხვა: მაღალმან: აწ: მოგუცა: წყალობანია:

1654. კარნი: გააუნეს: მოიხუნეს: გამოჩნდეს: მათ: კლიტენია: ერთობ: ფლასითა: მოსილნი: მათ: მზეთა: მუნ: მჭურეტელნია: ტირან: ორნივე: ქალ: ყმანი: ვარდისა: ბაღსა: ტენია: ზახილით: თავსა: იცემდეს: ყორნის: თმა: ბროლსა: ტენია: