... (S-2829), 1688 წ.

1457. თქვენ: უბრძანე: ჩემმაგიერ: უსენს: ქმარსა: ფატმანისსა: გამოგზავნოს: იამების: ნახვა: მისი: ხსნილსა: მისსა: მისგან: კიდე: ინატრიდა: ჭურეტასამცა: სხვადღა: ვისსა: ვინ: მზესაცა: უნათლეა: ასრე: ვითა: ბროლი: ფისსა:

1458. რა: კაცი: ტარიელისა: ესტუმრა: ზღვათა: მფლობელსა: წესია: გული: გაკრთების: ამბავსა: გასაკრთომელსა: მისცა: მადლი: და: დიდება: ღ~თსა: მართლისა: მბრჭობელსა: მაშინვე: შეჯდა: არ: უნდა: მისულა: სხვასაღა: მჴმობელსა:

1459. ბარგი: აჰკიდა: გააგო: ქმნა: ქორწილისა: მათისა: მას: მოაქვს: რიცხვი: ტურფათა: არს: სიდიადე: სათისა: ფატმან: ჰყავს: თანა: იარა: სავალი: დღისა: ათისა: უხარის: ნახვა: ლომისა: და: მზისა: ჴმელთა: მნათისა:

1460. შორს: გაეგებნეს: სამნივე: დიდსა: მეფესა: ზღვათასა: გარდაჴდეს: მდაბლად: აკოცე: გარესწყდეს: ჯარსა: სპათასა: შეასხეს: ქება: ტარიელს: მან: მადლი: გაუათასა: ქალი: რა: ნახეს: სტრფიალობს: შუქსა: მას: ბროლ: ბაკმათასა:

1461. ფატმან: ხათუნს: მისსა: მჭურეტსა: ედებოდა: ცეცხლი: ნელი: მოეხვია: გარდუკოცნა: ჴელი: ფერჴი: პირი: ყელი: იტყვის: ღ~თო: რა: გმსახურო: გამინათლდა: რათგან: ბნელი: ვცან: სიმოკლე: ბოროტისა: კეთილია: შენი: გრძელი:

1462. ქალი: ფატმანს: ეხვეოდა: ტკბილად: იტყვის: არ: გამწყრალი: ღ~თნ: გული: განმინათლა: გახეთქილი: გაცამწკრალი: აწ: აგრე: ვარ: გავსებული: წინას: ვიყავ: ვითა: მცხრალი: მზემან: შუქნი: შემომადგნა: ვარდივით: ვჩან: არ: დამზრალი:

1463. ზღვათა: მეფე: გარდაიჴდის: მუნ: ქორწილსა: მეტად: დიდსა: ქაჯეთიცა: დაუმადლა: არ: გაუშვა: დღესა: შვიდსა: უხვად: გასცემს: საბოძვარსა: საჭურჭლესა: ანაკიდსა: პერპერასა: დაპანტულსა: ზედა: ცვეთდეს: ვითა: ჴიდსა:

1464. მუნ: იდვის: გორი: ლარისა: სტავრისა: და: ატლასისა: ტარიელს: უძღვნა: გვირგვინი: ვერ: დანადები: ფასისა: იაგუნდისა: მრთელისა: ყვითლისა: მეტად: ხასისა: კვლა: ერთი: ტახტი: ოქროსი: წითლისა: მართ: ხალასისა:

1465. ნესტან: დარეჯანს: ყაბაჩა: უძღუნა: შემკული: თვალითა: იაგუნდითა: წითლითა: ბალახშითა: და: ლალითა: დასხდეს: ორნივე: ქალ: ყმანი: პირითა: ელვა: მკრთალითა: მათნი: მჭურეტელნი: დაიწუნეს: ცეცხლითა: მართ: ახალითა:

1466. ავთანდილს: და: ფრიდონს: უძღვნა: უსაზომო: დიდი: ძღვენი: ძვირფასისა: უნაგირი: უკეთესი: თვითო: ცხენი: თითო: კაბა: თვალიანი: უცხო: ფერთა: შუქთა: მფენი: მოახსენეს: მადლი: რა: ვთქვათ: სვიანამცა: დავლა: თქვენი:

1467. ტარიელ: მადლსა: გარდიჴდის: ტურფა: სიტყვითა: ენითა: დიდად: ვიამე: მეფეო: პირველ: ნახვითა: თქვენითა: მერმე: აგვავსენ: მრავლითა: ტურფა: ფერითა: ძღუენითა: ვიცი: შორი: შორ: არ: ჩავლა: ჩვენ: თქვენი: კარგად: ვქენითა:

1468. ზღვათა: მეფე: მოახსენებს: ჴელმწიფეო: ლომო: ქველო: მოახლეთა: სალხინოო: ვერ: მჭურეტელთა: შორით: მკლველო: მგზავსი: თქვენი: რამცა: მეძღვნა: შვენიერო: სანახველო: რა: მერგების: რა: მოგშორდე: საჭვრეტელად: სასურველო:

1469. ტარელ: ფატმანს: უბრძანა: მე: თავი: შენი: მიდია: დავ: გული: შენი: ჩემზედა: გარდაუჴდელი: დიდია: აწ: რაცა: ქაჯთა: საჭურჭლე: ქაჯეთით: ამიკიდია: მომიცემია: წაიღე: არ: კიდე: მომიყიდია:

1470. ფატმან: ხათუნ: თაყვანსა: სცემცა: მადლსა: ჰკადრებს: მეტის: მეტსა: მე: მეფეო: შენი: ნახვა: მიდებს: ცეცხლსა: დაუშრეტსა: რა: მოგშორდე: რა: ვიქნები: მე: დამაგდებ: ვითა: რეტსა: ახ: ნეტარძი: მოახლეთა: ვაგლახ: თქვენსა: ვერა: მჭურეტსა:

1471. ზღვათა: მეფესა: ეტყვიან: ორნივე: შუქთა: მაფენი: კბილნი: ბროლნი: და: ბაგენი: სადაფთა: მოსადაფენი: უშენოდ: მყოფსა: არ: გვინდან: ნიშტი: საჩანგე: დაფენი: მაგრა: გაგვიშვენ: ჟამია: წავიდეთ: ვართ: მოსწრაფენი:

1472. შენ: იყავ: ჩვენი: მშობელი: ჩვენგან: საესავიო: მაგრა: ამასცა: ვიაჯით: გვიბოძოთ: ერთი: ნავიო: მეფემან: ბრძანა: არა: მშურს: სამიწოდ: თქვენთვის: თავიო: რადგან: ისწრაფი: რა: გკადრო: წა: გიწინამძღვრდეს: მკლავიო:

1473. მეფემან: ნავი: ხომალდი: მოჰკაზმა: ზღვისა: კიდესა: გამოემართა: ტარიელ: გამყრელნი: ცრემლსა: ღურიდესა: თავსა: იცემდეს: იგლეჯდეს: თმა-წვერსა: გაიყრიდესა: ფატმანის: ცრემლთა: შედენით: თვით: ზღვაცა: გაადიდესა:

1474. გამოვლნეს: ზღვანი: სამთავე: ერთგან: ძმად: შენაფიცართა: კვლა: ამტკიცებდეს: სიტყვათა: მათ: პირველ: დანამტკიცართა: ჰშვენის: მღერა: და: სიცილი: მათ: მისთა: უნაუვიცართა: ბაგეთათ: შუქი: შეადგის: ზედან: ბროლისა: ფიცართა:

1475. მუნით: კაცი: ასმათს: თანა: მათ: გაგზავნეს: მახარობლად: კვლა: ფრიდონის: თავადთანა: ნაომართა: მათთა: მთხრობლად: მანდა: მოვა: მოიმაღლებს: მზე: მნათობთა: მამაგრობლად: ჩვენ: დამზრალნი: აქანამდის: აწ: გავხედით: დაუზრობლად:

1476. იგი: მზე: შესვეს: კუბოსა: იარეს: გზა: ზღვის: პირისა: მიყმაწვილობდეს: უხარის: მათ: გარდაჴდომა: ჭირისა: მივიდეს: სადა: ქვეყანა: იყო: ნურადინ: გმირისა: მოეგებნიან: ისმოდის: ჴმა: სიმღერისა: ხშირისა: