... (S-2829), 1688 წ.

1477. მუნ: მიეგება: ყოველი: ფრიდონის: დიდებულები: ასმათი: სავსე: ლხინითა: მას: აღარ: აჩნდა: წყლულები: ნესტან: დარიჯს: ზედ: მოიჭდნვა: რომე: ვერ: გაჰყრის: ცულები: აწ: გაუსრულა: ყოველი: მან: მისი: ნაერთგულები:

1478. ნესტან: დარეჯან: ეხვევის: პირსა: აკოცებს: პირითა: უბრძანა: ჩემო: ვაგლახ: მე: შენცა: აგავსე: ჭირითა: აწ: ღ~თნ: მოგუცა: წყალობა: ვცან: მისი: არ: სიძვირით: ა: მე: გულსა: შენსა: ეზომსა: არ: ვიცი: გარდვიჴდი: რითა:

1479. ასმათ: ჰკადრა: მადლი: ღ~თსა: ვარდნი: ვნახენ: არ: დაზრულნი: ბოლოდ: ესრე: გააცხადნა: გონებამან: დაფარულნი: სიკვდილიცა: სიცოცხლედ: მიჩს: ოდეს: გნახენ: მხიარულნი: სჯობს: ყოვლთა: მოყვარულთა: პატრონ: ყმანი: მოყვარულნი:

1480. დიდებულთა: თაყვანისცეს: მოახსენეს: დიდი: ქება: რომე: ღ~თნ: გაგვახარნა: კურთხეულა: მისი: ღ~თება: ჩვენ: გვიჩვენნა: პირი: თქვენი: აღარა: გუწვავს: ცეცხლთა: დება: წყლულსა: მისგან: დაკოდილსა: მასვე: ძალ: უც: განკურნება:

1481. მოვიდეს: და: პირი: ჴელსა: დასდვეს: აგრე: გარდაჰკოცნეს: მეფე: ეტყვის: ძმათა: თქვენთა: თავნი: ჩვენთვის: დაიჴოცნეს: იგი: შვებას: საუკუნო: ცხადად: პოვეს: არ: იოცნეს: ერთსა: მიხუდეს: საზიაროდ: დიდებანი: იასოცნეს:

1482. თუცა: მე: მათი: დაჴოცა: მტკივის: და: სატკივარია: მაგრა: მათ: მიხუდა: უკვდავი: მუნ: დიდი: საჩუქარია: ესე: თქვა: ნელად: ატირდა: და: წვიმა: თოვლსა: არია: ნარგისთათ: იძვრის: ბორიო: ვარდსა: ზრავს: იანვარია:

1483. მუნ: ატირდეს: ყველაკანი: რა: ტირილად: იგი: ნახეს: რაცა: ვისრა: დაჰკლებოდა: მათ: ტირილით: სულთქმით: ახეს: დადუმდეს: და: მოახსენეს: რათგან: ბრძენთა: მზეებრ: გსახეს: თქვენთა: მჭურეტთა: მღერა: ჰმართებს: რასათვისმცა: ივაგლახეს:

1484. ვინ: ღირსა: თქვენგან: ეგზომსა: ტირილსა: შეჭირვებასა: თქვენთვის: სიკვდილი: დია: სჯობს: მიწათა: ზედა: რებასა: კვლა: ფრიდონ: ჰკადრა: მეფესა: ნურათ: იქთ: გამწარებასა: ღ~თიმცა: მუქფად: მოგიზღავს: ათასსა: გახარებასა:

1485. ავთანდილცა: მიუმტკივნა: იტყვის: დიდსა: სიმძიმილსა: მათ: შეასხეს: ქება: უთხრეს: თავნი: მივსცნეთ: აწ: ღიმილსა: რადგან: მიხუდა: დაკარგული: ლომი: მზესა: წაჴდომილსა: აღარა: ვსტირთ: სატირალსა: აღარ: დავსდებთ: თვალთა: მილსა:

1486. მივიდეს: სადა: ქალაქი: დიდი: მულღაზანზარია: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: გაჴდა: ზათქი: და: ზარია: დაბდაბისა: და: ქოსისა: ჴმა: ტურფად: შენათხზარია: მოატყდეს: მოქალაქენი: დააგდეს: მუნ: ბაზარია:

1487. შუკათათ: მოდგნეს: ვაჭარნი: ყოვლგნით: მჭურეტელთა: ჯარია: შორს: უარებდეს: სარანგნი: ხელთა: აქვ: მათ: აბჯარია: მოიჯრებოდეს: ჯალაბნი: სარანგთა: დამსაჯარია: მათად: საჭურეტლად: მიშვება: მუნ: მათგან: ნააჯარია:

1488. გადაჴდეს: დაფრიდონისსა: სრა: ნახეს: მოსაწონები: გამოეგება: მრავალი: ოქროს: სარტყლითა: მონები: ფერჴთა: საფენლად: ოქსინო: მართ: მათგან: არს: ნაქონები: თავსა: აყრიდეს: ოქროსა: ხვეტს: ჯარი: მუნ: ნარონები:

1489. მათ: ქალ: ყმათათვის: საჯდომი: დაედგა: თეთრ: ძოწეული: წითელ: ყვითლითა: თვალითა: ზედა: კეკლუცად: ფრქვეული: ავთანდილისთვის: ყვითელი: და: შავი: ერთგან: რეული: მოვიდეს: დასხდეს: მჭურეტელი: ვცან: მათი: სული: ლეული:

1490. მგოსანნი: მოდგეს: ისმოდა: ჴმა: სიმღერისა: ტკბილისა: ქორწილი: ქნეს: და: გამრავლდა: ძღვნობა: ლარისა: ლბილისა: ფრიდონის: პურად: კარგისა: არ: მასპინძლისა: წბილისა: ნესტან: დარეჯანს: უშვენის: ღიმილი: თეთრი: კბილისა:

1491. მოიღეს: ძღვენი: ურიცხვი: ფრიდონის: არ: ალქატისა: ცხრა: მარგალიტი: სიდიდით: მართ: ვითა: კვერცხი: ბატისა: კვლა: ერთი: თვალი: სამგზავსო: მზისა: შუქ: მონამატისა: მას: წინა: ღამით: ძალ: ედვის: ხატვა: მხატვარსა: ხატისა:

1492. კვლა: უძღუნა: თვითო: ფარღული: გარდასაყრელი: ყელისა: მრგულად: გათლილისა: თვალისა: იაგუნდისა: მრთელისა: კვლა: მოაქვ: ერთი: ტაბაკი: მძლედ: საჭირავი: ჴელისა: ავთანდილისთვის: ლომისა: ძღვენი: ფრიდონის: ქველისა:

1493. იგი: ტაბაკი: სავსეა: მარგალიტითა: სხვილითა: ავთანდილს: უძღუნა: ყველაი: არა: სიტყვითა: წბილითა: აივსო: სახლი: სტვირითა: და: ოქსინოთა: ლბილითა: ტარიელ: მადლი: უბრძანა: ლაღმან: სიტყვითა: ტკბილითა:

1494. ფრიდონისგან: უსაზომო: ქორწილია: დღესა: რვასა: ყოვლთა: დღეთა: მიართმიდეს: უფასოსა: ძღვენსა: მზასა: დღე: და: ღამე: არ: გასწყვეტდის: ჩაღანა: და: ჩანგი: ჴმასა: აჰა: მიხუდეს: შესაფერნი: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა:

1495. ტარიელ: ფრიდონს: უბრძანა: დღე: ერთ: სიტყვები: გულისა: არს: გული: თქვენი: საჩემო: უფროსი: ძმისა: სრულისა: არ: გემუქფების: სიცოცხლე: არცა: მოცემა: სულისა: მე: თქვენგან: ვჰპოვე: მოკვდავმან: ჩემი: წამალი: წყლულისა:

1496. ავთანდილისგან: შენც: იცი: ჩემთვის: თავისა: დადება: აწ: მე: მაქვ: მისის: საქმისა: მოხმარებისა: წადება: შენ: მიდი: ჰკითხე: რა: უნდა: მან: ქნას: ამისი: ცხადება: ვითა: დამივსო: საჴმილი: ეგრე: მისიცა: კმა: დება: