... (S-2829), 1688 წ.

1497. უთხრა: ძმაო: რა: გარდიჴდის: შენგან: ჩემსა: ჭირ: ახულსა: ღ~თი: მოგცემს: წყალობასა: მისგან: ზეცით: შესახულსა: თუ: ვერა: ვიქ: საწადელსა: შენსა: შენთვის: გაზრახულსა: არა: ვნახავ: სახლსა: ჩემსა: არ: დარბაზსა: არცა: ხულსა:

1498. აწ: მითხარ: ჩემგან: რა: გინდა: ანუ: რით: მოგეჴმარები: უთხრა: წავიდეთ: არაბეთს: იყავ: ჩემიცა: მარები: ტკბილი: სიტყვითა: გავმართოთ: და: ჴრმლითა: საომარები: თუ: შენ: შენს: ცოლსა: არ: შეგრთავ: მე: ჩემსა: არ: ვექმარები:

1499. რა: ფრიდონ: უთხრა: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: მას: გაეცინნეს,: გაღიმდა: ჰშვენოდა: მხიარულობა: თქვა: თუ: მეშველი: რად: მინდა: მჭირს: არავისგან: წყლულობა: ჩემი: მზე: არცა: ქაჯთა: ჰყავს: არცა: სჭირს: ლხინ: ნაკლულობა:

1500. ჩემი: მზე: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: ღ~თისა: ნებითა: საკრძალავი: და: უკადრი: ლაღი: არვისგან: ვნებითა: არცა: რა: უმძიმს: მტერთაგან: არცა: გრძნეულთა: გრძნებითა: მაზედა: შველა: რად: მინდა: რად: მეჭუ: რასაცა: თნებითა:

1501. რა: მოვა: ჩემთვის: განგება: ზეცით: მოსრულნი: ზენანი: ღ~თი: იწადებს: მომივლენ: გულის: საჴმილთა: ლხენანი: მაშინღა: მომხვდენ: მოკვდავსა: მზისა: ელვათა: ფენანი: უმისჟამისოდ: ცუდია: ჩემგან: მი: და: მო: რბენანი:

1502. მიდი: და: ჰკადრე: ტარიელს: პასუხი: ჩემგან: თხრობილი: მადლი: რად: უნდა: მეფეო: ხარ: რაზომ: გინდა: ლმობილი: ვარ: მუცლითგანვე: დედისა: თქვენად: სამონოდ: შობილი: ღ~თნ: მუნამდის: მიწა: მყოს: ვირ: მეფე: იყო: ცნობილი:

1503. გებრძანა: შეყრა: მწადიან: საყვარელისა: შენისა: ეგე: არს: მგზავსი: გულისა: ლმობიერისა: თქვენისა: მე: მუნა: ჴრმალი: არ: მიკვეთს: არცა: სივრცელე: ენისა: მიჯობს: მოლოდნა: საქმისა: მის: განგებისა: ზენისა:

1504. ესეა: ჩემი: საწადი: და: ჩემი: მოსანდომარე: ინდოეთს: გნახო: მორჭმული: საჯდომთა: ზედა: მჯდომარე: გვერდსავე: გიჯდეს: შენი: მზე: პირი: ელვათა: მკრთომარე: მებრძოლნი: თქვენნი: მოგესრნეს: არვინ: ჩნდეს: მუნ: მეომარე:

1505. რა: გამისრულდენ: ესენი: ჩემნი: გულისა: ნებანი: მაშინღა: მივალ: არაბეთს: მამხუდეს: მის: მზისა: ხლებანი: ოდისცა: სწადდეს: დამივსნეს: ამა: ცეცხლისა: დებანი: სხვა: თქვენგან: არა: არ: მინდა: მძულან: ცუდნიღა: თნებანი:

1506. რა: ფრიდონ: ჰკადრა: ტარიელს: ესე: სიტყვანი: ყმისანი: მან: ბრძანა: მაგას: არა: ვიქ: ამას: არ: უნდა: მისანი: ვითა: მან: პოვნა: მიზეზნი: ჩემისა: სულთა: დგმისანი: ეგრევე: მანცა: სამისოდ: ნახნეს: ძალ: გულნი: ძმისანი:

1507. მიდი: უთხარ: ჩემაგიერ: სიტყვა: ჩემგან: არ: სათნები: მე: შენისა: გამზრდელისა: უნახავად: არ: დავდგები: ვეჭუ: მრავალი: დამეჴოცოს: მონა: მისგან: საყვარლები: ვითხოვ: ხოლო: შენდობასა: ეგეთიღა: შევეყრები:

1508. ესე: უთხარ: ამის: მეტსა: მოციქულობ: ნურას: ნუო: ხვალე: წასლვა: არ: დავშალო: არცა: საქმე: გავათუო: მე: არ: მიზამს: არაბთ: მეფე: რომე: სიტყვა: გავიცრუო: ამოდ: ვსთხოვო: ქალი: მისი: შევეხვეწო: შევაგუო:

1509. უამბო: ფრიდონ: ავთანდილს: ტარიას: მოციქულობა: არ: დადგებისო: ცუდია: შენგან: ცდისაღა: მალობა: მას: დაუმძიმდა: მოედვა: გულსა: ცეცხლისა: ალობა: ასრე: ჴამს: რიდი: მეფეთა: ყმათაგან: კრძალულობა:

1510. ავთანდილ: მივა: მუჴლ: მოყრით: ტარიას: შესახვეწელად: ფერხთა: ეხვევის: აკოცებს: აღარ: შეხედავს: ზე: წელად: ეტყვის: კმა: რაცა: შევსცოდე: როსტანს: წლეულად: მე: წელად: კვლა: ნუ: მიქ: ერთგულობისა: გამტეხლად: დაცამლეწელად:

1511. რასაცა: ლამი: არ: მოგცემს: მას: ღ~თისა: სამართალია: გამზრდელსა: ჩემსა: ვით: ვჰკადრო: მე: საქმე: სამუხთალია: მე: მისთვის: ჴელი: ვით: გავსძრა: ვინ: ჩემთვის: ფერ: ნამკრთალია: ვით: მოიჴმაროს: მონამან: პატრონსა: ზედა: ჴრმალია:

1512. ეგე: საქმე: მე: და: ჩემსა: საყვარელსა: შეგვამდურვებს: ვაი: თუ: გაწყრეს: გაგულისდეს: კუშტი: გულსა: შეაურვებს: ამბავსაცა: დამიძვირებს: ჭურეტისათვის: მომასურვებს: შენდობასა: ჴორციელი: კაცი: ვერვინ: დამიურვებს:

1513. ტარიელ: უთხრა: სიცილით: მან: მზემან: შუქ: ნაფენამან: ჴელი: მოჰკიდა: ავთანდილს: ამართა: ააყენა: მან: მიყოო: კარგი: ყველაი: მომართებამან: შენამან: მაგრა: სჯობს: შენცა: გალხინოს: ჩემმან: შენითა: ლხენამან:

1514. დია: მძულს: მეტი: მოყვრისა: შიში: კრძალვა: და: რიდობა: მძულს: გაუწყვედლად: კუშტობა: და: სულ: მძიმობა: დიდობა: თუ: მოყვარეა: გულისა: ქნას: ჩემკენ: მონაზიდობა: თვარამ: მე: ჩემდა: იგ: მისდა: დია: სჯობს: კიდის: კიდობა:

1515. მე: ვიცი: გული: საშენოდ: შენისა: საყვარელისა: არ: ეწყინების: სტუმრობა: შენისა: მე: შემყრელისა: რადმცა: რა: ვჰკადრე: მეფესა: თხრობა: რასაცა: ჭრელისა: ოდენ: ნახვისა: მათისა: ნატრა: მაქვს: სანატრელისა:

1516. ამას: ოდენ: მოვახსენებ: მუდარით: და: შეპოვნებით: რომე: მოგცეს: ქალი: მისი: მან: მისითა: მოგონებით: რათგან: ბოლო: შეყრავეა: სიშორესა: ვით: ეთნებით: დააშვენეთ: ერთმანერთი: თავის: თავის: ნუ: დასჭკნებით: