... (H-2074), XVI-XVII სს.

1352. მოვიდა჻ სითმე჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყუსითა჻ სამითა჻ მონა჻ მონურად჻ მოსილი჻ სხუანი჻ მგზავრულად჻ ხამითა჻ სასუმელ჻ საჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა჻ სუმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა჻

1353. მე჻ უყურებდი჻ უჭვრეტდი჻ თქუეს჻ ამოდ჻ გავიხარენით჻ მაგრა჻ ჩუენ჻ აქა჻ მოყვასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით჻ არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით჻ ჴამს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩუენიცა჻ უთხრათ჻ ბარ჻ ენით჻

1354. მათ჻ სხუათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქუეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია჻ მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია჻ მე჻ მარგალიტსა჻ მოგიმკი჻ თქუენ჻ ქურიმი჻ დაგითესია჻ ჩემი჻ ამბავი჻ ამბავთა჻ მაგათაგან჻ უკეთესია჻

1355. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა჻ მათ჻ მიხუდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა჻ მოგუიკვდა჻ შემწე჻ ქვრივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა჻ ჻ აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა჻

1356. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრა჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია჻ ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ყმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია჻ მას჻ უსხენ჻ წურილნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია჻ აწ჻ იგი჻ ქაჯეთს჻ ჴელმწიფედ჻ ქუე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია჻

1357. გუესმა჻ ამბავი჻ ზღუათ჻ იქით჻ სიკუდილი჻ დისა჻ მათისა჻ შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნა჻ ხალვათისა჻ ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ჴმელთა჻ მნათისა჻ როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრ჻ ათასისა჻

1358. როშაქ჻ ბრძანა჻ მოცავინ჻ მკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავჴუდები჻ მინდორს჻ წავალ჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები჻ შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები჻ მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები჻

1359. გუითხრა჻ მისთა჻ ხელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით჻ წაგუიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყუელაკაი჻ მისგან჻ რჩევით჻ დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყვნით჻ თევით჻ დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩუენკე჻ გარდმოვდევით჻

1360. მინდორ჻ მინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩუენ჻ ღამესა჻ დია჻ ბნელსა჻ დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგუიჩნდეს჻ შუა჻ ველსა჻ ვთქუით჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილა჻ ზედა჻ ჴმელსა჻ დაბნეული჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩუენსა჻ მსჯელსა჻

1361. ზოგთა჻ ვთქუით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ თქუეს჻ არის჻ მთუარეო჻ მას჻ დარაზმულთა჻ მივმართეთ჻ ახლოსმცა჻ ვნახეთ჻ ბარეო჻ შორს჻ მოუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო჻ მით჻ ნათლიდაღმა჻ გამოჰჴდა჻ ჴმა჻ ჩუენი჻ მოუბარეო჻

1362. გუითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქუენ჻ სახელნი჻ თქუენი჻ თქუენით჻ გულანშაროთ჻ მოციქული჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით჻ ესე჻ გუესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით჻ პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თუალით჻ ჩუენით჻

1363. უჭურიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა჻ მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა჻ ძუირ჻ ძუირად჻ გვეუბნებოდა჻ სიტყუასა჻ რასმე჻ წყნარებსა჻ კბილთაგან჻ შუქი჻ შეადგა჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა჻

1364. კულავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილ჻ მოუბრითა჻ ენითა჻ არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩუენ჻ ესე჻ შევიგენითა჻ როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გუერდსცა჻ წაუდგა჻ ცხენითა჻ აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელითა჻ ჩუენითა჻

1365. კულავ჻ ვკითხეთ჻ გვითხარ჻ მართალი჻ საქმე჻ შენ჻ მზებრ჻ ნათელისა჻ ვისი჻ ხარ჻ ვინ჻ ხარ჻ სით჻ მოხვალ჻ მანათობელი჻ ბნელისა჻ მან჻ არა჻ გუითხრა჻ გაუშვა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ ცხელისა჻ რა჻ საბრალოა჻ გავსილი჻ მთუარე჻ ჩანთქმული჻ გუელისა჻

1366. არცა჻ რა჻ ცხადი჻ ამბავი჻ არცა჻ რა჻ დასამალავი჻ არა჻ არ჻ გუითხრა჻ ვინ჻ იყო჻ ან჻ ვისგან჻ ნამუხთალავი჻ ქუშ჻ ქუშად჻ გუეუბნებოდა჻ კუშტი჻ თავისა჻ მკრძალავი჻ ვითა჻ ასპიტი჻ მჭურეტელთა჻ მისთა჻ თუალითა჻ მლალავი჻

1367. როშაქ჻ გუიბრძანა჻ ნუ჻ ჰკითხავთ჻ აწ჻ თურე჻ არ჻ სათქუმელია჻ ამისა჻ საქმე჻ უცხოა჻ საამბობლადცა჻ ძნელია჻ ბედი჻ მეფისა჻ ჩუენისა჻ არსთაგან჻ სანატრელია჻ მით჻ რომე჻ ღ~თი჻ მას჻ მისცემს჻ რაც჻ უფრო჻ საკუირველია჻

1368. ესე჻ ღმერთსა჻ მისაგურელად჻ მისად჻ ჩუენთვის჻ მოუცდია჻ მიუტანოთ჻ არმაღანად჻ დაგვიმადლებს჻ მეტად჻ დია჻ თუ჻ დავმალავთ჻ გავმჟღავნდებით჻ მეფე჻ ჩუენი჻ ამაყია჻ პირველ჻ მათი჻ შეცოდება჻ მერმე჻ დიდი჻ აუგია჻

1369. მივემოწმენით჻ თათბირნი჻ არ჻ კიდე჻ გავაკიდენით჻ დავბრუნდით჻ ქაჯეთს჻ მივმართეთ჻ მას჻ წინა჻ მოვეკიდენით჻ არცა჻ რა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელდაჴელ჻ არცა჻ თუ჻ წავეკიდენით჻ იგი჻ ტირს჻ ღაწუსა჻ გულმდუღრად჻ ჩარცხის჻ ცრემლისა჻ კი჻ დენით჻

1370. მე჻ როშაქს჻ ვჰკადრე჻ გამიშვი჻ კულა჻ ადრე჻ თქუენი჻ მხლებელი჻ აწ჻ გულანშაროს჻ ქალაქსა჻ ვარ჻ საქმის჻ რასმე჻ მდებელი჻ მან჻ გამომიშვა჻ აქ჻ სადმე჻ ლარი჻ მიც჻ წასაღებელი჻ თანა჻ წავიტან჻ წაცავალ჻ მე჻ მათი჻ ზედა჻ მსწრებელი჻

1371. მათ჻ კაცთა჻ დიდად჻ იამა჻ ესე჻ ამბავი჻ მონისა჻ მე჻ გავიგონე჻ შერემშრა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ფონისა჻ მენიშნა჻ ყოვლი჻ ნიშანი჻ ვიცან჻ ჩემისა჻ ღონისა჻ ცოტაი჻ ლხინი჻ მომეცა჻ მსგავსი჻ დრამისა჻ წონისა჻