... (W-17), XVII ს.

1354. მოქარავნეთა უბრძანა საქმე მიცს გითხარ განაო კარგად მომიხდა მოყვსობა მე თქვენი მესვიანაო რაცა მინდოდა ყველაი ვქენ ღ~თნ მაგულვანაო აწ აღარა მცალს ბადრაგა სხვა წაიტანეთ თანაო

1355. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრამ დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღუარისა

1356. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყუიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დამცაგუმარხენო ჴელითა ჩვენისა დამმარხველითა

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის შეყრა

1357. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისი უხარის მით ამბავითა ჴელ განბყრობილი გულითა არს ღ~თისა საესავითა

1358. მოწურვილ იყო ზაფხული ქუეყნით ამოსლვა მწუანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროსტანისა სულთქნის რა ნახა ყუავილი მან უნახავმან ხანისა

1359. აგრგუინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანა გიჭურეტ თვალითა გულტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქუენთანა საუბარითა

1360. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1361. ქუაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქუა იგი კლდენია სადა არის ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია ვღირსვარმცა ვნახო პირისპირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია

1362. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბშამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1363. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგას ჴმლითა მომახულითა

1364. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქუეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1365. ჴმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მართ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუჴდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1366. ტარიელ მოსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ცრემლმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს ბევრები

1367. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა ეტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყუავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1368. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაცა რა საქმე ზენია

1369. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა ნახა იცნა გამოუღო ფიცხლა ზედა შემოვარდა

1370. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1371. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქუემდებარესა შეჰფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწუარსა სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიებარესა

1372. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ჴმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერია გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჩნდეს ძოწსა ვამსგავსე ფერია