... (H-461), XVIII ს.

1355. მონასა჻ ჰკითხა჻ მიანბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი჻ ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწათა჻ ზედან჻ მტკეპნელი჻ მან჻ მოახსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნობელი჻ რა჻ წამოსრულ჻ ხარ჻ მას჻ აქათ჻ შენგან჻ ჩვენია჻ მზე჻ ბნელი჻

1356. ფატმანისაგან჻ წადება჻ ლახვართა჻ შენახებია჻ მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდენია჻ ზღვათაცა჻ შემატებია჻ ჩვენგანა჻ თქვენი჻ ამბავი჻ კიდევ჻ კვლავაც჻ მოხსენებია჻ ღმერთსა჻ ვიმოწმებ჻ ტირილი჻ აროდეს჻ დადუმებია჻

1357. აწ჻ ვინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შვენიერითა჻ პირითა჻ მან჻ უთხრა჻ წურილად჻ ყველაი჻ თქვენ჻ ხართ჻ რისაცა჻ ჭირითა჻ იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ მეტად჻ გმირითა჻ [....]჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ჴშირითა჻

1358. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგვარი჻ უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მამდებარი჻ მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულ჻ მდუღარი჻

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა და ქაჯთა ამბავი჻

1359. პირმზე჻ სწერს჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო჻ მისგან჻ ტყვექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო჻ მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჯთა჻ სხვაცა჻ დამერთო჻ ზედაო჻ აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო჻

1360. შენ჻ ორთა჻ დამხსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები჻ აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები჻ ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები჻ ავად჻ მამიჴდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები჻

1361. სხვად჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე჻ ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე჻ მაგრამ჻ სპანი჻ უთვალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე჻ რასა჻ ჰქვიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე჻

1362. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშვრალია჻ იჭირვის჻ იწვის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწუავს჻ ცეცხლებრ჻ ალია჻ მაგრა჻ მას჻ ვჰნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამძრალია჻ უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია჻

1363. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე჻ ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე჻ გეხვეწები჻ საყვარელსა჻ შემახვეწე჻ შემაბრალე჻ ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთვალე჻

1364. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ დამწვავს჻ ამისითანათვე჻ სწორითა჻ მას჻ მკუდარსა჻ ვნახავ჻ მოვჰკუდები჻ მე჻ სიკვდილითა჻ ორითა჻ ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა჻ არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქვისა჻ ყორითა჻

1365. გეთქვა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია჻ მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკვეთი჻ გამიგზავნია჻ ესენი჻ ჩემთვის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია჻ თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მგზავსად჻ შავნია჻

აქა წიგნი თავის საყვარელთან ნესტან დარეჯანისაგან჻

1366. აწ჻ საყვარელსა჻ მიუწერს჻ გულ჻ ამოსკვნილი჻ მტირალი჻ მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი჻ დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი჻ ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭვირვალი჻

1367. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები჻ ტანი჻ კალმად჻ მაქვს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები჻ მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები჻ გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეშვები჻ აწ჻ ები჻

1368. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია჻ რაზომცა჻ ნათობს჻ სინათლე჻ ჩემთვის჻ ეგრეცა჻ ბნელია჻ ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია჻ უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია჻

1369. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე჻ ჩემი჻ მეთქუა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე჻ აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ვმონე჻ ჩემი჻ ყველა჻ აქანამდის჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე჻

1370. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად჻ გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად჻ მამიგონებდი჻ გაჴსოვდე჻ მე჻ შენთვის჻ დაკარგული჻ სად჻ ვზი჻ მზრდელი჻ სიყვარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად჻

1371. სხვად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების჻ ენა჻ დაშურების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების჻ ფატმან჻ წამგვარა჻ გრძნეულთა჻ ღმერთიმცა჻ მას჻ ეტერების჻ აწე჻ ჰქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების჻

1372. აწ჻ მეფემან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომისართა჻ არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალ჻ გვართა჻ კვლავცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა჻ ბედმან჻ გუიყო჻ ყველაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგვემართა