... (H-599), 1646 წ.

1346. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრად: ა: იგი: მთვარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: მოსვლა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეხმარე:

1347. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუხდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქვენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქვენთანა: ხანდაზმულია: მგზავსი: ყველაი: მგზავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1348. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაცა: ხმდა: სრულად: მართ: ვითა: გია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1349. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მომიხდა: მოყვსობა: მე: თქვენი: მესვიანაო: რაცა: მინდოდა: ყველაი: ვქენ: ღმერთმან: მომივლინაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1350. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მხარისა: გამოემართა: იგი: მზე: სავსეა: პირი: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1351. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყვიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგვწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგვმარხენო: ხელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასვლა და ტარიელის პოვნა:

1352. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რითმე: ნავითა: პირმხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ხელგანპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1353. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქვეყნით: ამოსლვა: მწვანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისაგან: შეჯდომა: საროსტანისა: სულთქნა: რა: ნახა: ყვავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1354. აგრგვინდა: ცა: და: ქვეყანა: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა: უბრძანა: გიჭვრეტ: თვალითა: გულტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქვენთანა: საუბარითა:

1355. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დახოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი:

1356. ქვაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქვა: იგი: კლდენია: სადაა: ჩემი: მოყვარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ვღირს: ვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1357. თუ: მოსრულა: უღონოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მხეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბ: შამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქვა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1358. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ხმითა: მით: სიხარულითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ხრმლითა: მომახულითა:

1359. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ხრმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქვეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1360. ხრმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: გვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელგარდაჭდობილსა: ხმა: შაქრისფერად: გამოხდა: ვარდსა: ხშირხშირად: პობილსა:

1361. ტარიელ: მოთქვა: ტირილით: სიტყვა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვასა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რადგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1362. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყვავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1363. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არის: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღმერთმან: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმანმცა: სოფელს: ვით: ჰპოოს: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1364. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა: