... (S-4499), XVII ს.

1326. ესე: წიგნი: საყვარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკუეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი: თავმოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: სიგრძე: თმათა: წვერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათა: მონაბერი:

1327. ესე: სიტყვა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხვასრულად: ნესტან: დარეჯ: ჰქუიან: ქალსა: ქართულადცა: კულა: სპარსულად: თავშიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარად: დანასრულად:

1328. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მამავალი: წამ: ერთ: მოჴდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არმრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღმერთსა: მადლობს: ცნობა: სრული: არა: მთურალი:

1329. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: ჩემი: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოვიდა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყვანო: მათი: მომსპელ: ამწყუედელი:

1330. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

1331. ყმამან: ფრიდონის: მონანი: იჴმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1332. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არ: ნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულა: უფრო: გასაჴაფავი: თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1333. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავიხდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1334. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალმაქვს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფითა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: უსტარი: ჩემგან: ძმად: ნაფიცარისა:

აქა წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი:

1335. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მგზავსო: ძალგულად: მზეო: შუქ: მოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორი: შორ: სალამი: დავიყეფეო:

1336. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირ: ნახულისა: კარგად: მამიჴდა: საქმობა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქუესკნელს: დამარხულისა:

1337. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯთა: პატიმარია: მუნ: მისლვა: გვიჩანს: თამაშად: თუმცა: გზა: საომარია: ნარგისთად: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალაქს: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრამ: სპა: უამარია:

1338. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: მოგინდოს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: არ: თურემ: კაცმან: დაგიდგნას: ვეჭუ: კლდეცა: გაგილისდების:

1339. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრად: ა: იგი: მთვარე: ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1340. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხან: დაზმულია: მგზავსი: ყველაი: მგზავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1341. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახუია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაცა: ჴამდა: სრულად: მართვითა: გია: მან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1342. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მამიჴდა: მოყუსობა: მე: თქუენი: მესვიანაო: რაცა: მინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღმერთმან: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1343. მონახა: ჰპოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრამ: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულმწუხარისა: მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1344. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყუიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგვწვენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგუაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხენო: შენისა: ჴელითა: დამმარხველითა: