... (S-2829), 1688 წ.

1377. ვითა: გვმართებს: გახარება: პირველ: აგრე: გავიხარნეთ: მერმე: შევსხდეთ: გავემართნეთ: ქაჯეთისკენ: თავნი: ვარნეთ: ჴრმალნი: ჩვენნი: ვიწინამძღვრნეთ: მათნი: ზურგით: დავიყარნეთ: უჭირველნი: შემოვიქცეთ: იგი: მძორთა: დავადარნეთ:

1378. მერმე: ტარიელ: ამბავსა: ჰკითხავს: აღარა: ბნდებოდა: შეხედნის: თვალნი: აახუნის: შავ: თეთრი: ელვა: ჰკრთებოდა: მართ: ვითა: ლალსა: მზისაგან: მას: ფერი: ეზარდებოდა: ვინ: ღირსა: თუმცა: წყალობით: ცა: მიწყივ: მობრუნდებოდა:

1379. ავთანდილს: მადლი: უბრძანა: ქნა: უყო: საუბარისა: მე: შენი: ქება: ვითა: ვთქვა: ბრძენთაგან: საქებარისა: ვითა: ზე: მთისა: წყარომან: მომრწყე: ყვავილი: ბარისა: დამწყვიტე: დენა: ცრემლისა: ნარგისთა: ნაგუბარისა:

1380. მე: ვერა: გარდვიჴდი: ნაცვალსა: ღ~თი: გარდგიჴდის: ციერი: ზეგარდმო: მისით: შემოგზღოს: მუქაფა: ჩემმაგიერი: შესხდეს: და: შინა: წავიდეს: მათ: ლხინი: ჰქონდა: ძლიერი: აწ: გავეაძღო: სოფელმან: ასმათ: აქამდის: მშიერი:

1381. ქვაბისა: კარსა: ასმათი: მარტო: ზის: არ: ბარგოსანი: შეხედნა: იცნა: ტარიელ: თანა: ყმა: ჭარმაგოსანი: ორნივე: ტურფად: იმღერდეს: ვით: იადონი: მგოსანი: მაშინვე: იცნა: ავარდა: მოშლილი: პერანგოსანი:

1382. აქამდის: მიწყივ: ენახა: ქვაბს: მისულა: მოტირალისა: აწ: გაუკვირდა: დანახვა: სიცილით: მომღერალისა: ზარ: აღებული: ავარდა: ცნობა: უც: ვითა: მთურალისა: არ: იცის: სმენა: ამბისა: ჯერთ: მისგან: სასურვალისა:

1383. მათ: რა: ნახეს: შემოჰყივლეს: სიცილით: და: კბილთა: ჩენით: ჰე: ასმათო: მოგვივიდა: მოწყალება: ღ~თისა: ზენით: ვჰპოვეთ: მთვარე: დაკარგული: რაცა: გწადდა: იგი: ვქენით: აწ: გავჴედითო: ბედისაგან: ცეცხლთა: შრეტით: ჭირთა: ლხენით:

1384. ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: ასმათის: მოსახვეველად: მან: მიჰყო: ხელი: ალვასა: შტო: მოჰყვა: მოსარხეველად: ჴელსა: და: პირსა: აკოცებს: არის: ცრემლისა: მფრქვეველად: რა: სცანო: რა: ჰქენ: მიამბე: ვტირ: შენი: მოაჯე: ველად:

1385. ავთანდილ: ასმათს: უსტარი: მისცა: მისისა: ზრდილისა: ალვისა: შტო: დამჭნარისა: მთვარისა: ფერ: მიჴდილისა: უთხრა: თუ: ნახე: ნაწერი: მის: პატიჟ: გარდაჴდილისა: მზე: მოგვეახლა: მოგვეცა: ჩვენ: მოშორვება: ჩრდილისა:

1386. ასმათ: რა: ნახა: უსტარი: ცნა: მისი: დანაწერობა: გაჰკვირდა: ზარმან: აიღო: ათრთოლებს: ვითა: ხელობა: ტერფით: თხემამდის: გაუჴდა: მას: დიდი: საკვირველობა: იტყვის: რა: ვნახე: რა: მესმის: არსცა: ამისი: მრთელობა:

1387. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: ეგე: ამბავი: მრთელია: ლხინი: მოგვეცა: მოგვშორდა: ყოველი: ჭირი: ძნელია: მზე: მოგვეახლა: უკუნი: ჩვენთვის: აღარა: ბნელია: ბოროტსა: სძლია: კეთილმან: არსება: მისი: გრძელია:

1388. ინდოთ: მეფე: მხიარული: ასმათს: რასმე: უბრძანებდა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: სიხარული: ატირებდა: ვარდსა: ზედა: ყორნის: ბოლო: ნამსა: თხელსა: აპკურებდა: ღ~თი: კაცსა: არ: გასწირავს: თუცა: კაცი: შეიგებდა:

1389. ღ~თსა: მისცეს: დიდი: მადლი: თქვეს: გვიყოო: რაცა: სჯობდა: აწყა: ვცანით: უარესსა: პირი: თქვენი: არ: გაბრჭობდა: ინდოთ: მეფე: მხიარული: ჴელ: აპყრობით: ამას: ჴმობდა: ქვაბს: შევიდეს: მხიარული: ასმათ: რასმე: მასპინძლობდა:

1390. ტარიელ: ეტყვის: ავთანდილს: ისმინე: სიტყვა: ასები: გიამბობ: რასმე: ამბავსა: მოამბვედ: ნუ: გენასები: მე: ოდეს: ქვაბნი: წაუხვენ: დავჴოცე: დევთა: დასები: მას: აქათ: მათი: აქა: ძეს: საჭურჭლე: ძვირ: ნაფასები:

1391. მე: აგრე: არა: მინახავს: მართ: ვითა: არა: მდომია: მოდი: და: გავხსნათ: შევიგნეთ: საჭურჭლე: თუ: რა: ზომია: იამა: ადგეს: ორნივე: არცა: ქვე: ასმათ: მჯდომია: დალეწეს: კარი: ორმოცი: მათგან: არ: ზედა: ომია:

1392. ჰპოვეს: საჭურჭლე: უსახო: კვლა: უნახავი: თვალისა: მუნ: იდვა: რიყე: თვალისა: ჴელ: წმიდად: განათალისა: ჩნდის: მარგალიტი: ოდენი: ბურთისა: საბურთალისა: ვინმცა: ქნა: რიცხვი: ოქროსა: ინდაურისა: წითლისა:

1393. იგი: სახლი: ორმოცივე: შიგან: იყო: გატენილი: პოეს: ერთი: ზარადახანი: აბჯრისათვის: სახლად: ქნილი: მუნ: აბჯარი: ყოვლი: ფერი: ასრე: იდვა: ვითა: მწნილი: შიგან: ერთი: კიდობანი: დაბეჭდილი: არ: გახსნილი:

1394. ზედა: ეწერა: აქა: ძეს: აბჯარი: საკვირველიო: ჯაჭვ: მუზარადი: ალმასი: ჴმალი: ბასრისა: მჭრელიო: თუ: დევნი: ქაჯთა: შეებნენ: დღე: იყოს: იგი: ძნელიო: უმისჟამისოდ: ვინც: გახსნას: იყოს: მეფეთა: მკვლელიო:

1395. კიდობანი: ჰპოეს: გახსნეს: შიგ: აბჯარი: სამი: ტანი: რასაცა: ვით: შეიმოსენ: მეომარნი: სამნი: ყმანი: ჯაჭუი: ჴრმალი: მუზარადი: საბარკული: მათი: გვანი: ზურმუხტისა: ბუდებითა: იყვნეს: ვითა: ლუსკუმანი:

1396. თვითომან: თვითო: ჩაიცვეს: თავის: თავს: გამოსცდიდიან: ჯაჭუ: მუზარადსა: აბჯარი: მართ: ვერა: ვერ: დაჰკიდიან: რასაცა: ხმალი: დაჰკრიან: ვით: ბამბის: მკედსა: სჭრიდიან: მათ: უღირს: ყოვლად: ქვეყანად: შევატყევ: არ: გაჰყიდიან: