... (W-17), XVII ს.

1335. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტრისაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მამიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1336. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად სცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად შენთვის მოვჰკუდები გავჰხდები ყორანთა დასახივარად ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1337. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გარდმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცულოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1338. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკუეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოჴდილსა დაუშვენდა სისხო თმათა სიგრძე წვერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი

1339. ესე სიტყვა მართალია არ ჭრელად ად არ ხვასრულად ნესტანდარეჯ ჰქვიან ქალსა ქართულადცა კულავ სპარსულად თავშიშველი ყაყაცოსა ჰგავს თუ იყოს ვარდი სრულად ტარიელის გონებითა ალვა მჭკნარად დანასრულად

1340. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი წამერთ მიჰჴდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აბყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა სრული არა მთვრალი

1341. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუჴდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყვედელი

1342. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1343. ყმამან ფრიდონის მონანი იჴმო მასთანა ხლებულნი უბრძანა მკუდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი

1344. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი კულავ უფრო გასაჴაფავი თქუენ მოგცე ლარი ყუელაი მე ჩემი ნაალაფავი

1345. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქუენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუელაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1346. სახლი არ მახლავს არ ძალმიც გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მის მზისა პოვნისა

1347. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო ლომისა მზგავსო ძალგულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო

1348. ჭირნი ვნახენ და მოცამხუდა ნაცვალი ჭირ ნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მის ქუესკნელს დამარხულისა

1349. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1350. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აგცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1351. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნად აღარა მცალს პატიმრად ა იგი მთუარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეჴმარე

1352. ამა მონათა ჩემზედა გარდაუჴდელი გულია ამოდ მსახურეს თქუენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქუენთანა ხანდაზმულია მზგავსი ყველაი მზგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1353. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ჴამდა მუშაკმან სულითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან