... (H-461), XVIII ს.

1336. ვითაც჻ დაედვა჻ იმედი჻ თინათინს჻ მზისა჻ დაროსა჻ ებრძანა჻ შუქი჻ მთვარემან჻ სამ჻ წლამდი჻ სხვაგან჻ აროსა჻ მისნი჻ ვერ჻ მჭვრეტნი჻ ყვავილნი჻ დააზროს჻ დაამჭკნაროსა჻ მერმე჻ მოვიდეს჻ მნათობი჻ მნათობსა჻ შეეყაროსა჻

1337. უამბო჻ ყველა჻ არაბთა჻ სიდიდე჻ როსტევანისა჻ მეფობა჻ თინათინისა჻ მზეებრ჻ შუქ჻ მონავანისა჻ მართ჻ მიჯნურობა჻ თავისა჻ და჻ ჭირნი჻ ცეცხლთა჻ წვანისა჻ ან჻ ძებნა჻ ტარიელისა჻ და჻ პოვნა჻ გმირთა჻ გვანისა჻

1338. იმა჻ პირ჻ მზისა჻ სახელი჻ ნესტან჻ დარეჯან჻ ხმობილი჻ ინდოთ჻ მეფისა჻ ასული჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ლმობილი჻ ტარიელ჻ მისთვის჻ ხელ჻ ქმნილი჻ თვალთა჻ ცრემლ჻ გაუხმობილი.჻ მე჻ ძმა჻ ვარ჻ მისი჻ დღეთაგან჻ შენცა჻ იქნები჻ დობილი჻

1339. ქალსა჻ შენ჻ აქებ჻ გინახავ჻ და჻ მეტად჻ მოგწონებია჻ ტარიელ჻ სარო჻ პირად჻ მზე჻ ვინც჻ მოუთვალოს჻ ზნებია჻ იცოდე჻ მასთან჻ სხვა჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ სახსენებია჻ ვეჭვ჻ რომე჻ ვარგოთ჻ მე჻ და჻ შენ჻ თუ჻ ღმრთისა჻ ძალთა჻ ნებია჻

1340. ფატმან჻ შეწუხდა჻ მათისა჻ ამბისა჻ გაგონებული჻ ჰკადრა჻ თუ჻ მისსა჻ მიჯნურსა჻ გექნები჻ დაწუნებული჻ მე჻ თქვენი჻ ჭირი჻ ჭირად჻ მჩანს჻ ვით჻ გულსა჻ ცეცხლი჻ გზნებული჻ გავგზავნოთ჻ ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ამბავი჻ მოსურვებული჻

1341. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მისსა჻ რგებასა჻ უშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა჻ ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყველაი჻ ჩვენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა჻ ნუთუ჻ კვლავ჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა჻

1342. მამგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული჻ ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყველაი჻ ამბავი჻ ჩვენგან჻ ცნეული჻ მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მისი჻ გამორჩეული჻ ღმერთმან჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩვენგან჻ ძლეული჻

1343. ფატმან჻ თქუა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მამხუდეს჻ მორანი჻ დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავი჻ უკვდავებისა჻ სწორანი჻ მოგვარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი჻ უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი჻

1344. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴმრობა჻ ჩემთვის჻ შენისა჻ გრძნებისა჻ ფიცხლად჻ დამივსე჻ საჴუმილი჻ მაგა჻ შენისა჻ გრძნებითა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განჰკურნებისა჻ მან჻ უთხრა჻ ხვალვე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა჻

აქა წიგნი ფატმანისა ნესტან დარელანის წინაშე და ტარიელის ამბავი჻

1345. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მთვარეო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო჻ შენთა჻ შორსმყოფთა჻ ყოველთა჻ დამწველო჻ ამაზრზენაო჻ სიტყვა჻ მჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო჻ ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კვლავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო჻

1346. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე჻ მე჻ ეგრეცა჻ ვცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ შენთვის჻ ველიე შენთვის჻ ხელ჻ ქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბითა჻ მოალხენიე჻ ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდეს჻ შენ჻ იე჻

1347. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმად჻ შეფიცებული჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთ჻ შიგან჻ ქებული჻ სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერ჻ ვისგან჻ დაწუნებული჻ შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული჻

1348. ჩვენ჻ ამისთვის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქვენსა჻ წინა჻ ვცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანმცა჻ ქაჯნი჻ შინა჻ მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წურილად჻ გვინა჻ ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა჻

1349. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგვიწერე჻ გაამჟღავნე჻ მერმე჻ შენსა჻ საყვარელსა჻ ნიშანი჻ რა჻ გაუგზავნე჻ შენი჻ ყველა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე჻ ღმერთსა჻ უნდეს჻ მოყვარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე჻

1350. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ჴელოვანსა჻ ესე჻ წიგნი჻ მიართვიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგვანსა჻ მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანის჻ ბანსა჻

1351. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდ჻ ფიცხელისა჻ რა჻ ქაჯეთს჻ შეჴდა჻ ქნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდ჻ ბანდი჻ ბნელისა჻ უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა჻

1352. ციხისა჻ კარნი჻ დაჴშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი჻ შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმა჻ გრუზი჻ ტანნაბდიანი჻ იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი჻ ვარდი჻ შესცვალა჻ ზაფრანად჻ ლაჟვარდის჻ ფერად.....჻

1353. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები჻ მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისი჻ თქვენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები჻ ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუვილად჻ გეუბნები჻ მზისა჻ შუქნი჻ მოისწრაფენ჻ ვარდი჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭკნები჻

1354. პირმზე჻ გაჰკვირდა჻ ფატმანის჻ ამბითა჻ საკვირველითა჻ ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა჻ მან჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ჴელითა჻ იკითხავს჻ სულთქვამს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა჻