... (H-599), 1646 წ.

1327. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: გაღანამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: გამინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკვდილიმცა: მქონდა: ტკბილი:

1328. მე: სიკვდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგვედრებ: რადგან: სულსა: მაგრა: შენი: სიყვარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მომეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა: ნურცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყვარულსა:

1329. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შევიწრებულსა: ყოვლგნით: ხელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მომიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1330. აჰა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: შენთვის: მოვკვდები: გავხდები: ყორანთა: დასახივარად: ვირე: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1331. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკვეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცვლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ჩვენზედა: ბორბალი: ცისა: შვიდისა:

1332. ესე: წიგნი: საყვარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაკვეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი: თავმოხდილსა: დაუშვენდა: სისხო: თმათა: სიგრძე: წვერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

1333. ესე: სიტყვა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხვასრულად: ნესტან: დარეჯ: ჰქვიან: ქალსა: ქართულადცა: კვლა: სპარსულად: თავ: მოხდილი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: ვარდი: იყო: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარად: დანასრულად:

1334. ყმამან: უთხრა: არსთა: მზე: ხარ: ქვეყანისა: არეული: მუშკ: ამბარი: ლალგიშერი: მარგალიტი: თან: რეული: იაგუნდი: ცისკრის: ვარდი: პირ: გავსილი: მთვარეული: მოიცადე: წამ: ერთ: მოვა: ღ~თის: წყალობა: ადრეული:

1335. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამერთ: მიხდა: ფატმანისსა: დღე: იარა: არმრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ხელაპყრობით: ღმერთსა: მადლობს: ცნობა: სრული: არა: მთრვალი:

1336. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუხდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყვანო: მათი: მომსპობა: მწყვედელი:

1337. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

1338. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უხმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკვდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გაახლებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გვიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1339. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არნაცქაფავი: მე: ვერა: ვნახავ: უამბეთ: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გაახაფოს: ხმა: ხაფი: კვლა: უფრო: გასახაფავი: თქვენ: მოგცე: ლარი: ყველაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1340. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქვენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავიხდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყველაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1341. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალმაქვს: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: უსტარი: ჩემგან: ძმადნაფიცარისა:

წიგნი ავთანდილისა ფრიდონს წინაშე:

1342. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მგზავსო: ძალ: გულად: მზეო: შუქმოიეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორიშორ: სალამი: დავიყეფეო:

1343. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხვდა: ნაცვალი: ჭირნახულისა: კარგა: მოხდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქვესკნელს: დამარხულისა:

1344. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთათ: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

1345. გულმხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მმილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: არ: თურე: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭვ: კლდეცა: გაგილბილდების: