... (S-4499), XVII ს.

1307. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: აწ: ესე: ჩემთვის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია: თუმცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მგზავსად: შავნია:

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთანა:

1308. აწ: საყვარელსა: მიუწერს: გულამოსკუნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: სამეფო: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭვირვალი:

1309. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: ჩენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აეშვები: აწ: ები:

1310. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1311. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყვარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: ხვაშიადი: გონებამან: დაფარულმან:

1312. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქუა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღმერთსა: მონე: ჩემი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1313. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მამიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთვის: დადაგული: სად: ვზი: მზრდელი: სიყუარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

1314. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღმერთიმცა: მას: ეტერების: აწ: კულა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1315. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მომისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალგვართა: კულავცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გვიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგუემართა:

1316. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწუდებიან: გზა: გვირაბითაკენ: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1317. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნურცა: მე: მომკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კუესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: ქუისაგან: უმაგრესითა:

1318. ღმერთსა: შემვედრე: ნუთუ: კულავ: დამხსნას: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: აერთა: თანა: ძრომასა: მამცეს: ფრთენი: და: ავფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვნატრიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

1319. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: სთქუა: სხუათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

1320. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხუდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: ვერვის: მიხუდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქავ: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მამხუდენ: ნუთუ: ფრთენი:

1321. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: გაღანამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: გამინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდა: ტკბილი:

1322. მე: სიკუდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგვედრებ: რადგან: სულსა: მაგრამ: შენი: სიყუარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მამეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა: ნურცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: შენთვის: დაკარგულსა:

1323. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მამიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1324. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმარს: საჩივარად: სცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად: შენთვის: მოვკუდები: გავხდები: ყორანთა: დასახივარად: ვირემ: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1325. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკვეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ჩვენზედა: ბორბალი: ცისა: შვიდისა: