... (S-2829), 1688 წ.

1357. ქვაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თქვა: იგი: კლდენია: სადა: ზის: ჩემი: ძმად: ფიცი: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია: ღირს: ვარმცა: ვნახო: პირის: პირ: უამბო: რაცა: მსმენია: არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია:

1358. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა: მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა: სჯობს: თუ: შამბ: შამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა: ესე: თქვა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა:

1359. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა: მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: შვენიერითა: ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა: შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴრმლითა: მომახულითა:

1360. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴრმალსა: სისხლი: სცხებოდა: შამბისა: პირსა: ქვეითი: დგა: ცხენი: არა: ხლებოდა: ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა: შეხედნა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა:

1361. ჴრმალი: გასტყორცა: გაიქცა: მიმართა: მისსა: ძმობილსა: ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა: მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელ: გარდაჭდობილსა: ჴმა: შაქრის: ფერად: გაუჴდის: ვარდსა: ხშირ: ხშირად: პობილსა:

1362. ტარიელ: მოთქვა: ტირილით: სიტყვა: ნატიფი: მჭევრები: სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები: ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები: რათგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: ბევრები:

1363. ტარიელ: ტირს: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა: გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: ეტყოდა: ვსცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა: აწ: გაახლდების: ყვავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა:

1364. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მლხენია: ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია: სხვად: ნუ: ყოს: ღ~თნ: წამალი: არცა: რა: მოგისმენია: კაცმამცა: სოფელს: ვით: პოოს: რაცა: რა: საქმე: ზენია:

1365. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა: მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა: გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა: რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა:

1366. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან: სულნი: გაიქცნეს: მოდრიკნა: თავი: გიშრისა: ტალამან: მისნი: ვერ: გასძლნეს: ხსენება: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან:

1367. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა: ყორანსა: გაგლეჯს: ხშირ: ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერია: გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა: მუნით: წყარონი: გამოჰხდეს: ძოწსა: ვამსგავსე: ფერია:

1368. ავთანდილ: უჭურეტს: ტარიელს: უსულოდ: ქვე: მდებარესა: შეფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა: ვერა: ვერ: არგო: დამწვარსა: გვანდა: ცეცხლ: ნადებარსა: მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მართ: მისი: მიებარესა:

1369. პირსა: იხოკს: ღაწვთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭურეტსა: რაცა: ვქენო: არ: უქმნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა: წყალი: სწრაფით: რად: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა: ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა:

1370. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყვარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა: თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა: ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა: თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა:

1371. უცნობო: ქნილი: ტარიელ: ძეს: მგზავსად: ნატუსალისად: ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად: მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქვს: სავსებლად: ალისად: მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად:

1372. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა: ტარიელ: შეჰკრთა: შეიძრა: რაზმი: ინდოთა: ტომისა: თვალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა: ლურჯათ: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა:

1373. ზამთარი: ვარდთა: დააზრობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან: ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწვავს: გვალვასა: ჩივიან: მაგრა: მაზედა: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ჰყივიან: სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან:

1374. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია: ჭირსა: და: ლხინსა: ორსავე: ზედა: მართ: ვითა: ხელია: მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია: იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია:

1375. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კვლაცა: მკვლელისა: მისისა: იკითხავს: თუცა: ახელებს: კითხვა: წიგნისა: მისისა: დაუყვის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა: ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყვისა: მქისისა:

1376. იტყვის: თუ: ნაქმრად: არ: ვარგა: კაცისა: გასწავლილისა: აწ: რადღა: გუმართებს: ტირილი: ჴამს: დავსხდეთჩვენ: ღიმილისა: ადეგ: წავიდეთ: საძებრად: მის: მზისა: წაჴდომილისა: ადრე: მიგიყვან: მიყვანა: ჴამს: შენგან: მონდომილისა: