... (W-17), XVII ს.

1316. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქუიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1317. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშურალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია მაგრამ მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ბრალია

1318. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთუალე

1319. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკვდარსა ვნახავ მოვკუდები მე სიკუდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვითა ყორითა

1320. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა თავის საყვარელთან მიწერილი

1321. აწ საყვარელსა მიუწერს გულ ამოსკუნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

1322. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები ტანი კალმად მაქუს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აეჴსნები აწ ები

1323. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქმნელია რაზომცა ნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ძნელია

1324. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე ჩემი მეთქუა გარდასწყვიტე სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე ჩემი ყველა აქანამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1325. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მამიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად ვზი მზრდელი სიყუარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1326. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშურების მოსმენით არვისგან დაიჯერების ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მას ეტერების აწ აქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების

1327. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა კულავცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა ბედმან გუიყო ყველაკაი ჩემო რაცა დაგუემართა

1328. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მუნ ზედა დგებიან დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ მართ ცეცხლად მოედებიან

1329. ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა ნურცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაცა უმაგრესითა

1330. შენ საყუარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა არმადმცა სიცოცხლე უშენოდ ვარ აქამდისცა ნანითა ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა

1331. შენმან მზემან უშენოსა ვერვის მიხვდეს მთვარე შენი შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი აქათ თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი სული ჩემი შეივედრე ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი

1332. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულა დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1333. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი განაღამცა მას იახელ მისი ეტლი არ თუ წბილი მუნა გნახო მასვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკუდილიმცა მქონდა ტკბილი

1334. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრამ შენი სიყუარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მამეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნურცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყუარულსა