... (H-461), XVIII ს.

1316. იქმენ჻ რასმე჻ საკვირველსა჻ მტერსა჻ თვალთა჻ დაუბრმობენ჻ ქართა჻ აღუძვრენ჻ საშინელთა჻ ნავსა჻ ზღვა჻ ზღვა჻ დაამხობენ჻ ვითა჻ ჴმელსა჻ გაირბენენ჻ წყალსა჻ წმიდად჻ დააშრობენ჻ სწადდეს჻ დღესა჻ ბნელად჻ იქმენ჻ სწადდეს჻ ბნელსა჻ ანათობენ჻

1317. ამისთვის჻ ქაჯად჻ უხმობენ჻ გარეშემონი჻ ყველანი჻ თვარე჻ იგიცა჻ კაცნია჻ ჩვენებრვე჻ ჴორციელანი჻ ავთანდილ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ცეცხლნი჻ დამივსენ჻ ცხელანი჻ დიდად჻ მიამა჻ ამბავნი჻ სიტყვანი჻ აწინდელანი჻

1318. გულითა჻ ღმერთსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი჻ თქვა჻ ღ~თო჻ გმადლობ჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი჻ ყოფილი჻ მყოფი჻ უთქუმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი჻ წყალობა჻ შენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩვენი჻ გარ჻ მომფენელი჻

1319. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ღმერთსა჻ ცრემლით჻ ადიდებდა჻ ფატმან჻ ეჭუდა჻ თავისათვის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კვლავ჻ იდებდა჻ ყმა჻ ნამუსსა჻ ინახევდა჻ სიყვარულსა჻ იფერებდა჻ ფატმან჻ ყელსა჻ ეხუეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა჻

1320. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა჻ ყმა჻ უნდო჻ გვარად჻ ეხვევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა჻ ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა჻ გული჻ მჴეც჻ ქმნილი჻ გასჭრია჻ მჴეცთავე჻ თანა჻ რბოლითა჻

1321. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ სწვავს჻ დენად჻ სისხლ჻ ნართავისად჻ შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავისად჻ იტყვის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნო჻ იგი჻ ვინ჻ ვარდია჻ ვისად჻ უმისოდ჻ ნეხუთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მგზავსად჻ ყვავისად჻

1322. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქვათაცა჻ დასალბონია჻ გიშრისა჻ ტევრსა჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია჻ ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია჻ თუ჻ ყვავი჻ ვარდთა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია჻

1323. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქ჻ ნაკიდები჻ დიაცმან჻ უძღუნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები჻ მრავალი჻ ფერი჻ სურნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები჻ რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ რად჻ ვისმცა჻ მოერიდები჻

1324. ავთანდილ჻ თქვა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა჻ სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა჻ მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა჻ მოემატა჻ დაშვენება჻ დაემგზავსა჻ ლომი჻ მზესა჻

1325. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწვეველად჻ ყმა჻ შევიდა჻ მხიარულად჻ მოცინარად჻ არ჻ პირბნელად჻ ფატმან჻ ნახა჻ გაუკვირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად჻ შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთვის჻ ხელთა჻ სასურველად჻

1326. ფატმან჻ მისსა჻ შუენებასა჻ მეტისმეტად჻ ჰკვირდებოდა჻ მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავისწინა჻ ღიმდებოდა჻ შეეტყობის჻ არ჻ მიცნობსო჻ ეგრე჻ ვითა჻ ყოვნდებოდა჻ თუცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგვანდებოდა჻

1327. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა჻ ღვინო჻ სმული჻ მხიარული჻ დაწვა჻ ამოდ჻ დაიძინა჻ საღამოჟამს჻ გაიღუიძნა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა჻ ფატმან჻ უჴმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავისწინა჻

1328. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ჴმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა჻ იტყოდა჻ მამკლავს჻ უთუოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მოხისა჻ გუერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა჻ ბაღსა჻ ვარდსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა჻

1329. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია჻ დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გველ჻ ნაკბენია჻ მაგრა჻ აქამდის჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია჻ ჩემნი჻ მომკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია჻

1330. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა჻ მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა჻ თავადი჻ დიდთა჻ ლაშქართა჻ მათისა჻ შესაგუანისა჻ მაქუს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ მგზავსი჻ ხანისა჻

1331. შენ჻ გიცან჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი჻ მათ჻ უზის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი჻ იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი჻ მან჻ გამომგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი჻

1332. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად჻ მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისად჻ მისთვის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერ჻ გამკრთალი჻ სად჻ გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად჻

1333. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა჻ ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერთ჻ შენგან჻ უნახავისა჻ ღონე჻ წამწმისა჻ ხშირისა჻ ყორნის჻ ფრთებ჻ საფუშავისა჻

1334. ფატმან჻ უთხრა჻ არ჻ ვიცოდი჻ პირველ჻ შენი჻ ცეცხლთა჻ დება჻ მაგრამ჻ ავად჻ არ჻ მოგიხდა჻ ჩემი჻ ხელის჻ შემოდება჻ ჩვენ჻ მზე჻ ვჰპოვეთ჻ დაკარგული჻ მაზედ჻ ვჰქენით჻ ვალისდება჻ ღმერთმან჻ ადრე჻ მას჻ შეგყაროს჻ ვისგანაც჻ გაქვს჻ გულის჻ დება჻

1335. ავთანდილ჻ თავი჻ დადრიკა჻ სიცილით჻ მოლიზღარემა჻ ფატმან჻ ჰრქვა჻ ჩემთვის჻ დაგბადა჻ ტურფამან჻ არე჻ მარემა჻ შენგან჻ გამოჩნდა჻ ნათელი჻ შუქნი჻ მოჰფინა჻ მთვარემა჻ ესე჻ ყველაი჻ უსტარმან჻ ქნა჻ ჩემმა჻ შესაწყნარემა჻