... (H-599), 1646 წ.

1308. პირმზე: ვჰწერ: აჰა: ხათუნო: დედისა: მჯობო: დედაო: მისგან: ტყვექმნილსა: სოფელმან: რა: მიყო: ამას: ხედაო: მე: გლახ: მათ: ჩემთა: პატიჯთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო: აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო:

1309. შენ: ორთა: დამხსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: აქა: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მომიხდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები:

1310. სხვად: ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: არ: მოსრულა: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრამ: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქვიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე:

1311. ვინცაღა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშვრალია: იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: სწვავს: ცეცხლებრ: ალია: მაგრა: მას: ვჰნატრი: უნახავს: ამად: მზე: არ: დამზრალია: უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია:

1312. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: დავაკრძალე: გეხვეწები: საყვარელსა: შემახვეწე: შემაბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთვალე:

1313. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მომკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკვდარსა: ვნახავ: მოვკვდები: მე: სიკვდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქვისა: ყორითა:

1314. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ჩემთვის: მის: გამო: ესეა: ტურფანი: სანახავნია: თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მგზავსად: შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა:

1315. აწ: საყვარელსა: მიუწერს: გულამოსკვნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დალამის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: საბრალო: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭვირვალი:

1316. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქვს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: ეგ: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: დაბმულხარ: გულო: შავგულო: ნუ: აეხსნები: აწ: ები:

1317. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქმნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1318. ხედავ: ჩემო: ვით: გაგვყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყვარელი: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: ხვაშიადი: გონებამან: დაფარულმან:

1319. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: მეთქვა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღმერთსა: ვმონე: ჩემი: ყველა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1320. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ასრე: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მომიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთვის: დაკარგული: სად: ვზრდი: მზრდელი: სიყვარულისა: მის: ჩემგან: დანერგულისად:

1321. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშვრების: მსმენელთა: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღმერთიმცა: მას: ეტერების: აწ: კვლა: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1322. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მომიმართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალგვართა: ბედმან: გვიყო: ყველაკაი: ჩემო: რაცა: დაგვემართა კვლაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა:

1323. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწვდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მაზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დახოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1324. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მომკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკვდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კვესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაცა: უმაგრესითა:

1325. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხვდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: არვის: მიხვდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქათ: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მომხვდენ: ნუთუ: ფრთენი:

1326. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კვლა: დამხსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: აერთა: თანა: ძრომასა: მომცეს: ფრთენი: და: აღვფრინდე: მივხვდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა: