... (S-4499), XVII ს.

1288. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენსა: ამბავთა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული:

1289. ჩვენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: თქვენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: წურილად: გვინა: ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

1290. რაცა: იცი: მანდაური: მოგვიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყუარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღმერთსა: უნდეს: მოყუარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

1291. ფატმან: მისცა: დაწერილი: მას: გრძნეულსა: ჴელოვანსა: ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა: მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედა: ტანსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა:

1292. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ: ფიცხელისა: რა: ქაჯეთს: შეჰჴდა: ქნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა: უჩინოდ: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა: მას: მზესა: ჰკადრა: ამბავი: მისისა: სასურველისა:

1293. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი: შევიდა: ზანგი: პირშავი: თმა: გრძელი: ტან: ნაბდიანი: იგი: მზე: შეკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი: ვარდი: შესცვალა: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერად: იანი:

1294. ზანგმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: აგრე: რად: დაბნდები: მე: ვარ: მონა: ფატმანისი: თქუენს: წინაშე: ნამგზავრები: ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუილად: გეუბნები: მზისა: შუქნი: მოისწრაფენ: ვარდო: ადრე: ნუ: დასჭნები:

1295. შუენებითა: არსთა: მზე: ხარ: ქუეყანისა: არეული: ბროლ: ბალახში: ძოწ: გიშერი: პირგავსილი: მთვარეული: ალვის: ნორჩი: ცისკრის: ვარდი: მუშკ: სულნელი: აბრეული: ნუ: დასჭკნები: წამერთ: მოვა: ღ~თის: წყალობა: ადრეული:

1296. პირმზე: გაჰკვირდა: ფატმანის: ამბვითა: საკუირველითა: ვარდნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა: მას: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ჴელითა: იკითხავს: სულთქვამს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა:

1297. მონასა: ჰკითხა: ამბავი: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი: ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედან: მტკეპნელი: მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცოდნელი: რა: წამოსრულ: ხარ: მას: აქათ: შენგან: ჩვენია: მზე: ბნელი:

1298. ფატმანის: გული: მას: აქათ: ლახვართა: შენახევია: მას: რომე: ცრემლი: სდენია: ზღვათაცა: შენართევია: კიდევე: თქუენი: ამბავი: კვლავ: ჩემგან: მოხსენებია: ღმერთსა: ვიმოწმებ: ტირილი: აროდეს: დაგდუმებია:

1299. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა: მან: უთხრა: წურილად: ყველაი: თქუენ: ხართ: რათაცა: ჭირითა: იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა: მე: გამომგზავნეს: დამვედრეს: სწრაფითა: მეტად: ხშირითა:

1300. ქალმან: უთხრა: მენიშნების: ყმაო: შენი: ნაუბარი: ფატმან: ჩემი: არ: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი: უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მამდებარი: მე: მიუწერ: შენცა: ჰკადრე: ვარ: ვითამცა: გულმდუღარი:

აქა წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმან ხათუნთან მოწერილი:

1301. პირმზე: ვსწერ: აჰა: ხათუნო: დედისა: მჯობო: დედაო: მისგან: ტყუექმნილსა: სოფელმან: რა: მიყო: ამას: ხედაო: მე: გლახ: მას: ჩემთა: პატიჯთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო: აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო:

1302. შენ: ორთა: დამჴსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: აქა: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანაჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მამიჴდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები:

1303. სხვა: ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: არ: არის: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრამ: ქაჯნი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქუიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე:

1304. ვინცაღა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშურალია: იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: სწვავს: ცეცხლებრ: ალია: მაგრა: მას: ვნატრი: უნახავს: მზე: ამად: არ: დამზრალია: უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია:

1305. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: გავაკრძალე: გეაჯები: საყუარელსა: შემახვეწე: შემაბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთუალე:

1306. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მამკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკუდარსა: ვნახავ: მოვკუდები: მე: სიკუდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქუისა: ყორითა: