... (S-2829), 1688 წ.

1337. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი: დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი: წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსულა: შარშანდელი: ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყვანო: მათი: ამწყვეტ: მომსპობელი:

1338. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების: მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების: ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: რაზომცა: ხელდების: თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისლვა: გაგიძნელდების:

1339. ყმამან: ფრიდონის: მონანი: იჴმნა: მასთანა: ხლებულნი: უბრძანა: მკვდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი: რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გახალრებულნი: ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენნე: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი:

1340. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არ: ნასწრაფავი: მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფავი: მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კვლა: უფრო: განაჴაფავი: თქვენ: მოგცე: ლარი: ყველაი: მე: ჩემი: ნაალაფავი:

1341. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქვენგან: დანადები: მადლსა: სხვაებრ: გარდავიჴდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები: აწ: წაიღეთ: ყველაკაი: მეკობრეთა: წანაღები: ამის: მეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები:

1342. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალ: მიც: გაცემა: საბოძვარისა: მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ჯარისა: უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა: ფრიდონს: მიართვით: ამბავი: ჩემგან: ძმად: ნაფიცარისა:

1343. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე: სრულო: მეფეთ: მეფეო: ლომისა: მგზავსო: ძალ: გულად: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო: მოვლენილო: და: მორჭმულო: მზეო: შუქ: მოიეფეო: უმცროსმან: ძმამან: შორი: შორ: სალამი: დავიყეფეო:

1344. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირ: ნახულისა: კარგა: მოჰჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა: მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა: დამარჩენელი: ლომისა: მის: ქვესკნელს: დამარხულისა:

1345. იგი: მზე: ქაჯთა: მეფესა: ჰყავს: ქაჯეთს: პატიმარია: მუნ: მისლვა: მიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია: ნარგისთათ: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია: ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია:

1346. გულ: მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მმილდების: სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: მუნ: ძნელი: გაადვილდების: რაცა: გეწადოს: უცილოდ: იქთ: იგი: არ: აგცილდების: ართურე: კაცმან: დაგიდგნა: ვეჭუ: კლდეცა: გაგიცვინდების:

1347. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე: გზა: გზა: ყოვნა: აღარა: მცალს: პატიმრად: ა: იგი: მთვარე: ადრე: გნახავთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე: ამის: მეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე:

1348. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია: ამოდ: მსახურეს: თქვენიმცა: გული: ამათთვის: სრულია: ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქვენთანა: ხან: დაზმულია: მგზავსი: ყველაი: მგზავსსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია:

1349. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაცახვია: მან: მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: ვითა: იამან: შესთვალა: ზეპირ: რაც: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: გიამან: მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან:

1350. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხარ: განაო: კარგად: მომიჴდა: მოყვსობა: მე: თქვენი: მესვიანაო: რაცა: მინდოდა: ყველაი: ვქენ: ღ~თნ: მაგულვანაო: აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო:

1351. მონახა: ჰპოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა: გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა: მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მდუღარისა: მისთა: მჭურეტელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა:

1352. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: ცრემლითა: ცხელითა: იტყვიან: მზეო: რა: გვიყავ: დაგუწუენ: ცეცხლითა: მწველითა: რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა: დაცაგუმარხეო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა:

1353. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რათმე: ნავითა: პირ: მხიარული: აცორვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა: მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა: ჴელ: აპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა:

1354. მოწურვილ: იყო: ზაფხული: ქვეყნით: ამოსლვა: მწვანისა: ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა: ეტლის: ცვალება: მზისა: და: შეჯდომა: სარათანისა: სულთქნა: რა: ნახა: ყვავილი: მან: უნახავმან: ხანისა:

1355. აგრგვინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა: ვარდთა: აკოცა: ბაგითა: მის: ვარდისავე: დარითა: უბრძანა: გიჭურეტ: თვალითა: გულ: ტკბილად: შემხედვარითა: მისად: სანაცვლოდ: მოვილხენ: თქვენთანა: საუბარითა:

1356. რა: მოეგონის: მოყვარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი: ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი: უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი: სადაცა: ნახის: დახოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი: