... (W-17), XVII ს.

1298. ფატმან თქუა ღმერთსა დიდება საქმენი მამხუდეს მორანი დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი მოჰგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1299. აწ გამოჩნდების საჴრობა ჩემთუის შენისა გრძნებისა ფიცხლად დამივსე საჴმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას ზედა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხუალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე ტარიელის ამბავი

1300. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყუა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კულავ ერთგან შენათხზენაო

1301. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა შენთვის ველიე შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1302. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავთა ლაღი ბრძნად გაგონებული

1303. ჩუენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქუენსა წინა ვსცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1304. რაცა იცი მანდაური მოგუიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყუარელსა ნიშანი რა გაუგზავნე შენი ყუელა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღ~თსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1305. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1306. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰჴდა ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა

1307. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირშავი თმაგრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი ვარდი შესცვალა ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი

1308. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქი მოისწრაფენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1309. პირმზე გაჰკუირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა იკითხავს სულთქვამს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა

1310. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწათა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულ ხარ მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი

1311. ფატმანის წადება მას აქათ ლახვართა შენახევია მას რომე ცრემლი სდენია ზღვათაცა შენართევია კიდევე თქუენი ამბავი მისთვის კვლაც მიმირთმევია ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1312. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყუელაი თქუენ ხართ რათაცა ჭირითა იგია თქენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა

1313. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთანა ქაჯთა ამბავსა

1314. პირმზე ვჰწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხვაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1315. შენ ორთა დამჴსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები