... (H-461), XVIII ს.

1296. უჭურიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა჻ მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა჻ ძვირძვირად჻ გვეუბნებოდა჻ სიტყვასა჻ რასმე჻ წყნარებსა჻ კბილთაგან჻ ელვა჻ შეადგის჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა჻

1297. კვლავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილმოუბრითა჻ ენითა჻ არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩვენ჻ ესე჻ შევიგენითა჻ როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გვერდსცა჻ წაუდგა჻ ცხენითა჻ აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელითა჻ ჩვენითა჻

1298. კვლავ჻ ვჰკადრეთ჻ გვითხარ჻ მართალი჻ საქმე჻ შენ჻ მზებრ჻ ნათელისა჻ ვისი჻ ხარ჻ ვინ჻ ხარ჻ სით჻ მოხვალ჻ მანათობელი჻ ბნელისა჻ მან჻ არა჻ გვითხრა჻ გაუშვა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ ცხელისა჻ რა჻ საბრალოა჻ გავსილი჻ მთვარე჻ ჩანთქმული჻ გველისა჻

1299. არცარა჻ ცხადივ჻ ამბავი჻ არცარა჻ დასამალავი჻ არა჻ არ჻ გვითხრა჻ ვინ჻ იყო჻ ან჻ ვისგან჻ ნამუხთალავი჻ ქუშ჻ ქუშად჻ გვეუბნებოდა჻ კუშტი჻ თავისა჻ მკრძალავი჻ ვითა჻ ასპიტი჻ მჭურეტელთა჻ მისთა჻ თვალითა჻ მლალავი჻

1300. როშაქ჻ გვიბრძანა჻ ნუ჻ ჰკითხავთ჻ აწ჻ თურე჻ არ჻ სათქმელია჻ ამისა჻ საქმე჻ უცხოა჻ საამბობლადცა჻ ძნელია჻ ბედი჻ მეფისა჻ ჩვენისა჻ არსთაგან჻ სანატრელია჻ მით჻ რომე჻ ღ~თი჻ მას჻ მისცემს჻ რაც჻ უფრო჻ საკვირველია჻

1301. ესე჻ ღ~თსა჻ მისაგვრელად჻ მისად჻ ჩვენთვის჻ მოუცდია჻ მიუტანოთ჻ არმაღანად჻ დაგვიმადლებს჻ მეტად჻ დია჻ თუ჻ დავმალავთ჻ გავმჟღავნდებით჻ მეფე჻ ჩვენი჻ ამაყია჻ პირველ჻ მათი჻ შეცოდება჻ მერმე჻ დიდი჻ აუგია჻

1302. მივემოწმენით჻ თათბირნი჻ არ჻ კიდე჻ გავაკიდენით჻ დავბრუნდით჻ ქაჯეთს჻ მივმართეთ჻ მას჻ წინა჻ მოვეკიდენით჻ არცა჻ რა჻ ვჰკითხეთ჻ მშვიდობით჻ არცა჻ თუ჻ წავეკიდენით჻ იგი჻ ტირს჻ ღაწუსა჻ გულმწუხრად჻ ჩარცხის჻ ცრემლისა჻ კი჻ დენით჻

1303. მე჻ როშაქს჻ ვჰკადრე჻ გამიშვი჻ კულა჻ ადრე჻ თქვენი჻ მხლებელი჻ აწ჻ გულანშაროს჻ ქალაქსა჻ ვარ჻ საქმის჻ რასმე჻ მდებელი჻ მან჻ გამომიშვა჻ აქ჻ სადმე჻ ლარი჻ მიც჻ წასაღებელი჻ თანა჻ წავიტან჻ წაცავალ჻ მე჻ მათი჻ ზედამსწრებელი჻

1304. მათ჻ კაცთა჻ დიდად჻ იამა჻ ესე჻ ამბავი჻ მონისა჻ მე჻ გავიგონე჻ შემოშრა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ფონისა჻ მენიშნა჻ ყოვლი჻ ნიშანი჻ ვიცან჻ ჩემისა჻ ღონისა჻ ცოტაი჻ ლხინი჻ მამეცა჻ მგზავსი჻ დრამისა჻ წონისა჻

1305. მოვიყვანე჻ იგი჻ მონა჻ ახლოს჻ დავსვი჻ ჩემსა჻ წინა჻ ვჰკითხე჻ მითხარ჻ რას჻ იტყოდი჻ გაგონება჻ მეცა჻ მინა჻ მან჻ იგივე჻ კვლავ჻ მიანბო჻ რაცა჻ მუნით჻ მომესმინა჻ მან჻ ამბავმან჻ გამაცოცხლა჻ სულ჻ მობრძავი჻ დამარჩინა჻

1306. მე჻ ორნი჻ შავნი჻ მონანი჻ მყვანან჻ სავსენი჻ გრძნებითა჻ უჩინოდ჻ მივლენ჻ წამოვლენ჻ მათითა჻ ჴელოვნებითა჻ მოვასხი჻ ქაჯეთს჻ გავგზავნენ჻ ვარქვი჻ თუ჻ ნუ჻ დასდგებითა჻ მაცნობეთ჻ მისი჻ ამბავი჻ თქვენითა჻ მოქმედებითა჻

1307. მას჻ დღე჻ მოვიდა჻ მიამბეს჻ ფიცხლა჻ ებიჯა჻ გზისადა჻ მიუგურიაო჻ მეფისა჻ ზღვას჻ იქით჻ წამავლისადა჻ ვერვის჻ შეუდგმან჻ საჭურეტად჻ თვალნი჻ მართ჻ ვითა჻ მზისადა჻ ქვე჻ დაუწინდავს჻ საცოლედ჻ როსან჻ ცოტასა჻ ყმისადა჻

1308. როსანს჻ შევრთოთო჻ დულარდუხტს჻ მეფესა჻ უბრძანებია჻ ჯერ჻ ქორწილობად჻ არა჻ მცალს჻ აწ჻ გული჻ ცეცხლნადებია჻ შემოვბრუნდები჻ შევისძლობ჻ ვინ჻ ცისა჻ მზედ჻ ნაქებია ციხეს჻ დაუსვამს჻ ხადუმი჻ ერთაი჻ უახლებია჻

1309. ყოვლი჻ მცოდნელი჻ გრძნებისა჻ მას჻ თანა჻ წაუტანია჻ მით჻ რომე჻ გზაა჻ საჭირო჻ მტერნი჻ საომრად჻ მზანია჻ ქვე჻ დაუყრია჻ მოყმები჻ ვინც჻ უფრო჻ გულოვანია჻ დაეყოვნების჻ წასრულა჻ ჯერთო჻ ცოტაი჻ ხანია჻

1310. ქაჯთა჻ ქალაქი჻ აქამდის჻ მტერთაგან჻ უბრძოლველია჻ ქალაქსა჻ შიგან჻ მაგარი჻ კლდე჻ მაგარი჻ და჻ გრძელია჻ მას჻ კლდესა჻ შუა჻ გუირაბი჻ ასაძრომელი჻ ხურელია჻ მუნ჻ არის჻ მარტო჻ მნათობი჻ მისთა჻ შორს჻ მყოფთა჻ მწველია჻

1311. გვირაბის჻ კარსა჻ ნიადაგ჻ მოყმე჻ სცავს჻ არ჻ პირნასები჻ ათი჻ ათასი჻ ჭაბუკი჻ დგას჻ ყველაკაი჻ ხასები჻ ქალაქის჻ კართა჻ სამთავე჻ სამათას჻ სამათასები჻ გულო჻ გაგსაჯა჻ სოფელმან჻ არ჻ ვიცი჻ ვინღა჻ რას჻ ები჻

1312. ესე჻ ამბავი჻ ავთანდილ჻ პირმზემან჻ მაგარ჻ ვადამან჻ რა჻ მოისმინა჻ იამა჻ სხვად჻ არა჻ გაუცხადა჻ მან჻ შესწირა჻ ღ~თსა჻ მადლობა჻ ტურფამან჻ დანაბადამან჻ ამბავი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მითხარო჻ ვისმან჻ ღადამან჻

1313. ყმამან჻ უთხრა჻ საყვარელო჻ კმახარ჻ ჩემად჻ სასურველად჻ მე჻ ამბავი჻ სანატრელი჻ მამასმინე჻ არ჻ პირბნელად჻ მაგრა჻ საქმე჻ ქაჯეთისა჻ გამაგონე჻ უფრო჻ მრთელად჻ ქაჯნი჻ ყველა჻ უჴორცოა჻ რამან჻ შექმნა჻ ჴორციელად჻

1314. მის჻ ქალისა჻ სიბრალული჻ ამანთებს჻ და჻ მიდებს჻ ალსა჻ მაგრა჻ ქაჯნი჻ უჴორცონი჻ რას჻ აქნევენ჻ მიკუირს჻ ქალსა჻ ფატმან჻ უთხრა჻ მამისმინე჻ მართლად჻ გხედავ჻ მანდა჻ მკრთალსა჻ არ჻ ქაჯნია჻ კაცნიაო჻ მინდობიან჻ კლდესა჻ სალსა჻

1315. ქაჯნი჻ სახელად჻ მით჻ ჰქუიან჻ არიან჻ ერთად჻ კრებულნი჻ კაცნი჻ გრძნებისა჻ მცოდნენი჻ ზედა჻ გაჴელოვნებულნი჻ ყოველთა჻ კაცთა჻ მავნენი჻ იგი჻ ვერვისგან჻ ვნებულნი჻ მათნი჻ შემბმელნი჻ წამოვლენ჻ დამბრმალნი჻ დაწბილებულნი჻