... (H-599), 1646 წ.

1289. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისა: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ხშირისა: ყორნის: ფრთებ: ნაფუშავისა:

1290. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: ცნობს: კაცი: ყველაი: ჩვენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კვლა: მიხვდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

1291. მომგვარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყველაი: ამბავი: ჩვენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღმერთმან: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული:

1292. ფატმან: თქვა: ღმერთსა: დიდება: საქმენი: მომხვდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავნი: უკვდავებისა: სწორანი: მომგვარე: ქაჯეთს: გაგგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი: მოვიდა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი:

1293. აწ: გამოჩნდების: სახმრობა: ჩემთვის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსე: სახმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხვალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

წიგნი ნესტან დარეჯანთან ფატმანისა და ქაჯეთის ამბვის შეტყობა:

1294. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორსმყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყვა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კვლავ: ერთგან: შენათხზენაო:

1295. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცან: მართალი: მით: გულსა: მოვალხენნიე შენთვის: ტყვექმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე: ორნივე: მიხვდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე:

1296. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენთა: ამბავსა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული:

1297. ჩვენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: თქვენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: წვრილად: გვინა: ვინ: არიან: მცველნი: თქვნნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

1298. რაცა: იცი: მანდაური: მოგვიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყვარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყველა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღმერთსა: უნდეს: მოყვარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

1299. ფატმან: მისცა: დაწერილი: მას: გრძნეულსა: ხელოვანსა: ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა: მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედა: ტანსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა:

1300. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ: ფიცხელისა: რა: ქაჯეთს: შეხდა: ქნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა: უჩინოდ: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა: მას: მზესა: ჰკადრა: ამბავი: მისისა: სასურველისა:

1301. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი: შევიდა: ზანგი: პირ: შავი: თმაგრძელი: ტან: ნაბდიანი: იგი: მზე: დაკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი: შესცვალა: ვარდი: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერად: იანი:

1302. ქაჯმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: აგრე: რად: დაბნდები: მე: ვარ: მონა: ფატმანისი: თქვენს: წინაშე: ნამგზავრები: ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუილად: გეუბნები: მზისა: შუქნი: მოისწრაფენ: ვარდო: ადრე: ნუ: დასჭნები:

1303. პირმზე: გაჰკვირდა: ფატმანის: ამბითა: საკვირველითა: ნუშნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა: მან: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ხელითა: სულთქვამს: იკითხავს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა:

1304. მონასა: ჰკითხა: ამბავი: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი: ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედან: მტკეპნელი: მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცნებელი: რა: წამოსრულ: ხარ: მას: აქათ: შენგან: ჩვენია: მზე: ბნელი:

1305. ფატმანის: გული: მას: აქათ: ლახვართა: შენახევია: მას: რომე: ცრემლი: სდენია: ზღვათაცა: შენართევია: მე: ერთხელ: შენი: ამბავი: ერთხელ: კვლაც: მიმირთმევია: ღმერთსა: ვიმოწმებ: მას: აქათ: ტირილი: არ: დალევია:

1306. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა: მან: უთხრა: წვრილად: ყველაი: თქვენ: ხართ: რათაცა: ჭირითა: იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა: მე: გამომგზავნეს: თქვენს: წინა: დამვედრეს: სწრაფა: სწრაფითა: ხშირითა:

1307. ქალმან: უთხრა: მემართლების: ყმაო: შენი: ნაუბარი: ფატმან: ჩემი: არ: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი: უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მომდებარი: მე: მიუწერ: შენცა: ჰკადრე: ვარ: ვითამცა: გულმდუღარი: წიგნი ნესტან დარეჯანის ფატმანთანა: