... (S-4499), XVII ს.

1269. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მამკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გვერდცა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

1270. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველნაკბენია: მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მამკულელნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ჩხნდენია:

1271. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგვანისა: მაქუს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: მგზავსი: ხანისა:

1272. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უზის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

1273. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქუეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ: ნამკრთალი: სად: გამცუდებელად: თავის: მის: მისვე: გულის: ძალისად:

1274. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისა: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა: ღონე: წამწმისა: ხშირისა: ყორნის: ფრთებ: ნაფუშავისა:

1275. ფატმან: უთხრა:: არ: ვიცოდი: პირველ: შენი: ცეცხლთა: დება: მაგრამ: ავად: არ: მოგიხდა: ჩემი: ხელის: შემოდება: ჩვენ: მზე: ვჰპოვეთ: დაკარგული: მაზედ: ვჰქენით: ვალის-დება: ღმერთმან: ადრე: მას: შეგყაროს: ვისგანაც: გაქვს: გულის: დება.“:

1276. ავთანდილ: თავი: დადრიკა: სიცილით: მოლიზღარემა: ფატმან: ჰრქვა:: ჩემთვის: დაგბადა: ტურფამან: არე-: მარემა: შენგან: გამოჩნდა: ნათელი: შუქნი: მოჰფინა: მთვარემა: ესე: ყველაი: უსტარმან: ქნა: ჩემმა: შესაწყნარემა.“:

1277. ვითაც: დაედვა: იმედი: თინათინს: მზისა: დაროსა: ებრძანა:: შუქი: მთვარემან: სამ: წლამდი: სხვაგან: აროსა: მისნი: ვერ-: მჭვრეტნი: ყვავილნი: დააზროს: დაამჭკნაროსა: მერმე: მოვიდეს: მნათობი: მნათობსა: შეეყაროსა:

1278. უამბო: ყველა: არაბთა: სიდიდე: როსტევანისა: მეფობა: თინათინისა: მზეებრ: შუქ-: მონავანისა: მართ: მიჯნურობა: თავისა: და: ჭირნი: ცეცხლთა: წვანისა: ან: ძებნა: ტარიელისა: და: პოვნა: გმირთა: გვანისა:

1279. იმა: პირ-: მზისა: სახელი: ნესტან: -: დარეჯან: ხმობილი: ინდოთ: მეფისა: ასული: ქალი: წყნარი: და: ლმობილი: ტარიელ: მისთვის: ხელ: -ქმნილი: თვალთა: ცრემლ-გაუხმობილი.: მე: ძმა: ვარ: მისი: დღეთაგან: შენცა: იქნები: დობილი:

1280. ქალსა: შენ: აქებ: გინახავ: და: მეტად: მოგწონებია: ტარიელ: სარო: პირად: მზე: ვინც: მოუთვალოს: ზნებია: იცოდე: მასთან: სხვა: კაცი: არსად: არ: სახსენებია.: ვეჭვ: რომე: ვარგოთ: მე: და: შენ: თუ: ღმრთისა: ძალთა: ნებია:

1281. ფატმან: შეწუხდა: მათისა: ამბისა: გაგონებული: ჰკადრა: თუ:: მისსა: მიჯნურსა: გექნები: დაწუნებული: მე: თქვენი: ჭირი: ჭირად: მჩანს: ვით: გულსა: ცეცხლი: გზნებული: გავგზავნოთ: ქალსა: ვაცნობოთ: ამბავი: მოსურვებული:

1282. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: სულდგმული: ჩუენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კულა: მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

1283. მომგვარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყველაი: ამბავი: ჩვენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღმერთმან: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული:

1284. ფატმან: თქუა: ღმერთსა: დიდება: საქმენი: მომხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავი: უკვდავებისა: სწორანი: მოჰგვარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

1285. აწ: გამოჩნდების: საჴმრობა: შენისა: ჩემთუის: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსე: საჴმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა: მას: მზესა: ჰკადრე: ამბავი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხვალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

აქა წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთან მიწერილი:

1286. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორსმყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო: ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულავ: ერთგან: შენათხზენაო:

1287. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მამასმენიე: მე: ეგრეცა: ვსცან: მართალი: მით: გულსა: მოვალხენიე: შენთვის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე: