... (S-2829), 1688 წ.

1317. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები: ტანი: კალმად: მაქვს: კალამი: ნაღველსა: ამონაწები: მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები: გულო: შავ: გულო: დაბმულხარ: ნუ: აეხსნები: აწ: ები:

1318. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქნელია: რაზომცა: ნათობს: სინათლე: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია: ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია: უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია:

1319. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან: ვეღარ: გნახე: საყვარელო: მხიარული: მხიარულმან: ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან: გაგიცხადა: ხვაშიადი: გონებამან: დაფარულმან:

1320. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალ: არ: მეგონე: ჩემი: ყველა: გარდმეწყვიტა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე: აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღ~თსა: ვმონე: აქამდის: ჩემი: ყველა: ჭირი: ლხინსა: შევაწონე:

1321. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისად: გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისად: მამიგონებდი: გახსოვდე: მე: შენთვის: დაკარგული: სად: ვზი: მზრდელი: სიყვარულისა: მის: შენგან: დანერგულისად:

1322. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების: ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების: ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღ~თიმცა: მას: ეტერების: აწ: კვლა: იგი: ქნა: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების:

1323. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: დამისართა: არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გვართა: კვლაცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა: ბედმან: გვიყო: ყველაკაი: ჩემო: რაცა: დაგვემართა:

1324. ციხეს: ვზი: ეგზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასწვდებიან: გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მაზედა: დგებიან: დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან: მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან:

1325. ნუთუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა: ნუცა: მე: მამკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა: შენ: მკვდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კვესითა: მოგშორდი: დამთმე: გულითა: კლდისაგანც: უმაგრესითა:

1326. შენ: საყვარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა: ჩემი: სთქვა: სხვათა: მიხვდაო: იგი: ალვისა: ტანითა: არამ: სიცოცხლე: უშენოდ: ვარ: აქამდისცა: ნანითა: ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოვიკლავ: დანითა:

1327. შენმან: მზემან: უშენოსა: ვერვის: მიხუდეს: მთვარე: შენი: შენმან: მზემან: არვის: მიხუდე: მოცავიდენ: სამნი: მზენი: აქა: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი: სული: ჩემი: შეივედრე: ზეცით: მამხვდენ: ნუთუ: ფრთენი:

1328. ღ~თსა: შემვედრე: ნუთუ: კვლა: დამხსნა: სოფლისა: შრომასა: ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: აერთა: თანა: ძრომასა: მამცნეს: ფრთენი: და: აღვფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა: დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვათა: კრთომასა:

1329. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი: განაღამცა: მას: იახელ: მისი: ეტლი: არ: თუ: წბილი: მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: განმინათლო: გული: ჩრდილი: თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკვდილიმცა: მამხუდეს: ტკბილი:

1330. მე: სიკვდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგვედრებ: რადგან: სულსა: მაგრა: შენი: სიყვარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა: მამეგონოს: მოშორვება: მომემატა: წყლული: წყლულსა: ნუცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყვარულსა:

1331. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგე: რა: ჩემსა: მშობელსა: მტერთაგან: შეიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა: გულსა: ალხინე: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა: მამიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა:

1332. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმა: საჩივარად: ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივარად: შენთვის: მოვკვდები: გავჴდები: ყორანთა: დასახივარად: ვირე: ცოცხალ: ვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად:

1333. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა: გარდმიკვეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა: ესეღა: დაგრჩეს: სანაცვლოდ: მის: იმედისა: დიდისა: რისხვით: მობრუნდა: ბორბალი: ჩვენზედა: ცისა: შვიდისა:

1334. ესე: წიგნი: საყვარელსა: მისსა: თანა: მინაწერი: რა: დაწერა: გარდაჰკვეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი: თავ: მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: სიგრძე: თმათა: ფერი: ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთათათ: მონაბერი:

1335. ესე: სიტყვა: მართალია: არ: ჭრელად: და: არ: ხვასრულად: ნესტან: დარეჯ: ჰქვიან: ქალსა: ქართულადცა: კვლა: სპარსულად: თავშიშველი: ყაყაჩოსა: ჰგავს: თუ: იყოს: ვარდი: სრულად: ტარიელის: გონებითა: ალვა: მჭკნარა: დანასრულად:

1336. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი: წამ: ერთ: მიჰჴდა: ფატმანისას: დღე: იარა: არ: მრავალი: რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი: ჴელ: აპყრობით: ღმერთსა: მადლობს: ცნობა: სრული: არა: მთურალი: