... (H-461), XVIII ს.

1277. თუმცა჻ ისი჻ არ჻ მოგეკლა჻ მისრულიყო჻ დარბაზს჻ ვითა჻ შემასმენდა჻ ჯავრიანი჻ გული჻ ედვა჻ ცეცხლებრ჻ სწვითა჻ მეფე჻ მწყრალი჻ გარდასწვედდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ დააგვითა჻ შვილთა჻ პირით჻ დამაჭმევდა჻ დამქოლვიდა჻ მერმე჻ ქვითა჻

1278. მუქაფა჻ ღმერთმან჻ შემოგზღოს჻ მადლსა჻ გკადრებდე჻ მე჻ რასა რომელმან჻ დამხსენ჻ მშვიდობით჻ იმა჻ გველისა჻ მზერასა჻ აწ჻ ამას჻ იქით჻ ვნატრიდე჻ ჩემსა჻ ეტლსა჻ და჻ წერასა჻ აღარ჻ ვიშიშვი჻ სიკუდილისა჻ ჰია჻ ჩავიჭერ჻ მე჻ რასა჻

1279. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ წიგნსაცა჻ აგრე჻ სწერია჻ მოყვარე჻ მტერი჻ მოყვრისა჻ მტრისაგან჻ უფრო჻ მტერია჻ არ჻ მიენდობის჻ გულითა჻ თუ჻ კაცი჻ მეცნიერია჻ ნუღარ჻ იშიშვი჻ იმისგან჻ აწ჻ იგი჻ მკვდართა჻ ფერია჻

1280. იგივე჻ მითხარ჻ მას჻ აქათ჻ ქალი჻ გაგზავნე჻ შენ჻ ოდეს჻ რამცაღა჻ გეცნას჻ ამბავი჻ ანუ჻ რა჻ მისი჻ გსმენოდეს჻ კვლავ჻ იტყვის჻ ფატმან჻ ტირილით჻ და჻ კვლავე჻ ცრემლი჻ სდინდების჻ ვაი჻ წაჴდა჻ შუქნი჻ რომელნი჻ მზისაებრ჻ ელვა჻ ჰფენოდეს჻

1281. ვაი჻ საწუთროო჻ სიმუხთლით჻ თავი჻ სატანას჻ ადარე჻ შენი჻ ვერავინ჻ ვერა჻ ცნას჻ შენი჻ სიცრუე჻ სად჻ არე჻ პირი჻ მზისაებრ჻ საჩინო჻ სად჻ უჩინო჻ ჰქენ჻ სად჻ არე჻ მით჻ ვხედავ჻ ბოლოდ჻ სოფელსა჻ ოჴრად჻ ჩანს჻ ყოვლი჻ სად჻ არე჻

1282. ფატმან჻ იტყვის჻ მამეშორა჻ მზე჻ მნათობი჻ სრულად჻ ჴმელთა჻ სიცოცხლე჻ და჻ სულდგმულობა჻ მონაგები჻ ჩემთა჻ ჴელთა჻ მას჻ უკანით჻ გაუწყვედლად჻ დება჻ მჭირდის჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ვერ჻ ვაჴმარე჻ წყარო჻ ცრემლთა჻ თვალთა჻ ჩემთა჻ მონადენთა჻

1283. სახლი჻ და჻ შვილი჻ მამძულდეს჻ ვჯდი჻ უგულოთა჻ გულითა჻ მას჻ ვიგონებდი჻ მღუიძარე჻ რა჻ მიმელულის჻ ლულითა჻ უსენ჻ გამტეხი჻ ფიცისა჻ მჩას჻ ურჯულოთა჻ რჯულითა჻ ვერ჻ მიმიახლოს჻ საახლოდ჻ პირმან჻ პირითა჻ კრულითა჻

1284. დღესა჻ ერთსა჻ საღამო჻ ჟამ჻ ჩასლუა჻ იყო჻ ოდენ჻ მზისა წავდეგ჻ წინა჻ დარიჯაგთა჻ კარი჻ მიჩნდა჻ ხანაგისა჻ ვიგონებდი჻ სევდა჻ მკლვიდა჻ მისისავე჻ გონებისა჻ ვჰთქუი჻ კრულია჻ ზნე჻ კაცისა჻ ყოვლისამცა჻ მამაცისა჻

1285. მოსით჻ მოვიდა჻ ღარიბი჻ მონა჻ მოყუსითა჻ სამითა჻ ერთი჻ მონურად჻ მოსილი჻ სხვანი჻ მგზავრულად჻ ხამითა჻ სასმელ჻ საჭმელი჻ მოიღეს჻ ქალაქს჻ ნასყიდი჻ დრამითა჻ სმიდეს჻ ჭამდეს჻ და჻ უბნობდეს჻ სხდეს჻ მხიარულნი჻ ამითა჻

1286. მე჻ უყურებდი჻ უჭვრეტდი჻ თქვეს჻ ამით჻ გავიხარენით჻ მაგრა჻ ჩვენ჻ აქა჻ მოყვასნი჻ უცხონი჻ შევიყარენით჻ არც჻ არა჻ ვიცით჻ ვინ჻ ვინ჻ ვართ჻ ანუ჻ სით჻ მოვიარენით჻ სჯობს჻ ერთმანერთსა჻ ამბავი჻ ჩვენიცა჻ უთხრათ჻ ბარ჻ ენით჻

1287. მათ჻ სხვათა჻ მათი჻ ამბავი჻ თქვეს჻ ვითა჻ მგზავრთა჻ წესია჻ მონამან჻ უთხრა჻ ჰე჻ ძმანო჻ განგება჻ რამე჻ ზესია჻ მე჻ მარგალიტსა჻ მოგიმკი჻ თქვენ჻ ქურიმი჻ დაგითესია჻ ჩემნი჻ ამბავნი჻ ამბავთა჻ თქვენთაგან჻ უკეთესია჻

1288. მე჻ ვარო჻ მონა჻ მეფისა჻ მაღლისა჻ ქაჯთა჻ მფლობლისა჻ მათ჻ მიხუდა჻ ცემა჻ სენისა჻ მათისა჻ დამამხობლისა჻ მოგუიკვდა჻ შემწე჻ ქვრივისა჻ შემწყნარებელი჻ ობლისა აწ჻ შვილთა჻ მისთა჻ და჻ მისი჻ ზრდის჻ უკეთესი჻ მშობლისა჻

1289. დულარდუხტ჻ არის჻ დიაცი჻ მაგრა჻ კლდე჻ ვითა჻ ლოდია჻ ვისცა჻ არ჻ დაჰკოდს჻ ჴმა჻ მისი჻ ვერავის჻ დაუკოდია჻ მას჻ უსხდა჻ ორნი჻ ძმისწულნი჻ როსან჻ და჻ ერთი჻ როდია჻ აწ჻ იგი჻ ქაჯეთს჻ ჴელმწიფედ჻ ქუე჻ ზის჻ მორჭმული჻ წოდია჻

1290. გვესმა჻ ამბავი჻ ზღვას჻ იქით჻ სიკვდილი჻ დისა჻ მათისა჻ შეიჭირვებდეს჻ ვაზირნი჻ დაშალეს჻ ქნეს჻ ხალვათისა჻ ვითა჻ ვჰკადროთო჻ დავსება჻ პირისა჻ ჴმელთა჻ მნათისა჻ როშაქ჻ მონაა჻ თავადი჻ მონისა჻ ბევრ჻ ათასისა჻

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეკანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი჻

1291. როშაქ჻ იტყვის჻ მემც჻ ვინ჻ მამკლავს჻ მე჻ ტირილსა჻ არ჻ დავხუდები჻ წავალ჻ მინდორს჻ ვიმეკობრებ჻ ალაფითა჻ ავივსები჻ შინა჻ მოვალ჻ შოებული჻ ადრე჻ ზედა჻ მოვესწრები჻ მეფე჻ დისა჻ დატირებად჻ წავიდოდეს჻ წაცავჰყვები჻

1292. გვითხრა჻ მისთა჻ ჴელისათა჻ წავალ჻ თანა჻ წამომყევით჻ წაგვიტანა჻ მონა჻ ასი჻ ყველაკაი჻ მისგან჻ რჩევით჻ დღისით჻ მზისით჻ ვმეკობრობდით჻ ღამეთაცა჻ ვიყვნით჻ თევით჻ დია჻ ვლეწეთ჻ ქარავანი჻ ლარი჻ ჩუენკე჻ გარდმოვდევით჻

1293. მინდორ჻ მინდორ჻ მოვდიოდით჻ ჩვენ჻ ღამესა჻ მეტად჻ ბნელსა჻ დიდნი჻ რამე჻ სინათლენი჻ გამოგვიჩნდეს჻ შუა჻ ველსა჻ ვთქვი჻ თუ჻ მზეა჻ ნუთუ჻ ზეცით჻ ჩამოჭრილა჻ ზედან჻ ჴმელსა჻ დაბნეული჻ მივეცენით჻ გონებასა჻ ჩვენსა჻ მსჯელსა჻

1294. ზოგთა჻ ვთქვით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ თქვეს჻ არის჻ მთვარეო჻ მას჻ დარაზმულთა჻ მივმართეთ჻ ახლოსაც჻ ვნახეთ჻ ბარეო჻ შორს჻ მოუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო჻ მით჻ ნათლიდაღმა჻ გამოჰჴდა჻ ჴმა჻ ჩვენი჻ მოუბარეო჻

1295. გვითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქვენ჻ სახელნი჻ თქვენი჻ სთქვენით჻ გულანშაროთ჻ მიმავალი჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით჻ ესე჻ გვესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით჻ პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თვალით჻ ჩვენით჻