... (H-599), 1646 წ.

1269. ფატმანს: უთხრა: საყვარელო: კმა: ხარ: ჩემთვის: სასურველად: მე: ამბავი: სასურველი: მომასმინე: არ: პირბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყველა: უხორცოა: რამან: შექმნა: ხორციელად:

1270. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უხორცონი: რას: აქნევენ: მიკვირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მომისმინე: მართლად: გხედავ: მანდა: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

1271. ქაჯნი: სახელად: მით: ჰქვიან: არიან: ერთად: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მცოდნენი: ზედა: გახელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნებნი: იგი: ვერვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი:

1272. იქმან: რასმე: საკვირველსა: მტერსა: თვალთა: დაუბრმობენ: ქართა: აღსძვრენ: საშინელთა: ნავსა: ზღვა: ზღვა: დაამხობენ: ვითა: ველსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმან: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

1273. ამისთვის: ქაჯად: უხმობენ: გარეშემონი: ყველანი: თვარა: იგიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ხორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსენ: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყვანი: აწინდელანი:

1274. გულითა: ღმერთსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქვა: ღმერთო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: მყოფელი: მთქმელი: უთქმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: თქვენი: იჩქითი: არს: ჩვენი: გარ: მომფენელი:

1275. მის: ამბისა: ცნობისათვის: ცრემლით: ღმერთსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭვდა: თავისათვის: ამად: ცეცხლსა: კვლა: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახევდა: სიყვარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხვეოდა: პირსა: მზესა: აკოცებდა:

1276. მას: ღამით: ფატმან: იამა: ავთანდილ: თანა: წოლითა: ყმა: უნდო: გვარად: ეხვევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: მხეცქმნილი: გასჭრია: მხეცთავე: თანა: რბოლითა:

1277. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: წვავს: დენად: სისხლ: ნართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ცურავს: გიშრისა: ნავი: სად: იტყვის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდი: ა: ვისად: უმისოდ: ნეხვთა: ზედა: ვზი: ბულბული: მგზავსად: ყვავისად:

1278. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქვათაცა: დასალბონია: გიშრისა: ტევრსა: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მაზედან: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყვავი: ვარდთა: იშოვნის: თავი: ბულბული: ჰგონია:

1279. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქნაკიდები: დიაცმან: უძღვნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სულნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გწადდესო: ჩაიცვი: მე: ნურას: ნუ: მერიდები:

1280. ავთანდილ: თქვა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსისა: ვაჭრულისა: ცმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღე: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მხნესა: მოემატა: დაშვენება: დაემგზავსა: ლომი: მზესა:

1281. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწვეველად: ყმა: შევიდა: მხიარული: მხიარულად: არ: პირბნელად: ფატმან: ნახა: გაუკვირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინნა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ხელთა: სასურველად:

1282. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტისმეტად: ჰკვირდებოდა: მან: პასუხი: არა: გასცა: თავისწინა: ღიმდებოდა: შეეტყვების: არ: მიცნობსო: რა: რეგვანდა: რა: გვარ: ხმობდა: თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: გავიდოდა:

1283. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწვა: ამოდ: დაიძინა: საღამოჟამს: გაიღვიძნა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: უხმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავისწინა:

1284. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ხმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მომკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მოხისა: გვერდსა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

1285. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველნაკბენია: მაგრა: მართალი: აქამდის: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკლველნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ხენია:

1286. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგვანისა: მაქვს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: ზარდახშანისა:

1287. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ხმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

1288. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქვეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ: ნამკრთალი: სად: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად: