... (S-2829), 1688 წ.

1297. ჩვენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: შენსა: წინა: ვცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულანცა: ქაჯნი: შინა: მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: წურილად: გვინა: ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა:

1298. რაცა: იცი: მანდაური: მოგვიწერე: გაამჟღავნე: მერმე: შენსა: საყვარელსა: ნიშანი: რა: გაუგზავნე: შენი: ყველა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაათავნე: ღ~თსა: უნდეს: მოყვარენი: შესაფერნი: შეგაზავნე:

1299. ფატმან: მისცა: დაწერილი: მას: გრძნეულსა: ჴელოვანსა: ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა: მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედა: ტანსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა:

1300. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ: ფიცხელისა: რა: ქაჯეთს: შეჰჴდა: ქმნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა: უჩინლად: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა: მას: მზესა: ჰკადრა: ამბავი: მისისა: სასურველისა:

1301. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი: შევიდა: ზანგი: პირ: შავი: თმა: გრძელი: ტან: ნაბდიანი: იგი: მზე: დაჰკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი: ვარდი: შესცვალა: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერად: იანი:

1302. ზანგმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: აგრე: რად: დაბნდები: მე: ვარ: მონა: ფატმანისი: თქვენს: წინაშე: ნამგზავრები: ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუვილად: გეუბნები: მოიცადე: მზისა: შუქნი: ვარდო: ადრე: ნუ: დასჭნები:

1303. შენ: პატრონი: არსთა: მზე: ხარ: ქვეყანისა: მორეული: ალვის: ნორჩი: ცისკრის: ვარდი: მუშკ: სულნელი: ამბრეული: ბროლ: ბალახში: ძოწ: გიშერი: პირ: გავსილი: მთვარეული: ნუ: დასჭკნები: მწარედ: მოვა: ღ~თის: წყალობა: ადრეული:

1304. პირ: მზე: გაჰკვირდა: ფატმანის: ამბითა: საკვირველითა: ნუშნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა: მას: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ჴელითა: იკითხავს: სულთქვამს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა:

1305. მონასა: ჰკითხა: მიანბე: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი: ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედან: მტკეპნელი: მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცოდნელი: რა: წამოსრულ: ხარ: მას: აქათ: შენგან: ჩვენია: მზე: ბნელი:

1306. ფატმანის: გული: მას: აქათ: ლახვართა: შენახევია: მას: რომე: ცრემლი: სდენია: ზღვათაცა: შენართევია: მე: ერთხელ: შენი: ამბავი: მისთვის: კვლაც: მიმირთმევია: ღ~თსა: ვიმოწმებ: მას: აქათ: ტირილი: არ: დაგულევია:

1307. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა: მან: უთხრა: წურილად: ყველაი: თქვენ: ხართ: რათაცა: ჭირითა: იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა: მე: გამომგზავნეს: დამვედრეს: სწრაფა: სწრაფითა: ხშირითა:

1308. ქალმან: უთხრა: მემართლების: ყმაო: შენი: ნაუბარი: ფატმან: ჩემი: რა: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი: უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მამდებარი: მე: მიუწერ: შენცა: უთხარ: ვარ: ვითამცა: გულ: მჴურვალი:

1309. პირ-მზე: ვჰწერ: აჰა: მნათობო: დედისა: მჯობო: დედაო: მისგან: ტყვე: ქმნილსა: სოფელმან: რა: მიყო: ამას: ხედაო: მე: გლახ: მათ: ჩემთა: პატიჯთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო: აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო:

1310. შენ: ორთა: დამხსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები: აწ: ასრე: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები: ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრჯელ: ათასი: გმირები: ავად: მომიჴდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები:

1311. სხვად: ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე: ქაჯთა: მეფე: შინ: არ: არის: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე: მაგრამ: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე: რასა: ჰქვიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე:

1312. ვინცაღა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშვრალია: იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: სწვავს: ცეცხლებრ: ალია: მაგრა: მას: ვნატრი: უნახავს: მზე: ამად: არ: დამზრალია: უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია:

1313. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე: ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: მით: ვაკრძალე: გეხვეწები: საყვარელსა: შემახვეწე: შემაბრალე: ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთვალე:

1314. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მომკლავს: ამისითავე: სწორითა: მას: მკვდარსა: ვნახავ: მოვკვდები: მე: სიკვდილითა: ორითა: ვერას: ვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა: არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქვისა: ყორითა:

1315. გეთქვა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია: მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია: ესენი: ჩემთვის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია: თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მგზავსად: შავნია:

1316. აწ: საყვარელსა: მიუწერს: გულ: ამოსკვნილი: მტირალი: მისმანვე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი: დაწერა: წიგნი: საბრალო: გულისა: გასაგმირალი: ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამომჭვირვალი: