... (H-599), 1646 წ.

1249. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩვენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდნი: რამე: სინათლენი: გამოგვიჩნდა: შუა: ველსა: ვთქვით: თუ: მზეა: ანუ: მთვარე: ჩამოჭრილა: ზედა: ხმელსა: გაკვირვებით: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მსჯელსა:

1250. ზოგთა: ვთქვით: არის: ცისკარი: ზოგთა: თქვეს: არის: მთვარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: ბარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: გარეო: მით: ნათლიდაღმა: გამოხდა: ხმა: ტკბილი: მოუბარეო:

1251. გვითხრა: ვინ: ხართ: ცხენოსანნო: თქვენ: სახელნი: თქვენი: თქვენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გვესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირმზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თვალით: ჩვენით:

1252. უჭვრიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვათა: მაელვარებსა: მისი: ციმციმი: მზისაებრ: ეფინებოდა: არებსა: ძვირ: ძვირად: გვეუბნებოდა: სიტყვასა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქი: შეადგა: ზედან: გიშრისა: სარებსა:

1253. კვლავ: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილმოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩვენ: ესე: შევიგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გვერცა: წაუდგა: ცხენითა: აღარ: გავუშვით: დაჭირვა: ვჰკადრეთ: ხელითა: ჩვენითა:

1254. კვლა: ვჰკითხეთ: გვითხარ: მართალი: საქმე: შენ: მზებრ: ნათელისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხვალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გვითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთვარე: ჩანთქმული: გველისა:

1255. არცარა: ცხადი: ამბავი: არცარა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშქუშად: გვეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭვრეტელთა: მისთა: თვალითა: მლალავი:

1256. როშაქ: ბრძანა: ნუ: რას: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისა: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩვენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღმერთი: მას: მისცემს: რაც: უფრო: საკვირველია:

1257. ესე: ღმერთსა: მისაგვრელად: მისად: ჩვენთვის: მოუგვრია: თუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩვენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგვიმადლებს: მეტად: დია:

1258. მივემოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივმართეთ: მას: წინა: მოვეკიდენით: არცა: რა: ვჰკადრეთ: ხელდახელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწვსა: გულმდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კი: დენით:

1259. მე: როშაქს: ვჰკადრე: გამიშვი: კვლა: ადრე: თქვენი: მხლებელი: აწ: გულანშაროს: ქალაქსა: ვარ: საქმის: რასმე: მდებელი: მან: გამომიშვა: აქ: სადმე: ლარი: მიც: წასაღებელი: თანა: წავიტან: წაცავალ: მე: მათი: ზედა: მსწრებელი:

1260. მათ: კაცთა: დიდად: იამა: ესე: ამბავი: მონისა: მე: გავიგონე: შერემშრა: ნაკადი: ცრემლთა: ფონისა: მენიშნა: ყოვლი: ნიშანი: ვიცან: ჩემისა: ღონისა: ცოტაი: ლხინი: მომეცა: მგზავსი: დრამისა: წონისა:

1261. მოვიყვანე: იგი: მონა: ახლოს: დავსვი: ჩემსა: წინა: ვჰკითხე: მითხარ: რას: იტყოდი: გაგონება: მეცა: მინა: მან: იგივე: კვლა: მიამბო: რაცა: მუნით: მომესმინა: მან: ამბავმან: გამაცოცხლა: სულმობრძავი: დამარჩინა:

1262. მე: ორნი: შავნი: მონანი: მყვანან: სავსენი: გრძნებითა: უჩინოდ: წავლენ: წამოვლენ: მათითა: ხელოვნებითა: მოვასხენ: ქაჯეთს: გავგზავნენ: ვარქვი: თუ: ნუ: დასდგებითა: მაცნობეთ: მისი: ამბავი: თქვენითა: მოქმედებითა:

1263. სამ: დღე: მოვიდეს: მიამბეს: ფიცხლა: ებიჯა: გზისადა: მიუგვრიაო: მეფისა: ზღვას: იქით: წამავლისადა: ვერვის: შეუდგმან: საჭვრეტად: თვალნი: მართ: ვითა: მზისადა: ქვე: დაუწინდავს: საცოლედ: როსან: ცოტასა: ყმისადა:

1264. როსანს: შევრთოთო: დულარდუხტს: მეფესა: უბრძანებია: ჯერ: ქორწილობად: არა: მცალს: აწ: გული: ცეცხლნადებია: შემოვიქცევი: შევისძლობ: ვინ: ცისა: მზედ: ნაქებია ციხეს: დაუსვამს: ხადუმი: ერთაი: უახლებია:

1265. ყოვლი: მცოდნელი: გრძნებისა: მას: თანა: წაუტანია: მით: რომე: გზაა: საჭირო: მტერნი: საომრად: მზანია: ქვე: დაუყრია: მოყმები: ვინც: უფრო: გულოვანია: დაეყოვნების: წასრულა: ჯერთო: ცოტაი: ხანია:

1266. ქაჯთა: ქალაქი: აქამდის: მტერთაგან: უბრძოლველია: ქალაქსა: შიგან: ციხეა: კლდე: მაღალი: და: გრძელია: მას: კლდესა: შუა: გვირაბი: ასაძრომელი: ხვრელია: მუნ: არის: მარტო: მნათობი: მისთა: შემყრელთა: მწველია:

1267. გვირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყველაკაი: ხასები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამათას: სამათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არ: ვიცი: და: გლახ: რას: ები:

1268. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირმზემან: მაგარ: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხვად: არა: გაუცხადა: მან: შესწირა: ღმერთსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან: