... (H-742), XIX ს.

1361. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს გაცემა საბოძვარისა. მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ჯარისა. უბრძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა. ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა.

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე.

1362. დაჰსწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფეთ მეფეო. ლომისა მსგავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო. მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო. უმცროსმან ძმამან შორი შორ სალამი დავიყეფეო.

1363. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირ ნახულისა. კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა. მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა. დამარჩენელი ლომისა მის ქვესკნელს დამარხულისა.

1364. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუცა გზა საომარია. ნარგიზთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია. ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია.

1365. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების. სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების. რაცა მოგინდეს უცილოდ იქთ იგი არ აქცილდების. არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების.

1366. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე. გზა გზა ყოვნა აღარა მცალს პატიმრადა იგი მთვარე. ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე. ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე.

1367. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია. ამოდ მსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია. ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია. მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია.

1368. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვია მან. მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან. შესთვალა ზეპირ რაც ჰხამდა სრულად მართ ვითა გიამან. მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1369. მონახა ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა. გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა. მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა. მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1370. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა. იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა. რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა. დაცაგუმარხენო ხელითა ჩვენისა დამმარხველითა.

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა.

1371. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რათმე ნავითა. პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა. მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა. ხელ განპყრობილი გულითა არს ღვთისა საესავითა.

1372. მიწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა. ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა. ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა საროს ტანისა. სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა.

1373. არ გვინდა ცა და ღრუბელნი ცვროდეს ბროლისა ცვარითა. ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა. უბრძანა გიჭვრეტ თვალითა გულ ტკბილად შემხედვარითა. მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა.

1374. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი. ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი. უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი. სადაცა ნახის დახოცის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი.

1375. ქვაბნი გამოჩნდეს იამა იცნა თქვა იგი კლდენია. სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია. ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია. არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა ცუდ ჩემი განავლენია.

1376. თუ მოსრულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა. მინდორს სადმე წავიდოდა მხეცისაებრ ველთა ვლიდა. ჰსჯობს თუ შამბ შამბ წავიარო იგონებდა იხედვიდა. ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა.

1377. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა. მართ საახელდებ უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წარვლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა. შამბისა პირსა ტარიელ ჰსდგა ხმლითა მომახულითა.

1378. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხმალსა სისხლი სცხებოდა. შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა. ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა. შეჰხედნა იცნა გაიქცა მისკენ მირბოდა ხლტებოდა.