... (H-742), XIX ს.

1245. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი. შეუკაზმე ზედან შევსვი მხიარული არა მოკვნესი. ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი. წახდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი.

1246. დღემ მიიყარა ხმა გახდა მოვიდა მისი მდევარი. მოიცვეს შინა ქალაქი შეიქნა მოსაწევარი. მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი. მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი.

1247. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი. მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი. დახედენ დარბაზის ერთა შევლენ ისფრითა ღებულნი. მზე მოგვეშორა მას აქეთ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1248. მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო საქმე კულაცი. აწ უწინა ესე გითხრა რას მექადდა ისი კაცი. მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1249. მით არ ვჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი. ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი. ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი.

1250. ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად ხელურად. ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად მტერულად. აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე სრულად.

1251. დამექადის რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა. მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა შენცა მოხველ შემეშინა. ამად გჰკადრე ნუ მოხვალო მოგაგებე მონა წინა.

1252. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქუენ ჩემთვის არენით. შეიყარენით ორნივე ჩემზედან დაიჯარენით. ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით. იმას გლახ ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა არ ენით.

1253. თუმცა ისი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს მითა. შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ წვითა. მეფე მწყრალი გარდასწმენდდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა. შვილთა ღმერთო დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა.

1254. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა. რომელმან დამხსენ მშვიდობით ამა გველისა მზერასა. აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა. აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა.

1255. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია. მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგანც უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია. ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკვდართა ფერია.

1256. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს. რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს. კვლავ იტყვის ფატმან ტირილით კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს. წახდესო შუქი რომელი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს.

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთანა.

1257. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე. შენი ვერავინ ვერა ჰსცნას შენი სიმუხთლე სად არე. პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე. მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სადარე.

1258. ფატმან იტყვის მამეშორა მზე მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვეტლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა. ვერ გავახმე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა.

1259. სახლი და შვილნი მამძულდა ვჯდი უგულოსა გულითა. მას ვიგონებდი მღვიძარე რა მიმეძინის ლულითა. უსენ გამტეხი ფიცისა მიჩნს უსჯულოთა სჯულითა. ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1260. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლვა იყო ოდენ მზისა. ავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანაგისა. ვიგონებდი სევდა მკვლიდა მისისავე გონებისა. ვსთქვი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა.

1261. მოვიდა სითმე ღარიბი მონა მოყუსითა ხამითა. მონა მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა. სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა. სმიდეს სჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა.

1262. მე უყურებდი უჭვრეტდი ჰსთქვეს ამოდ გავიხარენით. მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით. არცა რა ვიცით ვინ ვინა ანუ სით მოვიარენით. ჰხამს ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით.

1263. მათ სხვათა მათი ამბავი ჰსთქვეს ვითა მგზავრთა წესია. მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია. მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქურიმა დაგითესია. ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.