... (S-2829), 1688 წ.

1277. ავთანდილ: მალვით: ცრემლსა: წევს: დენად: სისხლ: ნათართავისად: შიგან: მელნისა: მორევსა: ბრუნავს: გიშრისა: ნავისად: იტყვის: თუ: მნახეთ: მიჯნურნო: იგი: ვინ: ვარდი: ავისად: უმისოდ: ნეხუთა: ზედა: ვზი: ბულბული: მგზავსად: ყვავისად:

1278. მუნ: ცრემლნი: მისგან: ნადენნი: ქვათაცა: დასალბონია: გიშრისა: ტევრსა: აგუბებს: ვარდისა: ველსა: ფონია: ფატმან: მას: ზედა: იხარებს: მართ: ვითა: იადონია: თუ: ყვავი: ვარდთა: იშოვნის: თავი: ბულბული: ჰგონია:

1279. გათენდა: ბანად: წავიდა: მზე: სოფელს: შუქ: ნაკიდები: დიაცმან: უძღვნა: მრავალი: კაბა: ყაბაჩა: რიდები: მრავალი: ფერი: სულნელი: ტურფა: პერანგი: წმიდები: რაცა: გეწადოს: ჩაიცვი: მე: ნურას: დამერიდები:

1280. ავთანდილ: თქვა: საქმე: ჩემი: გავაცხადო: ამა: დღესა: სამოსისა: ვაჭრულისა: ცმა: აქამდის: დაეწესა: მას: დღე: ყოვლი: საჭაბუკო: შეიმოსა: ტანსა: მჴნესა: მოემატა: დაშვენება: დაემგზავსა: ლომი: მზესა:

1281. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწვეველად: ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირ: ბნელად: ფატმან: ნახა: გაუკვირდა: ვაჭრულისა: უმოსელად: შემოსცინნა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ხელთა: სასურველად:

1282. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკვირდებოდა: მან: პასუხი: არა: გასცა: თავისწინა: ღიმდებოდა: შეეტყვების: არ: მიცნობსო: რა: რეგუნულდა: როგორ: ჴმობდა: თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: ჰგავიდოდა:

1283. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა: ღვინო: სმული: მხიარული: დაწვა: ამოდ: დაიძინა: საღამო: ჟამს: გაიღვიძნა: შუქი: ველთა: მოაფინა: ფატმან: იჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავისწინა:

1284. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა: იტყოდა: მამკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისა: მო: ხისა: გვერდსა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: მოხისა: ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა:

1285. ავთანდილ: ბრძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია: დაჰკრთები: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველ: ნაცემია: მაგრა: აქამდის: ამბავნი: შენ: ჩემი: არა: გსმენია: ჩემნი: მომკლველნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ხენია:

1286. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა: მე: ვარ: სპასპეტი: მეფისა: მაღლისა: როსტევანისა: თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგვანისა: მაქვს: პატრონობა: მრავლისა: საჭურჭლე: ზარდახშანისა:

1287. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი: მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი: იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი: მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი:

1288. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად: მივლია: ყოვლი: ქვეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად: მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ: ნამკრთალი: სად,: გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად:

1289. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა: ამბავი: ტარიელისა: შემოსვა: ვეფხის: ტყავისა: უბრძანა: შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: შეუყრელისა: ღონე: წამწმისა: ხშირისა: ყორნის: ფრთათ: ნაფუშავისა:

1290. მოდი: და: ფატმან: მეწიე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა: უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა: ვინცა: სცნობს: კაცი: ყველაი: ჩვენსა: დაიწყებს: ქებასა: ნუთუ: კვლა: მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანერთისა: ხლებასა:

1291. მომგვარე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული: ქალსა: ვაცნობოთ: ყველაი: ამბავი: ჩვენგან: ცნეული: მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული: ღ~თმან: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული:

1292. ფატმან: თქვა: ღ~თსა: დიდება: საქმენი: მამხუდეს: მორანი: დღეს: რომე: მესმნეს: ამბავი: უკვდავებისა: სწორანი: მოჰგვარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი: უბრძანა: ქაჯეთს: გაგგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი:

1293. აწ: გამოჩნდების: საჴმრობა: ჩემთვის: შენისა: გრძნებისა: ფიცხლად: დამივსო: საჴმილი: მე: ამა: ცეცხლთა: დებისა: მას: მზესა: ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა: მან: უთხრა: ხვალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა:

1294. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო: შენთა: შორს: მყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაზრზენაო: სიტყვა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზ: ენაო: ბროლო: და: ლალო: გათლილო: კვლავ: ერთგან: შენათხზენაო:

1295. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მომასმენიე: მე: ეგრეცა: ვცან: მართალი: მით: გულსა: მოვალხენიე: შენთვის: ჴელქმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე: ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს: შენ: იე:

1296. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად: შეფიცებული: ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთს: შიგან: ქებული: სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული: შენ: სწერდი: შენსა: ამბავთა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული: