... (W-17), XVII ს.

1239. დღესა ერთსა საღამო ჟამ ჩასლუა იყო ოდენ მზისა წავდეგ წინა დარიჯაგთა კარი მიჩნდა ხანდაგზისა ვიგონებდი სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა ვსთქუი კრულია ზნე კაცისა სიტყუის ცრუვის მამაცისა

1240. მოსით მოვიდა ღარიბი მონა მოყუსითა სამითა ერთი მონურად მოსილი სხვანი მგზავრულად ხამითა სასმელ საჭმელი მოიღეს ქალაქს ნასყიდი დრამითა სმიდეს ჭამდეს და უბნობდეს სხდეს მხიარულნი ამითა

1241. მე უყურებდი უჭვრეტდი თქვეს ამოდ გავიხარენით მაგრამ ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით არცა ვიცით ვინ ვინ ვართ ანუ სით მოვიარენით სჯობს ერთმანერთსა ამბავი ჩუენიცა უთხრათ ბარ ენით

1242. მათ სხვათა მათი ამბავი თქუეს ვითა მგზავრთა წესია მონამან უთხრა ჰე ძმანო განგება რამე ზესია მე მარგალიტსა მოგიმკი თქვენ ქვრიმი დაგითესია ჩემნი ამბავნი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია

1243. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა მათ მიხუდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა მოგუიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა აწ შვილთა მისთა და მისი ზდის უკეთესად მშობლისა

1244. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია ვისცა არ დაჰკოდს ჴმა მისი ვერავის დაუკოდია მას უსხენ წურილნი ძმისწულნი როსან და ერთი როდია აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ ქუე ზის მორჭმული წოდია

1245. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა ჴმელთა მნათისა როშაქ მოყმეა თავადი მონისა ბევრ ათასისა

აქა ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი

1246. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები წავალ მინდორს ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა სატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები

1247. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკე გარდმოვდევით

1248. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩუენ ღამესა დია ბნელსა დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა ვთქუით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილა ზედან ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1249. ზოგთა ვსთქუით არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოჰჴდა ჴმა ჩვენი მოუბარეო

1250. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქუენ სახელნი თქუენი თქუენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩუენით

1251. უჭურიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან ელვა შეადგის ზედან გიშრისა სარებსა

1252. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩუენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა ახლოს წაუდგა ცხენითა აღარ გავუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ენითა ჩვენითა

1253. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გუელისა

1254. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი

1255. როშაქ გვიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩუენისა არსთაგან სანატრელია მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია

1256. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1257. მივემოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკითხეთ ჴელდაჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით