... (H-599), 1646 წ.

1230. ესე: ამბავი: მასთანა: ვთქვი: დიაცურად: ხელურად: ჩემსავე: მოსლვა: მის: მზისა: და: გაპარება: მელურად: გამჟღავნებასა: მექადდა: არ: მოყვარულად: მტერულად: აწ: ისრე: მკვდარსა: ვიგონებ: იშ: თავი: ვიხსენ: მე: რულად:

1231. დამექადის: რაზომჯერცა: წავიკიდნით: თავისწინა: ოდეს: გიხმე: არ: მეგონა: მე: იმისი: ყოფა: შინა: მოსრულ: იყო: მოსლვა: ეთქვა: შენცა: მოხვე: შემეშინა: ამად: გკადრე: დაბრუნდიო: მოგაგებე: მონა: წინა:

1232. აღარ: დაბრუნდით: მოხვედით: თქვენ: შუქნი: ჩემთვის: არენით: შეიყარენით: ორნივე: ჩემ: ზედა: დაეჯარენით: ამად: შევშინდი: ღონენი: ვეღარა: მოვაგვარენით: იმას: გლახ: ჩემი: სიკვდილი: გულითა: სწადდა: არ: ენით:

1233. თუმცა: ისი: არ: მოგეკლა: მისრულიყო: დარბაზს: ვითა: შემასმენდა: ჯავრიანი: გული: ედვა: ცეცხლებრ: სწვითა: მეფე: მწყრალი: გარდასწმედდა: სახლსა: ჩემსა: გარდაგვითა: შვილთა: ღმერთო: დამაჭმევდა: დამქოლვიდა: მერმე: ქვითა:

1234. მუქაფა: ღმერთმან: შემოგზღოს: მადლსა: გკადრებ: მე: მე: რასა რომელმან: დამხსენ: მშვიდობით: იმა: გველისა: მზერასა: აწ: ამას: იქით: ვნატრიდე: ჩემსა: ბედსა: და: წერასა: ამის: მუაფას: ღმერთიმცა: შემოგზღავს: კარგსა: ყველასა:

1235. ავთანდილ: უთხრა: ნუ: გეშის: წიგნსაცა: აგრე: სწერია: მოყვარე: მტერი: ყოვლისა: მტრისაგან: უფრო: მტერია: არ: მიენდობის: გულითა: თუ: კაცი: მეცნიერია: ნუღარ: იშიშვი: იმისგან: აწ: იგი: მკვდართა: ფერია:

1236. იგივე: მითხარ: მას: აქათ: ქალი: გაგზავნე: შენ: ოდეს: რაცაღა: გეცნას: ამბავი: ანუ: რა: მისი: გსმენოდეს: კვლა: ეტყვის: ფატმან: ტირილით: კვლა: თვალთა: ცრემლი: სდენოდეს: წახდაო: შუქნი: რომელნი: მზისაებრ: ველთა: ჰფენოდეს:

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა:

1237. ვაი: საწუთროო: სიცრუვით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: სცნას: შენი: სიმუხთლე: სად: არე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰყავ: სად: არე: მით: გხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოხრად: სჩანს: ყოვლი: სად: არე:

1238. ფატმან: იტყვის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ხმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მონაგები: ჩემთა: ხელთა: მას: უკანით: გაუწყვედლად: დება: მჭირდის: ცეცხლთა: ცხელთა: ვერ: გავახმი: წყარო: ცრემლთა: თვალთა: ჩემთა: გადამღვრელთა:

1239. სახლი: და: შვილი: მამძულდეს: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღვიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მჩანს: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოდ: კრულმან: პირითა: კრულითა:

1240. დღესა: ერთსა: საღამო: ჟამ: ჩასვლა: იყო: ოდენ: მზისა წავდეგ: წინა: დარიჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანაგისა: ვიგონებდი: სევდა: მკლვიდა: მისისავე: გონებისა: ვთქვი: კრულია: ზენაარი: ყოვლისამცა: მამაცისა:

1241. მოვიდა: სითმე: ღარიბი: მონა: მოყვსითა: სამითა: მონა: მონურად: მოსილი: სხვანი: მოსილინ: ხამითა: სასმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სმიდეს: ჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

1242. მე: უყურებდი: უჭვრეტდი: თქვეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩვენ: აქა: მოყვასნი: უცხონი: შევიყარენით: არც: არა: ვიცით: ვინ: ვინ: ვართ: ანუ: სით: მოვიარენით: ხამს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩვენიცა: უთხრათ: ბარ: ენით:

1243. მათ: სხვათა: მათი: ამბავი: თქვეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქვენ: ქრომი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: მაგათაგან: უკეთესია:

1244. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიხვდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამხობლისა: მოგვიკვდა: შემწე: ქვრივისა: შემწყნარებელი: ობლისა აწ: შვილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უკეთესი: მშობლისა:

1245. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაკოდს: ხმა: მისი: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: წვრილნი: ძმისწულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: ხელმწიფედ: ქვე: ზის: მორჭმული: წოდია:

1246. გვესმა: ამბავი: ზღვათ: იქით: სიკვდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვაზირნი: დაშალეს: ქნა: ხალვათისა: ჩვენ: ვითა: ვჰკადროთ: დავსება: პირისა: თემთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: მონისა: ბევრ: ათასისა:

1247. როშაქ: ბრძანა: მოცავინმკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხვდები: მინდორს: წავალ: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცავყვები:

1248. გვითხრა: მისთა: ხელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგვიტანა: მონა: ასი: ყველაკაი: შიგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყვნით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩვენკე: გარდმოვდევით: