... (S-2829), 1688 წ.

1257. ესე: ღ~თსა: მისაგურელად: მათად: ჩვენთვის: მოუგურია: მიუტანოთ: არმაღანად: დაგვიმადლებს: მეტად: დია: თუ: დავმალავთ: გავმჟღავნდებით: მეფე: ჩვენი: ამაყია: პირველ: მათი: შეცოდება: მერმე: დიდი: აუგია:

1258. მივემოწმენით: თათბირნი: არ: კიდე: გავაკიდენით: დავბრუნდით: ქაჯეთს: მივმართეთ: მზესა: წინ: მოვეკიდენით: არცარა: ვჰკადრეთ: ჴელის: ჴელ: არცა: თუ: წავეკიდენით: იგი: ტირს: ღაწვსა: გულმდუღრად: ჩარცხის: ცრემლისა: კი: დენით:

1259. მე: როშაქს: ვჰკადრე: გამიშვი: კვლა: ადრე: თქვენი: მხლებელი: აწ: გულანშაროს: ქალაქსა: ვარ: საქმის: რასმე: მდებელი: მან: გამომიშვა: აქ: სამე: ლარი: მიც: წასაღებელი: თანა: წავიღებ: წაცავალ: მე: მათი: ზედა: მსწრებელი:

1260. მათ: კაცთა: დიდად: იამა: ესე: ამბავი: მონისა: მე: გავიგონე: შერემშრა: ნაკადი: ცრემლთა: ფონისა: მენიშნა: ყოვლი: ნიშანი: ვიცან: ჩემისა: ღონისა: ცოტა: რამ: ლხინი: მამეცა: მგზავსი: დრამისა: წონისა:

1261. მოვიყვანე: იგი: მონა: ახლოს: დავსვი: ჩემსა: წინა: ვჰკითხე: მითხარ: რას: იტყოდი: გაგონება: მეცა: მინა: მან: იგივე: კვლა: მიანბო: რაცა: პირველ: მამესმინა: იმ: ამბავმან: გამაცოცხლა: სულ: მობრძავი: დამარჩინა:

1262. მე: ორნი: მყვანან: მონანი: შავნი: სავსენი: გრძნებითა: უჩინლად: წავლენ: წამოვლენ: მათითა: ჴელოვნებითა: მოვასხენ: ქაჯეთს: გავგზავნენ: ვარქვი: თუ: ნუ: დასდგებითა: მაცნობეთ: მისი: ამბავი: თქვენითა: მოქმედებითა:

1263. სამ: დღე: მოვიდეს: მიამბეს: ფიცხლა: ებიჯა: გზისადა: მიუგურიაო: მეფისა: ზღვას: იქით: წამავლისადა: თვალნი: ვერვის: შეუდგმან: საჭურეტად: ვითა: მზისადა: ქვე: დაუწინდავს: საცოლედ: როსანის: ცოტასა: ყმისადა:

1264. როსანს: შევრთოთო: დულარდუხტს: მეფესა: უბრძანებია: ჯერ: ქორწილოთ: არა: მცალს: აწ: გული: ცეცხლ: ნადებია: შემოვიქცევი: შევისძლობ: ვინ: ცისა: მზედ: ნაქებია: ციხეს: დაუსვამს: ხადუმი: ერთაი: უახლებია:

1265. ყოვლი: მცოდნელი: გრძნებისა: მას: თანა: წაუტანია: მით: რომე: გზაა: საჭირო: მტერნი: საომრად: მზანია: ქვე: დაუყრია: მოყმები: ვინც: უფრო: გულოვანია: დაეყოვნების: წასრულა: ჯერეთ: ცოტაი: ხანია:

1266. ქაჯთა: ქალაქი: აქამდის: მტერთაგან: უბრძოლველია: ქალაქსა: შუა: მაგარი: კლდე: მაღალი: და: გრძელია: მას: კლდესა: შუა: გვირაბი: ასაძრომელი: ჴურელია: მუნ: არის: მარტო: მნათობი: მისთა: შემყრელთა: მწველია:

1267. გვირაბის: კარსა: ნიადაგ: მოყმე: სცავს: არ: პირ: ნასები: ათი: ათასი: ჭაბუკი: დგას: ყველა: გმირთა: სახები: ქალაქის: კართა: სამთავე: სამათას: სამათასები: გულო: გაგსაჯა: სოფელმან: არ: ვიცი: და: რასა: გლახები:

1268. ესე: ამბავი: ავთანდილ: პირ: მზემან: მაგარ: ვადამან: რა: მოისმინა: იამა: სხვად: არა: გაუცხადა: მან: შესწირა: ღ~თსა: მადლობა: ტურფამან: დანაბადამან: ამბავი: ჩემი: სალხინო: მითხარო: ვისმანღა: დამან:

1269. ფატმანს: უთხრა: საყვარელო: კმა: ხარ: ჩემთვის: სასურველად: მე: ამბავი: სანატრელი: მამასმინე: არ: პირბნელად: მაგრა: საქმე: ქაჯეთისა: გამაგონე: უფრო: მრთელად: ქაჯნი: ყველა: უჴორცოა: რამან: შექმნა: ჴორციელად:

1270. მის: ქალისა: სიბრალული: ამანთებს: და: მიდებს: ალსა: მაგრა: ქაჯნი: უჴორცონი: რას: აქნევენ: მიკვირს: ქალსა: ფატმან: უთხრა: მამისმინე: მართლად: გხედავ: მანდა: მკრთალსა: არ: ქაჯნია: კაცნიაო: მინდობიან: კლდესა: სალსა:

1271. ქაჯნი: სახელად: მით: ქვიან: არიან: ერთად: კრებულნი: კაცნი: გრძნებისა: მოქმედნი: მაზედა: გაჴელოვნებულნი: ყოველთა: კაცთა: მავნებნი: იგი: ვერვისგან: ვნებულნი: მათნი: შემბმელნი: წამოვლენ: დამბრმალნი: დაწბილებულნი:

1272. იქმე: რასმე: საკვირველსა: მტერსა: თვალთა: დაუბრმობენ: ქართა: ასძურენ: საშინელთა: ნავსა: ზღვა: ზღვა: დაამჴობენ: ვითა: ჴმელსა: გაირბენენ: წყალსა: წმიდად: დააშრობენ: სწადდეს: დღესა: ბნელად: იქმენ: სწადდეს: ბნელსა: ანათობენ:

1273. ამისთვის: ქაჯად: უჴმობენ: გარეშემონი: ყველანი: თვარ: იგინიცა: კაცნია: ჩვენებრვე: ჴორციელანი: ავთანდილ: მადლი: უბრძანა: ცეცხლნი: დამივსენ: ცხელანი: დიდად: მიამნეს: ამბავნი: სიტყვანი: აწინდელანი:

1274. გულითა: ღ~თსა: ადიდებს: ავთანდილ: ცრემლთა: მდენელი: თქვა: ღ~თო: გმადლობ: რომელი: ხარ: ჭირთა: მომალხენელი: ყოფილი: მყოფი: უთქმელი: ყურთაგან: მოუსმენელი: წყალობა: თქვენი: იჩქითად: არს: ჩვენი: გარმომფენელი:

1275. მის: ამბისა: ცნობისათვის: ცრემლით: ღ~თსა: ადიდებდა: ფატმან: ეჭუდა: თავისათვის: ამად: ცეცხლსა: კვლა: იდებდა: ყმა: ნამუსსა: ინახევდა: სიყვარულსა: იფერებდა: ფატმან: ყელსა: ეხვეოდა: პირსა: მზესა: აკოცებდა:

1276. მას: ღამით: ფატმან: იხარა: ავთანდილს: თანა: წოლითა: ყმა: უნდო: გვარად: ეხვევის: ყელსა: ყელითა: ბროლითა: ჰკლავს: თინათინის: გონება: ძრწის: იდუმლითა: ძრწოლითა: გული: მხჴეც: ქმნილი: გასჭრია: მჴეცთავე: თანა: რბოლითა: