... (W-17), XVII ს.

1219. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულმხურვალი მე გამიშვით ღმერთსა თქუენსა მიავალეთ თქუენი ვალი

1220. მონათა მიხუდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა გამოპარება დაასკუნეს მის უებროსა პირისა ნახეთ თუ ოქრო რასა იქს კუერთხი ეშმაკთა ძირისა

1221. რა ოქრო მისთა მოყუასთა აროდეს მისცემს ლხენასა დღე სიკუდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა შესდის და გასდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა კულავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა

1222. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი დარჩა მთვარე გავსებული გუელისაგან ჩასანთქმელი

1223. მონანიცა გარდეხუეწნეს გაიპარნეს მასვე თანა ქალმან კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა გაველ ვიცან მოვეხვიე გამიკვირდა მეცა განა შინა ყოლე არ შემომყვა რად მაწვევო შემანანა

1224. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა სანამდის სცნობდეს ჴელმწიფე კაცთა მომწევდეს რბენითა

1225. შეველ ფიცხლად საჯინიბოს ავხსენ ცხენი უკეთესი შეუკაზმე ზედა შევსვი მხიარული არ მომკუნესი ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს მზე მნათობთა უკეთესი წაჴდა ჩემი ჭირნახული ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი

1226. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა მოვიდა მისი მდევარი მოიცვეს შიგან ქალაქი შეიქმნა მოსაწევარი მე მკითხეს ვარქვი თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა სადა მე ვარი მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი

1227. მონახეს ვერა შეიგნეს შეიქცეს დაწბილებულნი მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი დედავა დარბაისელთა ჩანან ისფრითა ღებულნი მზე მოგვეშორა მას აქათ ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი

1228. მის მთუარისა სადაობა კულავ გიამბო საქმე კვლაცი აწ პირველად ესე კადრო რას მექადდა ისი კაცი მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი იგი იყო ჩემი ვაცი კაცსა დასურის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი

1229. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა მჭლე არის და თვალად ნასი ისი კაცი ჩაჩნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი არ მაცვია თუცა ფლასი ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი

1230. ესე ამბავი მასთანა ვთქუი დიაცურად ხელურად ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად გამჟღავნებასა მექადდა არ მოყუარულად მტერულად აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ იშ თავი ვიხსენ მე რულად

1231. აღარ დაბრუნდით მოხვედით შუქნი თქუენ ჩემთვის არენით შეიყარენით ორნივე ჩემ ზედა დაიჯარენით ამად შევშინდი ღონენი ვეღარა მოვაგვარენით იმას გლახ ჩემი სიკუდილი გულითა სწადდა არ ენით

1232. თუმცა იგი არ მოგეკლა მისრულიყო დარბაზს ვითა შემასმენდა ჯავრიანი გული ედვა ცეცხლებრ სწვითა მეფე მწყრალი გარდასწვიდა სახლსა ჩემსა დადაგვითა შვილთა პირით დამაჭმევდა დამქოლვიდა მერმე ქვითა

1233. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მადლსა გკადრებდე მე რასა რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა აღარ ვიშიშვი სიკვდილისა ჰაი ჰია ჩავიჭერ მე რასა

1234. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის წიგნსაცა აგრე სწერია მოყუარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია ნუღარ იშიშვი იმისგან აწ იგი მკუდართა ფერია

1235. იგივე მითხარ მას აქათ ქალი გაგზავნე შენ ოდეს რაცაღა გეცნას ამბავი ანუ რა მისი გსმენოდეს კულავ იტყუის ფატმან ტირილით კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს ვაი წაჴდა შუქნი რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს

1236. ვაი საწუთროო სიცრუვით თავი სატანას ადარე შენი ვერავინ ვერა ცნას შენი სიმუხთლე სად არე პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ სად არე მით ვხედავ ბოლოდ სოფელსა ოჴრად ჩანს ყოვლი სად არე

1237. ფატმან იტყუის მამეშორა მზე მნათობი სრულად ჴმელთა სიცოცხლე და სულდგმულობა მონაგები ჩემთა ჴელთა მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა ვერ ვაჴმარე წყარო ცრემლთა თვალთა ჩემთა გადამღვრელთა

1238. სახლი და შვილი მამძულდეს ვჯდი უგულოთა გულითა მას ვიგონებდი მღუიძარე რა მიმეძინის ლულითა უსენ გამტეხი ფიცისა მჩნდა უსჯულოთა სჯულითა ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა