... (H-599), 1646 წ.

1210. ხელმწიფისა: შვილსა: გითხრობ: კარგსა: ყმასა: გულოვანსა: უებროსა: ზნედ: და: თვალად: შვენიერსა: პირსა: ტანსა: მაშინ: ლაშქარს: წასრულ: იყო: მუნ: დაჰყოფდა: დიდსა: ხანსა: მამა: მისთვის: ამზადებდა: მას: მნათობთა: დასაგვანსა:

1211. მოიღეს: ტანსა: ჩააცვეს: შესამოსელი: ქალისა: მას: ზედა: შუქი: მრავალი: ჩნდა: მნათობისა: თვალისა: დაადგეს: თავსა: გვირგვინი: ერთობილისა: ლალისა: მუნ: ვარდსა: ფერი: აშვენებს: ბროლისა: გამჭვირვალისა:

1212. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: საწოლი: უფლისწულისა: დაუდგეს: ტახტი: ოქროსა: წითლისა: მაღრიბულისა: ადგა: თვით: დიდი: ხელმწიფე: პატრონი: სრისა: სრულისა: მას: ზედა: დაჯდა: იგი: მზე: ლხინი: მჭვრეტელთა: გულისა:

1213. უბრძანა: ცხრათა: ხადუმთა: დადგომლად: მცველად: კარისად: ხელმწიფე: დაჯდა: ნადიმად: მგზავსად: მათისა: გვარისად: უსენს: უბოძა: უზომო: მუქფად: მის: მზის: დარისად: სცემდეს: ბუკსა: და: ტაბლაკსა: მოსამატებლად: ზარისად:

1214. გააგრძელეს: ნადიმობა: სმა: შეიქნა: მეტად: გრძელი: ქალი: პირმზე: ბედსა: სწყევლის: რა: ბედი: მიც: ჩემი: მკვლელი: სადაური: სად: მოსულ: ვარ: ვის: მივხვდები: ვისთვის: ხელი: რა: ვქნა: რა: ვყო: რა: მერგების: სიცოცხლე: მჭირს: მეტად: ძნელი:

1215. კვლაცა: იტყვის: ნუ: დავაჭკნობ: შვენებასა: ვარდთა: ფერსა: ვეცადო: რას: ნუთუ: ღმერთმან: მომარიოს: ჩემსა: მტერსა: სიკვდილამდის: ვის: მოუკლავს: თავი: კაცსა: მეცნიერსა: რა: მისჭირდეს: მაშინ: უნდან: გონებანი: გონიერსა:

1216. ხადუმნი: უხმნა: უბრძანა: ისმინეთ: მოდით: ცნობასა: მოღორებულხართ: დამცდარხართ: თქვენ: ჩემსა: პატრონობასა: დამცდარა: თქვენი: პატრონი: ჩემსა: თუ: ელის: რძლობასა: ჩემთვის: ბუკსა: და: ტაბლაკსა: ცუდად: გლახ: იცემს: ნობასა:

1217. არ: ვარგ: ვარ: თქვენად: დედოფლად: ჩემი: გზა: კიდეგანია: მაშოროს: ღმერთმან: მამაცი: პირად: მზე: სარო: ტანია: სხვასა: რად: მნუკეთ: საქმესა: ჩემნი: საქმენი: სხვანია: თქვენთანა: ჩემი: სიცოცხლე: არ: ჩემი: შესაგვანია:

1218. უცილოდ: თავსა: მოვიკლავ: გულსა: დავიცემ: დანასა: თქვენ: დაგხოცს: თქვენი: პატრონი: სოფელს: ვერ: დაჰყოფთ: ხანასა: ესე: სჯობს: მოგცე: საჭურჭლე: მძიმე: მარტყია: ტანასა: მე: გამაპარეთ: გამიშვით: თვარა: დავიწყებთ: ნანასა:

1219. შემოიხსნა: მარგალიტი: შემოერტყა: რაცა: თვალი: მოიხადა: გვირგვინიცა: გამჭვირვალი: ერთობ: ლალი: მისცა: უთხრა: გამომიღეთ: გეაჯები: გულმხურვალი: მე: გამიშვით: ღმერთსა: თქვენსა: მიავალეთ: თქვენი: ვალი:

1220. მონათა: მიხვდა: სიხარბე: მის: საჭურჭლისა: მძიმისა: დავიწყდა: შიში: მეფისა: ვითა: ერთისა: გზირისა: გამოპარება: დაასკვნეს: მის: უებროსა: პირისა: ნახეთ: თუ: ოქრო: რასა: იქს: კვერთხი: ეშმაკთა: ძირისა:

1221. რა: ოქრო: მისთა: მოყვასთა: აროდეს: მისცემს: ლხენასა: დღე: სიკვდილამდის: სიხარბე: შეაქნევს: კბილთა: ღრჭენასა: შესდის: და: გასდის: აკლია: ემდურვის: ეტლთა: რბენასა: კვლა: აქა: სულსა: დაუბამს: დაუშლის: აღმაფრენასა:

1222. რა: ხადუმთა: აუსრულეს: საქმე: მისი: საწადელი: ერთმან: ტანსა: აიხადა: მისცა: მისი: ჩასაცმელი: სხვანი: კარნი: გამოარნეს: იჯარვოდა: დარბაზს: მსმელი: დარჩა: მთვარე: გველისაგან: გავსებული: ჩასანთქმელი:

1223. მონანიცა: გარდეხვეწნეს: გაიპარნეს: მასვე: თანა: ქალმან: კარსა: დამირეკა: ფატმანობა: ჩემი: ბრძანა: გავე: ვიცან: მოვეხვიე: გამიკვირდა: მეცა: განა: შინა: ყოლა: არ: შემომყვა: რად: მაწვეო: შემანანა:

1224. მიბრძანა: თავი: ვიყიდე: მოცემულითა: შენითა: მუქაფა: ღმერთმან: შემოგზღოს: მოწყალებითა: ზენითა: ვეღარ: დამმალავ: გამიშვი: ფიცხლად: გამგზავნე: ცხენითა: სადამდის: ცნობდეს: ხელმწიფე: კაცთა: მომწევდეს: რბენითა:

1225. შევე: ფიცხლად: საჯინიბოს: ავხსენ: ცხენი: უკეთესი: შეუკაზმე: ზედა: შევსვი: მხიარული: არმომკვნესი: ჰგვანდა: ოდეს: ლომსა: შეჯდეს: მზე: მნათობთა: უკეთესი: წახდა: ჩემი: ჭირნახული: ვერ: მოვიმკი: რაცა: ვსთესი:

1226. დღე: მიიყარა: ხმა: გახდა: მოვიდა: მისი: მდევარი: მე: მკითხეს: ვარქვი: თუ: ჰპოვოთ: მუნ: სახლსა: სადა: მე: ვარი: მეფეთა: ვიყო: შემცოდე: და: მათთა: სისხლთა: მზღვევარი: მოიცვეს: შიგან: ქალაქი: შეიქმნა: მოსაწევარი:

1227. მონახეს: ვერა: შეიგნეს: შეიქცეს: დაწბილებულნი: მას: აქათ: იგლოვს: ხელმწიფე: და: ყოვლნი: მისნი: ხლებულნი: დახედენ: დარბაზის: ერთა: შევლენ: ისფრითა: ღებულნი: მზე: მოგვეშორა: მას: აქათ: ჩვენ: ვართ: სინათლე: კლებულნი:

1228. მას: მთვარისა: სადაობა: კვლა: გიამბო: საქმე: კვლაცი: აწ: უწინვე: ესე: გითხრა: რას: მექადდა: ისი: კაცი: კაცსა: დასვრის: უგულობა: და: დიაცსა: ბოზი: ნაცი: მე: გლახ: ვიყავ: მისი: ნეზვი: იგი: იყო: ჩემი: ვაცი:

1229. მით: არ: ჯერ: ვარ: ქმარსა: ჩემსა: მჭლე: არის: და: თვალად: ნასი: ისი: კაცი: ჩაჩნაგირი: დარბაზს: იყო: მეტად: ხასი: ჩვენ: გვიყვარდა: ერთმანერთი: არ: მაცვია: თუცა: ფლასი: ნეტარძი: ვინ: სისხლი: მისი: შემახვრიტა: ერთი: თასი: