... (S-2829), 1688 წ.

1237. ვაი: საწუთროო: სიცრუვით: თავი: სატანას: ადარე: შენი: ვერავინ: ვერა: ცნას: შენი: სიმუხთლე: სად: არე: პირი: მზისაებრ: საჩინო: სად: უჩინო: ჰყავ: სად: არე: მით: ვხედავ: ბოლოდ: სოფელსა: ოჴრად: ჩანს: ყოვლი: სად: არე:

1238. ფატმან: იტყვის: მომეშორა: მზე: მნათობი: სრულად: ხმელთა: სიცოცხლე: და: სულდგმულობა: მონაგები: ჩემთა: ჴელთა: მას: უკანით: გაუწყვედლად: დება: მჭირდის: ცეცხლთა: ცხელთა: ვერ: გავაჴმი: წყარო: ცრემლთა: თვალთა: ჩემთა: მონადენთა:

1239. სახლი: და: შვილნი: მამძულდეს: ვჯდი: უგულოთა: გულითა: მას: ვიგონებდი: მღვიძარე: რა: მიმეძინის: ლულითა: უსენ: გამტეხი: ფიცისა: მჩნდის: უსჯულოთა: სჯულითა: ვერ: მიმიახლოს: საახლოთ: კრულმან: პირითა: კრულითა:

1240. დღესა: ერთსა: საღამო: ჟამ: ჩასლვა: იყო: ოდენ: მზისა: წავდეგ: წინა: დარიჯაგთა: კარი: მიჩნდა: ხანაგისა: ვიგონებდი: სევდა: მკვლიდა: მისისავე: გონებისა: ვჰთქვი: კრულია: ზენაარი: ყოვლისავე: მამაცისა:

1241. მოსით: მოვიდა: ღარიბი: მონა: მოყვსითა: სამითა: მონა: მონურად: მოსილი: სხვანი: მგზავრულად: ხამითა: სასმელ: საჭმელი: მოიღეს: ქალაქს: ნასყიდი: დრამითა: სმიდეს: სჭამდეს: და: უბნობდეს: სხდეს: მხიარულნი: ამითა:

1242. მე: უყურებდი: უჭვრეტდი: თქვეს: ამოდ: გავიხარენით: მაგრა: ჩვენ: აქა: მოყვასნი: უცხონი: შევიყარენით: არა: არ: ვიცით: ვინ: ვინ: ვართ: ანუ: სით: მოვიარენით: ჴამს: ერთმანერთსა: ამბავი: ჩვენიცა: უთხრათ: ბარ: ენით:

1243. მათ: სხვათა: მათი: ამბავი: თქვეს: ვითა: მგზავრთა: წესია: მონამან: უთხრა: ჰე: ძმანო: განგება: რამე: ზესია: მე: მარგალიტსა: მოგიმკი: თქვენ: ქვრიმი: დაგითესია: ჩემი: ამბავი: ამბავთა: თქვენთაგან: უკეთესია:

1244. მე: ვარო: მონა: მეფისა: მაღლისა: ქაჯთა: მფლობლისა: მათ: მიხუდა: ცემა: სენისა: მათისა: დამამჴობლისა: მოგვიკვდა: შემწე: ქვრივისა: შემწყნარებელი: ობლისა: აწ: შვილთა: მისთა: და: მისი: ზრდის: უმჯობესად: მშობლისა:

1245. დულარდუხტ: არის: დიაცი: მაგრა: კლდე: ვითა: ლოდია: ვისცა: არ: დაჰკოდს: მისი: ყმა: ვერავის: დაუკოდია: მას: უსხენ: ორნი: ძმის: წულნი: როსან: და: ერთი: როდია: აწ: იგი: ქაჯეთს: მორჭმული: ქვე: ზის: ჴელმწიფედ: წოდია:

1246. გვესმა: ამბავი: ზღვათ: იქით: სიკვდილი: დისა: მათისა: შეიჭირვებდეს: ვაზირნი: დაშალა: ქნეს: მათ: ხალვათისა: ვითა: ვჰკადროთო: დავსება: პირისა: ჴმელთა: მნათისა: როშაქ: მონაა: თავადი: მონისა: ბევრ: ათასისა:

1247. როშაქ: ბრძანა: მოცავინ: მკლავს: მე: ტირილსა: არ: დავხუდები: მინდორს: წავალ: ვიმეკობრებ: ალაფითა: ავივსები: შინა: მოვალ: შოებული: ადრე: ზედა: მოვესწრები: მეფე: დისა: დატირებად: წავიდოდეს: წაცავჰყვები:

1248. გვითხრა: მისთა: ჴელისათა: წავალ: თანა: წამომყევით: წაგვიტანა: მონა: ასი: ყველაკაი: მისგან: რჩევით: დღისით: მზისით: ვმეკობრობდით: ღამეთაცა: ვიყვით: თევით: დია: ვლეწეთ: ქარავანი: ლარი: ჩვენკე: გარდმოვსდევით:

1249. მინდორ: მინდორ: მოვდიოდით: ჩვენ: ღამესა: დია: ბნელსა: დიდნი: რამე: სინათლენი: გამოგვიჩნდეს: შუა: ველსა: ვთქვით: თუ: მზეა: ნუთუ: ზეცით: ჩამოჭრილა: ზედა: ჴმელსა: დაბნეული: მივეცენით: გონებასა: ჩვენსა: მრჯელსა:

1250. ზოგთა: ვთქვით: არის: ცისკარი: და: ზოგთა: არის: მთვარეო: მას: დარაზმულთა: მივმართეთ: ახლოსმცა: ვნახეთ: გარეო: შორს: მოუარეთ: მივედით: შემოვადეგით: ბარეო: მით: ნათლიდაღმა: გამოჰჴდა: ჴმა: ჩვენი: მოუბარეო:

1251. გვითხრა: ვინ: ხართ: ცხენოსანნო: თქვენ: სახელნი: თქვენი: თქვენით: გულანშაროთ: მოციქული: ქაჯეთს: მივალ: მერიდენით: ესე: გვესმა: მოვადეგით: ალყად: გარე: მოვერტყენით: პირმზე: რამე: ცხენოსანი: გავიცადეთ: თვალით: ჩვენით:

1252. უჭვრიტეთ: პირსა: მნათობსა: ელვათა: მაელვარებსა: მისი: შუქი: და: ციმციმი: ეფინებოდა: არებსა: ძვირ: ძვირად: გვეუბნებოდა: სიტყვასა: რასმე: წყნარებსა: კბილთაგან: შუქი: შეადგის: ზედა: გიშრისა: სარებსა:

1253. კვლავ: ვეუბენით: მას: მზესა: ტკბილ: მოუბრითა: ენითა: არ: მონა: იყო: ტყუოდა: ჩვენ: ესე: შევუგენითა: როშაქ: შეატყო: ქალობა: გვერდსა: წაუდგა: ცხენითა: აღარ: გაუშვით: შეპყრობა: ვჰკადრეთ: ხელითა: ჩვენითა:

1254. კვლავ: ვკითხეთ: გვითხარ: ამბავი: საქმე: შენ: მზეებრ: ნათელისა: ვისი: ხარ: ვინ: ხარ: სით: მოხუალ: მანათობელი: ბნელისა: მან: არა: გვითხრა: გაუშვა: წყარო: ცრემლისა: ცხელისა: რა: საბრალოა: გავსილი: მთვარე: ჩანთქმული: გველისა:

1255. არცა: რა: ცხადი: ამბავი: არცა: რა: დასამალავი: არა: არ: გვითხრა: ვინ: იყო: ან: ვისგან: ნამუხთალავი: ქუშ: ქუშად: გვეუბნებოდა: კუშტი: თავისა: მკრძალავი: ვითა: ასპიტი: მჭურეტელთა: მისთა: თვალითა: მლალავი:

1256. როშაქ: გვიბრძანა: ნუ: ჰკითხავთ: აწ: თურე: არ: სათქმელია: ამისა: საქმე: უცხოა: საამბობლადცა: ძნელია: ბედი: მეფისა: ჩვენისა: არსთაგან: სანატრელია: მით: რომე: ღ~თი: მას: მისცემს: რაც: უფროსატურფელია: