... (W-17), XVII ს.

1199. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია

1200. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ჴშირი ადგა ესრე გულ უშიშრად ვეფჴი იყო ანუ გმირი ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი მთხოვა გარე აჯაღითა მოიბურა ტანი პირი

1201. შეველ საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა მიველ მას წელთა შევარტყი შავგული ვისთვუის კუდებოდა

1202. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეჴმარების ესე გვარი მათ მონათა ჴელთა მივეც იგი პირი მზისა დასადარი სცნა მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი იგი მივა თავმოდრეკით წყნარი არის მოუბარი

1203. ზედან მოატყდა მჭურეტელი გაჰხდა ზათქი და ზარები ვერ იჭირვებდეს სარანგნი მუნ იყო არ სიწყნარები იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები გაკრთომით უთხრა ჰე მზეო აქა ვით მოიგვარები

1204. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნნა თვალისა მფახველად მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად ღ~თისაგან კიდე ვინმც იყო კაცი ამისად მსახველად მართებს ამისთა მიჯნურთა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად

1205. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა თავ დადრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა

1206. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აღებდა მჭვრეტნი მისნი გააკუირვა რასამცა ვინ იაზრებდა

1207. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იჴსნების ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების ან ვისიმე მიჯნურია სიყუარული ეგონების მისგან კიდე არვისად სცალს ვეღარცა ვის ეუბნების

1208. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედა ზედი ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი

1209. ღ~თმან ქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული მე დავახვედრო ისი მზე დამისთვის დამზადებული მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული

1210. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა უებროსა ზნე და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა მაშინ ლაშქარს წასრულ იყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობთა დასაგვანსა

1211. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა

1212. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ საწოლი უფლისწულისა დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა ადგა თვით დიდი ჴელმწიფე პატრონი სრისა სრულისა მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა

1213. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისად ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად მგზავსად მათისა გვარისად უბოძა უსენს უზომო მგზავსად მის მზის დარისად სცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად

1214. გაამრავლეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი ქალი პირმზე ბედსა ეტყუის რა ბედი მიც ჩემი მკულელი სადაური სად მოსულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი რა ვქნა რა ვყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი

1215. კულაცა იტყუის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა სიკუდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა რა მისჭირდეს მაშინ უნდან გონებანი გონიერსა

1216. ხადუმნი უჴმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა მოღორებულხართ დამცდარხართ თქუენ ჩემსა პატრონობასა ნუ ეჭობს თქუენი ჴელმწიფე ჩემსა თუ ლამის სძლობასა ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა

1217. არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია მაშოროს ღ~თნ მამაცი ლომ გული სარო ტანია თქვენთა რად მნუკეთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია თქუენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია

1218. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა მე გამაპარეთ გამიშვით თუარა დავიწყებთ ნანასა