... (H-599), 1646 წ.

1190. რა: მეფემან: უსენს: წინა: სვა: მრავალი: დოსტაქანი: კვლა: შესვეს: და: კვლა: აივსნეს: სხვა: ფარჩნი: და: სხვა: ჭიქანი: დაავიწყდა: იგი: ფიცი: რა: მუსაფნი: რა: მაქანი: მართლად: თქმულა: არ: ასხიან: ყვავსა: წამწამნი: ვირსა: რქანი

1191. უთხრა: დიდმან: ხელმწიფემან: უჭკვოსა: უსენ: მთვრალსა: დია: მიკვირს: საძღვნოდ: ჩვენად: სით: მოიღებ: ამა: თვალსა: მარგალიტსა: დიდროანსა: უმგზავსოსა: ჰპოვებ: ლალსა: ვერ: გარდვიხდი: თავმან: ჩემმან: ძღვენთა: შენთა: ნაათალსა:

1192. თაყვანი: სცა: უსენ: ჰკადრა: ჰე: მაღალო: ხელმწიფეო: ზეცით: შუქთა: მომფენელო: მარჩენელო: არსთა: მზეო: რაცა: სხვა: მაქვს: ვისი: არის: ოქრო: თუნდა: საჭურჭლეო: დედის: მუცლით: რა: გამომყვა: მბოძებია: თქვენგან: მეო:

1193. ამას: გკადრებ: თავმან: თქვენმან: არა: გმართებს: მადლი: ძღვნისა: სხვა: რამე: მითქს: სასძლო: თქვენი: შესართავი: თქვენის: ძისა: მას: უცილოდ: დამიმადლებთ: ოდეს: ნახოთ: მგზავსი: მზისა: მაშინ: მეტად: გაამრავლოთ: თქვენ: ბრძანება: ნეტარძისა

1194. რას: ვაგრძელებდე: გატეხა: ფიცი: სიმტკიცე: სჯულისა: მეფესა: მეტად: ეამა: მიეცა: ლხინი: გულისა: უამბო: პოვნა: ქალისა: მჭვრეტთაგან: მზედ: სახულისა: უბრძანა: დარბაზს: მოყვანა: სრულქმნა: უსენის: თქმულისა:

1195. მე: აქა: ჩემსა: ამოდ: ვჯე: მუნამდის: არ: მიკვნესია: შემოდგა: კარსა: მეფისა: მონათა: უხუცესია: თანა: ჰყვა: მონა: სამოცი: ვით: ხელმწიფეთა: წესია: მოვიდეს: მეტად: გავჰკვირდი: ვთქვი: რამე: საქმე: ზესია:

1196. მისალამეს: ფატმან: მითხრეს: ბრძანებაა: ღ~თისა: სწორთა: დღეს: რომელი: უსენ: შესძღვნა: ქალი: მგზავსი: მზეთა: ორთა: აწ: მოგვგვარე: წავიყვანოთ: ვლა: არ: გვინდა: გზათა: შორთა: ესე: მესმა: დამტყდეს: ცანი: რისხვა: ღ~თისა: ეცა: გორთა:

1197. მე: გაკვირვებით: კვლა: ვკითხე: რა: ქალი: გინდა: რომელი მათ: მითხრეს: უსენ: შემოსძღვა: პირი: ელვათა: მკრთომელი არას: მარგებდა: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მხდომელი: ავთრთოლდი: ავდეგ: ვეღარა: ვერცა: ქვე: ვიყავ: მჯდომელი:

1198. შევე: ვნახე: იგი: ტურფა: მტირალად: და: ცრემლ: დასხმულად: ვჰკადრე: მზეო: ბედმან: შავმან: ვით: მიმუხთლა: ხედავ: რულად: ცა: მობრუნდა: რისხვით: ჩემკე: იავარმყო: ამფხვრა: სრულად: შემასმინეს: მეფე: გითხოვს: ვარ: ამისთვის: გულ: მოკლულად:

1199. მან: მითხრა: დაო: ნუ: გიკვირს: ეგე: რაზომცა: ძნელია: ბედი: უბედო: ჩემზედა: მიწყივ: ავისა: მქნელია: კარგი: რამ: მჭირდეს: გიკვირდეს: ავი: რა: საკვირველია: სხვადასხვა: ჭირი: ჩემზედა: არ: ახალია: ძველია:

1200. თვალთათ: ვითა: მარგალიტი: გარდმოყარა: ცრემლი: ხშირი: ადგა: ასე: გულუშიშრად: ვეფხი: იყო: ანუ: გმირი: ლხინი: ლხინად: არად: უჩნდა: მართ: აგრევე: ჭირად: ჭირი: მითხრა: გარე: აჯაღითა: მოიბურა: ტანი: პირი:

1201. შევე: საჭურჭლეს: რომელსა: ფასი: არ: დაედებოდა: თვალმარგალიტი: ავიღე: რაც: ოდენ: ამეღებოდა: თვითო: და: თვითო: თვითოსა: სოფელსა: ეფასებოდა: მიველ: მას: წელთა: შევარტყი: შავგული: ვისთვის: კვდებოდა:

1202. ვარქვი: ჩემო: განღა: სადმე: გეხმარების: ესე: გვარი: მათ: მონათა: ხელთა: მივეც: იგი: პირი: მზისა: დასადარი: ცნა: მეფემან: მოეგება: ჰკრეს: ტაბლაკსა: გახდა: ზარი: იგი: მივა: თავმოდრეკით: წყნარი: არის: მოუბარი:

1203. ზედა: მოატყდა: მჭვრეტელი: გახდა: ზათქი: და: ზარები: ვერ: იჭირვებდეს: სრაანგნი: მუნ: იყო: არ: სიწყნარები: იგი: რა: ნახა: მეფემან: საროსა: მგზავსი: ნარები: გაკრთომით: უთხრა: ჰე: მზეო: აქა: ვით: მოიგვარები:

1204. ვით: მზემან: მისნი: მჭვრეტელნი: შექნნა: თვალისა: მფახველად: მეფემან: ბრძანა: გამხადა: ნახული: მე: უნახველად: ღ~თისაგან: კიდე: ვინ: იყო: კაცი: ამისად: მსახველად: მართებს: ამისთა: მიჯნურთა: ხელნი: თუ: რბოდეს: ახ: ველად:

1205. გვერდსა: დაისვა: ეუბნა: ტკბილითა: საუბარითა: მითხარო: ვინ: ხარ: ვისი: ხარ: მოსრული: ვისთა: გვარითა მან: არა: გასცა: პასუხი: პირითა: მზისა: დარითა: თავ: დადრეკილი: დაღრეჯით: ქვე: ზის: ცნობითა: წყნარითა:

1206. არ: ისმენდა: მეფისასა: რაზომ: გინდა: უბრძანებდა: სხვაგან: იყო: გული: მისი: სხვასა: რასმე: იგონებდა: ვარდი: ერთგან: შეეწება: მარგალიტსა: არ: აღებდა: მჭვრეტნი: მისნი: გააკვირვნა: რასამცა: ვით: იაზრებდა:

1207. მეფე: ბრძანებს: რა: შევიგნათ: გული: ჩვენი: რათ: იხსნების: ამ: ორთა: კიდეგანთა: აზრი: არა: არ: იქნების: ან: ვისიმე: მიჯნურია: სიყვარული: ეგონების: მისგან: კიდე: არვისად: სცალს: ვეღარცა: ვის: ეუბნების:

1208. ანუ: არის: ბრძენი: ვინმე: მაღალი: და: მაღლად: მხედი: არცა: ლხინი: ლხინად: უჩანს: არცა: ჭირი: ზედა: ზედი: ვით: ზღაპარი: ასრე: ესმის: უბედობა: თუნდა: ბედი: სხვაგან: არის: სხვაგან: ფრინავს: გონება: უც: ვითა: ტრედი:

1209. ღმერთმან: ქნას: შინა: მოვიდეს: ძე: ჩემი: გამარჯვებული: მე: დავახვედრო: ისი: მზე: დამისთვის: დამზადებული: მან: ათქმევინოს: ნუთუ: რა: ჩვენცა: ვცნათ: გაცხადებული: მანამდის: მთვარე: შუქკრთომით: ჯდეს: მზისა: მოშორვებული: