... (Q-779), XVIII ს.

1293. ავთანდილ჻ უთხრა჻ ნუ჻ გეშის჻ ეგე჻ ამბავი჻ მრთელია ლხინი჻ მოგუეცა჻ მოგუშორდა჻ ყოველი჻ ჭირი჻ ძნელია მზე჻ მოგუეახლა჻ უკუნი჻ ჩუენთუის჻ აღარა჻ ბნელია ბოროტსა჻ სძლია჻ კეთილმან არსება჻ მისი჻ გრძელია

1294. ჰინდოთ჻ მეფე჻ მხიარული჻ ასმათს჻ რასმე჻ უბრძანებდა ერთმანერთსა჻ ეხუეოდეს჻ სიხარული჻ ატირებდა ვარდსა჻ ზედა჻ ყორნის჻ ბოლო჻ ნამსა჻ თხელსა჻ აპკურებდა კაცსა჻ ღ~თი჻ არ჻ გასწირავს჻ თუცა჻ კაცი჻ შეიგებდა

1295. ღ~თსა჻ მისცეს჻ დიდი჻ მადლი჻ თქუეს გუიყოო჻ რაცა჻ სჯობდა აწყა჻ ვცანით჻ უარესსა჻ პირი჻ თქუენი჻ არ჻ გაჰბრჭობდა ჰინდოთ჻ მეფე჻ ჴელ განბყრობით჻ მხიარული჻ ამას჻ ჴმობდა ქუაბს჻ შევიდეს჻ მხიარული჻ ასმათ჻ რასმე჻ მასპინძლობდა

1296. ტარიელ჻ ეტყუის჻ ავთანდილს჻ ისმინე჻ სიტყუა჻ ასები გიამბობ჻ რასმე჻ ამბავსა჻ მოამბვედ჻ ნუ჻ გენასები მე჻ ოდეს჻ ქუაბნი჻ წაუხვენ჻ დავჰჴოცე჻ დევთა჻ დასები მას჻ აქათ჻ მათი჻ აქა჻ ძეს჻ საჭურჭლე჻ ძუირ ნაფასები

1297. მე჻ აგრე჻ არა჻ მინახავს჻ მართ჻ ვითა჻ არა჻ მდომია მოდი჻ და჻ გავხსნათ჻ შევიგნეთ჻ საჭურჭლე჻ თუ჻ რა჻ ზომია იამა჻ ადგეს჻ ორნივე჻ არცა჻ ქუე჻ ასმათ჻ მჯდომია დალეწეს჻ კარი჻ ორმოცი჻ მათგან჻ არ჻ ზედა჻ ომია

1298. პოვეს჻ საჭურჭლე჻ უსახო჻ კულა჻ უნახავი჻ თვალისა მუნ჻ იდვა჻ რიყე჻ თუალისა჻ ხელწმიდად჻ განათალისა ჩნდის჻ მარგალიტი჻ ოდენი჻ ბურთისა჻ საბურთალისა ვინმცა჻ ქნა჻ რიცხუი჻ ოქროსა჻ ვერუისგან჻ დანათვალისა

1299. იგი჻ სახლი჻ ორმოცივე჻ შიგან჻ იყო჻ გატენილი პოეს჻ ერთი჻ ზარადახანა჻ აბჯრისათვის჻ ახლად჻ ქნილი მუნ჻ აბჯარი჻ ყოვლი ფერი჻ ასრე჻ იდვა჻ ვითა჻ მწნილი შიგან჻ ერთი჻ კიდობანი჻ დაბეჭდილი჻ არ჻ გახსნილი

1300. ზედა჻ ეწერა჻ აქა჻ ძეს჻ აბჯარი჻ საკუირველიო ჯაჭუ მუზარადი჻ ალმასი჻ ჴმალი჻ ბასრისა჻ მჭრელიო თუ჻ ქაჯნი჻ დევთა჻ შეებნენ჻ დღე჻ იყოს჻ იგი჻ ძნელიო უმისჟამისოდ჻ ვინც჻ გაჴსნას჻ არის჻ მეფეთა჻ მკულელიო

1301. კიდობანი჻ გახსნეს჻ პოვეს჻ მუნ჻ აბჯარი჻ სამი჻ ტანი რასაცა჻ ვით჻ შეიმოსენ჻ მეომარნი჻ სამნი჻ ყმანი ჯაჭუი჻ ჴრმალი჻ მუზარადი჻ საბარკული჻ მათი჻ გუანი ზურმუხტისა჻ ბუდებითა჻ იყუნეს჻ ვითა჻ ლუსკუმანი

1302. თუითომან჻ თუითო჻ ჩაიცუეს჻ თავის჻ თავს჻ გამოსცდიდიან ჯაჭუ მუზარადსა჻ აბჯარი჻ მართ჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰკიდიან ჴრმალი჻ რკინისა჻ მოჰკრიან჻ ვით჻ ბამბის჻ მკედსა჻ სჭრიდიან მათ჻ უღირს჻ ყოვლად჻ ქუეყანად჻ შევატყევ჻ არ჻ გაჰყიდიან

1303. თქუეს჻ ესე჻ ნიშნად჻ გუეყოფის჻ ვართო჻ კარგითა჻ ბედითა ღ~თნ჻ მოგუხედნა჻ თუალითა჻ ზეგარდმო჻ მონახედითა აიღეს჻ იგი჻ აბჯარი჻ თავის჻ თავისა჻ ქედითა თუითო჻ მათ჻ ერთი჻ ფრიდონის჻ საძღვნობლად჻ შეკრეს჻ ღუედითა

1304. ოქროც჻ რამე჻ წაიტანეს჻ მარგალიტი჻ ღარიბები გამოვიდეს჻ გამობეჭდეს჻ ორმოცივე჻ საჭურჭლები ავთანდილ჻ თქუა჻ ამას჻ იქით჻ დავამაგრო჻ ჴრმალსა჻ ნები ამას჻ ღამე჻ არსად჻ წავალ჻ რა჻ გათენდეს჻ არ჻ დავდგები

1305. აქა჻ მხატვარო჻ დახატე჻ ძმად჻ უმტკიცესნი჻ ძმობილნი იგი჻ მიჯნურნი჻ მნათობთა჻ სხუისა჻ ვერვისგან჻ სწრობილნი ორნივე჻ გმირნი჻ მოყმენი჻ მამაცობისა჻ ცნობილნი რა჻ ქაჯეთს჻ მივლენ჻ გასინჯეთ჻ ომი჻ ლახუართა჻ სობილნი ტარიელისა და ავთანდილისა წასულა ფრიდონისასა჻

1306. რა჻ გათენდა჻ გაემართნეს჻ წაიტანეს჻ ასმათ჻ თანა ნურადინის჻ ქუეყანამდის჻ შეისუიან჻ მათ჻ უკანა მუნ჻ ვაჭარმან჻ ოქროს჻ ფასად჻ ცხენი჻ მისცა჻ არ჻ უძღუანა ავთანდილ჻ კმა჻ ყულაოზად჻ სხუამცა჻ ვინღა჻ წაიტანა

1307. იარეს჻ და჻ ზედა჻ შეჰჴდეს჻ ნურადინის჻ მეჯოგეთა ჯოგი჻ ნახეს჻ მოეწონა჻ ფრიდონისთუის჻ იაგეთა მუნ჻ ავთანდილს჻ ჰინდო჻ ეტყუის჻ გაქნევ჻ კარგთა჻ სიშმაგეთა მოდი჻ ფრიდონს჻ გავლაღობნეთ჻ ჯოგსა჻ მისსა჻ მოვადგეთა

1308. ჯოგი჻ წაუღოთ჻ მოსრულნი჻ ვესმით჻ ჯოგისა჻ წაღებად გამოემართუის჻ საომრად჻ ველთა჻ სისხლისა჻ დაღებად ანაზდად჻ გვიცნობს჻ გაჰკრთების჻ გულსა჻ შეელმის჻ დაღებად ამოა჻ კარგი჻ ლაღობა჻ ლაღსა჻ შევეიქს჻ ლაღებად

1309. დაუწყეს჻ პყრობა჻ ტაიჭთა჻ ფრიდონის჻ უკეთესებსა მუნ჻ მეჯოგეთა჻ ფანოსი჻ შეექნა჻ ეკრა჻ კუესებსა უყივლეს჻ ვინ჻ ხართ჻ მოყმენო჻ ვინ჻ იქთ჻ საქმესა჻ ზესებსა ჯოგი჻ მისია჻ ვინ჻ მტერსა჻ ჰკრავს჻ ჴრმალსა჻ არ჻ აკუნესებსა

1310. მათ჻ მშვილდები჻ დაიწუადეს჻ მეჯოგეთა჻ გაეკიდნეს მეჯოგენი჻ მიიზახდეს჻ ჴმანი჻ მათნი჻ გაადიდნეს გუიშველეთო჻ გუიშველეთო჻ მეკობრეთა჻ ამოგვწყუიტნეს ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ ფრიდონს჻ ჰკადრეს჻ არ჻ დარიდნეს

1311. შეეკაზმა჻ ფრიდონ჻ შეჯდა჻ შეკაზმული჻ გამოვიდა ჴმა჻ შეიქნა჻ შეიყარნეს჻ რაზმი჻ ველთა჻ დაჰფარვიდა იგი჻ მზენი჻ მოეგებნეს჻ ვის჻ ზამთარი჻ ვერ჻ დაზვრიდა დაეხურა჻ ზარადები჻ პირსა჻ მათსა჻ უფარვიდა

1312. რა჻ ტარიელ჻ ფრიდონ჻ იცნა჻ თქუა჻ ვნახეო჻ ვინცა჻ მინა მუზარადი჻ მოიჴადა჻ გაიღიმნა჻ გაიცინა ფრიდონს჻ უთხრა჻ რასა჻ ჰლამი჻ ჩუენი჻ მოსულა჻ რას჻ გეწყინა პურად჻ ავი჻ მასპინძელი჻ მოგუეგებვი჻ ომად჻ წინა