... (Q-779), XVIII ს.

1197. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე მე჻ ეგრეცა჻ ვცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ შენთუის჻ ველიე჻ შენთუის჻ ხელქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბითა჻ მოალხენიე ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდეს შენ჻ იე

1198. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმად შეფიცებული ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთს჻ შიგან჻ ქებული სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერვისგან჻ დაწუნებული შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული

1199. ჩუენ჻ ამისთუის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქუენსა჻ წინა ვცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანცა჻ ქაჯნი჻ შინა მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წურილად჻ გუინა ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა

1200. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგუიწერე჻ გაამჟღავნე მერმე჻ შენსა჻ საყუარელსა჻ ნიშანი჻ რა჻ გაუგზავნე შენი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე ღ~თსა჻ უნდეს მოყუარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე

1201. წადი჻ უსტარო჻ ისწრაფე჻ თუ჻ მუჴლი჻ ჰქონდეს჻ მალები დაგნატრი჻ მიხუალ჻ დაგხუდების჻ ბროლი჻ სათი჻ და჻ ლალები ბედად჻ შენ჻ მჯობ ხარ უსტარო჻ გნახვენ჻ დამწუელის჻ თუალები შენს჻ უკან჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ თუ჻ გესმის჻ არ჻ გებრალები

1202. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ჴელოვანსა ესე჻ წიგნი჻ მიართუიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგვანსა მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანის ბანსა

1203. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდ ფიცხელისა რა჻ ქაჯეთს჻ შეჰჴდა჻ ქნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდ ბანდი჻ ბნელისა უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა

1204. ციხისა჻ კარნი჻ დაჴშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმა გრძელი჻ ტან჻ ნაბდიანი იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი შესცვალა჻ ვარდი჻ ზაფრანად჻ ლაჟუარდის჻ ფერად჻ იანი

1205. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისი჻ თქუენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუვილად჻ გეუბნები მზისა჻ შუქნი჻ მოისწრაფენ჻ ვარდო჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭნები

1206. შუენებითა჻ არსთა჻ მზე჻ ხარ჻ ქუეყანისა჻ არეული჻ ბროლ ბალახში჻ ძოწ გიშერი჻ პირ გავსილი჻ მთუარეული჻ ალვის჻ ნორჩი჻ ცისკრის჻ ვარდი჻ მუშკ სულნელი჻ აბრეული჻ ნუ჻ დასჭნები჻ წამერთ჻ მოვა჻ ღ~თის჻ წყალობა჻ ადრეული

1207. პირმზე჻ გაჰკუირდა჻ ფატმანის჻ ამბითა჻ საკუირველითა ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა მან჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ჴელითა სულთქვამს იკითხავს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა

1208. მონასა჻ ჰკითხა჻ მიანბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწათა჻ ზედან჻ მტკეპნელი მან჻ მოახსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნებელი რა჻ წამოსრულ჻ ხარ჻ მას჻ აქათ჻ შენგან჻ ჩუენია჻ მზე჻ ბნელი

1209. ფატმანის჻ გული჻ მას჻ აქათ჻ ლახუართა჻ შენახევია მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდენია჻ ზღუათაცა჻ შენართევია მე჻ ერთხელ჻ შენი჻ ამბავი჻ მისთუის჻ კულაც჻ მიმირთმევია ღ~თსა჻ ვიმოწმებ჻ მას჻ აქათ჻ ტირილი჻ არ჻ დაჰლევია

1210. აწ჻ ვინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შუენიერითა჻ პირითა მან჻ უთხრა჻ წურილად჻ ყუელაი჻ თქუენ჻ ხართ჻ რათაცა჻ ჭირითა იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ ვითა჻ გმირითა მე჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ჴშირითა

1211. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგუარი უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მომდებარი მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულმდუღარი

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმან ხათუნთან მიწერილი჻

1212. პირმზე჻ ვჰწერ჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო მისგან჻ ტყუექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჯთა჻ სხუაცა჻ დამერთო჻ ზედაო აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო

1213. შენ჻ ორთა჻ დამჴსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები ავად჻ მომიჴდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები

1214. სხუად჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე მაგრამ჻ სპანი჻ უთვალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე რასა჻ ჰქუიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე

1215. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშურალია იჭირვის჻ იწვის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწუავს჻ ცეცხლებრ჻ ალია მაგრა჻ მას჻ ვჰნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამზრალია უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია