... (Q-779), XVIII ს.

1369. ფატმან჻ ხათუნს჻ მისსა჻ მჭურეტსა჻ ედებოდა჻ ცეცხლი჻ ნელი მოეხუივა჻ გარდუკოცნა჻ ჴელი჻ ფერხი჻ პირი჻ ყელი იტყუის჻ ღ~თო჻ რა჻ გმსახურო჻ გამინათლდა჻ რათგან჻ ბნელი ვსცან჻ სიმოკლე჻ ბოროტისა჻ კეთილია჻ შენი჻ გრძელი

1370. ქალი჻ ფატმანს჻ ეხუეოდა჻ ტკბილად჻ იტყუის჻ არ჻ გამწყრალი ღ~თნ჻ გული჻ განმინათლა჻ გახეთქილი჻ გაცამწკრალი აწ჻ აგრე჻ ვარ჻ გავსებული჻ წინას჻ ვიყავ჻ ვითა჻ მცხრალი მზემან჻ შუქნი჻ შემომადგნა჻ ვარდივით჻ ვჩან჻ არდამზრალი

1371. ზღუათა჻ მეფე჻ გარდაიხდის჻ მუნ჻ ქორწილსა჻ მეტად჻ დიდსა ქაჯეთიცა჻ დაუმადლა჻ არ჻ გაუშვა჻ დღესა჻ შუიდსა უხვად჻ გასცემს჻ საბოძვარსა჻ საჭურჭლესა჻ ანაკიდსა პერპერასა჻ დაპანტულსა჻ ზედა჻ ცუეთდეს჻ ვითა჻ ჴიდსა

1372. მუნ჻ იდვის჻ გორი჻ ლარისა჻ სტავრისა჻ და჻ ატლასისა ტარიელს჻ უძღუნა჻ გუირგუინი჻ ვერ჻ დანადები჻ ფასისა იაგუნდისა჻ მრთელისა჻ ყუითლისა჻ მეტად჻ ხასისა კულა჻ ერთი჻ ტახტი჻ ოქროსი჻ წითლისა჻ მართ჻ ახლითა

1373. ნესტანდარეჯანს჻ ყაბაჩა჻ უძღუნა჻ შემკული჻ თუალითა იაგუნდითა჻ წითლითა჻ ბადახჩითა჻ და჻ ლალითა დასხდეს჻ ორნივე჻ ქალყმანი჻ პირითა჻ ელვა მკრთალითა მათნი჻ მჭურეტელნი჻ დაიწუნეს჻ ცეცხლითა჻ მართ჻ ახალითა

1374. ავთანდილს჻ და჻ ფრიდონს჻ უძღუნა჻ უსაზომო჻ დიდი჻ ძღუენი ძუირფასისა჻ უნაგირი჻ უკეთესი჻ თუითო჻ ცხენი თუითო჻ კაბა჻ თუალიანი჻ უცხო჻ ფერთა჻ შუქთა჻ მფენი მოახსენეს჻ მადლი჻ რა჻ ვთქუათ჻ სუიანმცაა჻ დავლა჻ თქუენი

1375. ტარიელ჻ მადლსა჻ გარდიჴდის჻ ტურფა჻ სიტყუითა჻ ენითა დიდად჻ ვიამე჻ მეფეო჻ პირველ჻ ნახვითა჻ თქუენითა მერმე჻ აგუავსენ჻ მრავლითა჻ ტურფა჻ ფერითა჻ ძღუენითა ვიცი჻ შორი შორ჻ არ ჩავლა჻ ჩუენ჻ თქუენი჻ კარგად჻ ვქენითა

1376. ზღუათა჻ მეფე჻ მოახსენებს჻ ჴელმწიფეო჻ ლომო჻ ქუელო მოახლეთა჻ სიცოცხლეო჻ ვერ჻ მჭურეტელთა჻ შორით჻ მკულელო მსგავსი჻ თქუენი჻ რამცა჻ მეძღუნა჻ შუენიერო჻ სანახველო რა჻ მოგშორდე჻ რა჻ მერგების჻ საჭურეტელად჻ სასურველო

1377. ტარელ჻ ფატმანს჻ უბრძანა჻ მე჻ თავი჻ შენი჻ მიდია დავ჻ გული჻ შენი჻ ჩემზედა჻ გარდაუხდელი჻ დიდია აწ჻ რაცა჻ ქაჯთა჻ საჭურჭლე჻ ქაჯეთით჻ ამიკიდია მომიცემია჻ წაიღე჻ არ჻ კიდე჻ მომიყიდია

1378. ფატმან჻ ხათუნ჻ თაყუანისსცა჻ ჰკადრებს჻ მადლსა჻ მეტის჻ მეტსა მემეფეო჻ შენი჻ ნახვა჻ მიდებს჻ ცეცხლსა჻ დაუშრეტსა რა჻ მოგშორდე჻ რა჻ ვიქნები჻ მე჻ დამაგდებ჻ ვითა჻ რეტსა ახ჻ ნეტარძი჻ მოახლეთა჻ ვაგლახ჻ თქუენსა჻ ვერა჻ მჭურეტსა

1379. ზღუათა჻ მეფესა჻ ეტყუიან჻ ორნივე჻ შუქთა჻ მაფენი კბილნი჻ ბროლნი჻ და჻ ბაგენი჻ სადაფთა჻ მოსადაფენი უთქუენოდ჻ მყოფსა჻ არ჻ გუინდან჻ ნიშანნი჻ საჩანგდაფენი მაგრა჻ გაგუიშვენ჻ ჟამია჻ წავიდეთ჻ ვართ჻ მოსწრაფენი

1380. შენ჻ იყავ჻ ჩვენი჻ მშობელი჻ ჩუენგან ღ~თად საესავიო მაგრა჻ ამასცა჻ ვიაჯით჻ გუიბოძოთ჻ ერთი჻ ნავიო მეფემან჻ ბრძანა჻ არა჻ მშურს჻ სამიწოდ჻ თქუენად჻ თავიო რადგან჻ ისწრაფი჻ რა჻ გკადრო჻ წა჻ გიწინამძღურდეს჻ მკლავიო

1381. მეფემან჻ ნავიხომალდი჻ მოჰკაზმა჻ ზღუისა჻ კიდესა გამოემართა჻ ტარიელ჻ გამყრელნი჻ ცრემლსა჻ ღურიდესა თავსა჻ იცემდეს჻ იგლეჯდეს჻ თმაწუერსა჻ გაიყრიდესა ფატმანის჻ ცრემლთა჻ შედენით჻ თუით჻ ზღუაცა჻ გაადიდესა

ტარიელისაგან ფრიდონისას მისულა჻

1382. გამოვლნეს჻ ზღუანი჻ სამთავე჻ ერთგან჻ ძმად჻ შენაფიცართა კულა჻ ამტკიცებდეს჻ სიტყუათა჻ მათ჻ პირველ჻ დანამტკიცართა ჰშუენის჻ მღერა჻ და჻ სიცილი჻ მათ჻ მისთა჻ არ უვიცართა ბაგეთათ჻ შუქი჻ შეადგის჻ ზედან჻ ბროლისა჻ ფიცართა

1383. მუნით჻ კაცი჻ ასმათს჻ თანა჻ მათ჻ გაგზავნეს჻ მახარობლად კულა჻ ფრიდონის჻ თავადთასა ნაომართა჻ მათთა჻ მთხრობლად მანდა჻ მოვა჻ მოიმაღლებს჻ მზე჻ მნათობთა჻ მამაგრობლად ჩუენ჻ დამზრალნი჻ აქანამდის჻ აწ჻ გავხედით჻ დაუზრობლად

1384. იგი჻ მზე჻ შესუეს჻ კუბოსა჻ იარეს჻ გზა჻ ზღუის჻ პირისა მიყმაწვილობდეს჻ უხარის჻ მათ჻ გარდაჴდომა჻ ჭირისა მივიდეს჻ სადა჻ ქუეყანა჻ იყო჻ ნურადინ჻ გმირისა მოეგებნიან჻ ისმოდის჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ჴშირისა

1385. მუნ჻ მიეგება჻ ყოველი჻ ფრიდონის჻ დიდებულები ასმათი჻ სავსე჻ ლხინითა჻ ვის჻ აღარ჻ აჩნდა჻ წყლულები ნესტანდარიჯს჻ ზედ჻ მოიჭდნვა჻ რომე჻ ვერ჻ გაჴსნის჻ ცულები აწ჻ გაუსრულა჻ ყოველი჻ მან჻ მისი჻ ნაერთგულები

1386. ნესტან დარეჯან჻ ეხუევის჻ პირსა჻ აკოცებს჻ პირითა უბრძანა჻ ჩემო჻ ვაგლახ჻ მე჻ შენცა჻ აგავსე჻ ჭირითა აწ჻ ღ~თნ჻ მოგუცა჻ წყალობა჻ ვცან჻ მისი჻ არსიძვირით჻ ა მე჻ გულსა჻ შენსა჻ ეზომსა჻ არ჻ ვიცი჻ გარდვიჴდი჻ რითა

1387. ასმათ჻ ჰკადრა჻ მადლი჻ ღმერთსა჻ ვარდნი჻ ვნახენ჻ არდაზრულნი ბოლოდ჻ ასრე჻ გააცხადნა჻ გონებამან჻ დაფარულნი სიკუდილიცა჻ სიცოცხლედ჻ მიჩს჻ ოდეს჻ გნახენ჻ მხიარულნი სჯობან჻ ყოვლთა჻ მოყუარულთა჻ პატრონყმანი჻ მოყუარულნი