... (Q-779), XVIII ს.

1216. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე გეხუეწები჻ საყუარელსა჻ შემახვეწე჻ შემაბრალე ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთუალე

1217. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა მას჻ მკუდარსა჻ ვნახავ჻ მოვკუდები჻ მე჻ სიკუდილითა჻ ორითა ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქუისა჻ ყორითა

1218. გეთქუა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკუეთი჻ გამიგზავნია ესენი჻ ჩემთუის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია თუცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელთან მიწერილი჻

1219. აწ჻ საყუარელსა჻ მიუწერს჻ გულ ამოსკუნილი჻ მტირალი მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭუირვალი

1220. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღვაწები ტანი჻ კალმად჻ მაქუს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეჴსნები჻ აწ჻ ები

1221. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია რაზომცა჻ ჰნათობს჻ სინათლე჻ ჩემთუის჻ ეგრეცა჻ ბნელია ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია

1222. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგუყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან ვეღარ჻ გნახე჻ საყუარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახრულმან გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან

1223. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე ჩემი჻ მეთქუა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღ~თსა჻ ჰმონე ჩემი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე

1224. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად მომიგონებდი჻ გაჴსოვდე჻ მე჻ შენთუის჻ დაკარგული჻ სად ვზი჻ მზრდელი჻ სიყუარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად

1225. სხუად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების ენა჻ დაშურების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების ფატმან჻ წამგუარა჻ გრძნეულთა჻ ღ~თიმცა჻ მას჻ ეტერების აწ჻ კულა჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების

1226. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ დამისართა არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალ჻ გუართა კულაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა ბედმან჻ გუიყო჻ ყუელაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგუემართა჻

1227. ციხეს჻ ვზი჻ ეგზომ჻ მაღალსა჻ თუალნი჻ ძლივ჻ გარდასწუდებიან გზა჻ გუირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰჴოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან

1228. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხუათა჻ მებრძოლთა჻ წესითა ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა შენ჻ მკუდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კუესითა მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა

1229. შენ჻ საყუარელო჻ ნუ჻ სჭმუნავ჻ ჭმუნვითა჻ ამისთანითა ჩემი჻ სთქუა჻ სხუათა჻ მიხუდების჻ იგი჻ ალვისა჻ ტანითა არამ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ ვარ჻ აქამდისცა჻ ნანითა ან჻ თავსა჻ კლდეთა჻ ჩავიქცევ჻ ანუ჻ მოვიკლავ჻ დანითა

1230. შენმან჻ მზემან჻ უშენოსა჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მთუარე჻ შენი შენმან჻ მზემან჻ ვერვის჻ მიხუდეს჻ მოცავიდენ჻ სამნი჻ მზენი აქა჻ თავსა჻ გარდავიქცევ჻ ახლოს჻ მახლვან჻ დიდნი჻ კლდენი სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზეცით჻ მომხუდენ჻ ნუთუ჻ ფრთენი

1231. ღ~თსა჻ შენ჻ კადრე ნუთუ჻ კულა჻ დამხსნა჻ სოფლისა჻ შრომასა ცეცხლსა჻ წყალსა჻ და჻ მიწასა჻ ჰაერთა჻ თანა჻ ძრომასა მომცნეს჻ ფრთენი჻ და჻ აღვფრინდე჻ მივჰხუდე჻ მას჻ ჩემსა჻ ნდომასა დღისით჻ და჻ ღამით჻ ვხედუიდე჻ მზისა჻ ელვათა჻ კრთომასა

1232. მზე჻ უშენოდ჻ ვერ჻ იქნების჻ რადგან჻ შენ჻ ხარ჻ მისი჻ წილი განაღამცა჻ მას჻ იახელ჻ მისი჻ ეტლი჻ არ჻ თუ჻ წბილი მუნა჻ გნახო჻ მანდვე჻ გსახო჻ განმინათლო჻ გული჻ ჩრდილი თუ჻ სიცოცხლე჻ მწარე჻ მქონდა჻ სიკუდილიმცა჻ მქონდა჻ ტკბილი

1233. მე჻ სიკუდილი჻ აღარ჻ მიმძიმს჻ შემოგვედრებ჻ რადგან჻ სულსა მაგრა჻ შენი჻ სიყუარული჻ ჩავიტანე჻ ჩამრჩა჻ გულსა მომეგონოს჻ მოშორვება჻ მემატების჻ წყლული჻ წყლულსა ნუცა჻ მტირ჻ და჻ ნუცა჻ მიგლოვ჻ ჩემო჻ ჩემსა჻ სიყუარულსა

1234. წადი჻ ჰინდოეთს჻ მიმართე჻ არგე჻ რა჻ ჩემსა჻ მშობელსა მტერთაგან჻ შეიწრებულსა჻ ყოვლგნით჻ ჴელ აუპყრობელსა გულსა჻ ალხინე჻ ჩემისა჻ მოშორვებისა჻ მთმობელსა მომიგონებდი჻ მტირალსა჻ შენთუის჻ ცრემლ შეუშრობელსა