... (Q-779), XVIII ს.

1350. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ხაფისა აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშან ქაფისა სამგნითვე჻ კართა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქმნა჻ სიხარკე჻ ციხეს჻ სწრაფისა

1351. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს მტერნი჻ სრულად჻ აეწყუიტნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღუარნეს უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს თქუეს჻ ტარიელ჻ რა჻ იქნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თუალნი჻ არნეს

1352. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ ცნეს჻ ტარიერისა ციხესა჻ კარსა჻ მიჰმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდა჻ მტერისა მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴრმალთა჻ წუერისა ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მსგავსი჻ მტუერისა

1353. ციხისა჻ მცუელი჻ ყუელაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული თავით჻ ფერჴამდი჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული ციხისა჻ კარნი჻ განხმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული ცნეს჻ ნაქმრად჻ ტარიელისად჻ თქუეს჻ საქმე჻ არს჻ მისეული

1354. გზანი჻ დახუდეს჻ შეკაფულნი჻ შევიდეს჻ და჻ გაძურეს჻ ჴურელსა ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთუარე჻ გუელსა მუზარადი჻ მოეჴადა჻ ჰშუენის჻ აკრვა჻ თმისა჻ ლელსა მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა

1355. ეხუეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღუარნეს ამას჻ ჰგუანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარნეს მზე჻ რა჻ ვარდთა჻ შემოადგეს჻ დაშუენდენ჻ და჻ შუქნი჻ არნენ აქანამდის჻ ჭირ ნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს

1356. მათ჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელ გარდაჭდობილნი კულა჻ შეეწებნეს჻ ჴშირ ჴშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთათ჻ პობილნი აწ჻ ესენიცა჻ გავიდეს჻ შეკრბეს჻ სამნივე჻ ძმობილნი მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წადგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი

1357. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა აკოცა჻ მისთა჻ მეშუელთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა მათ჻ მდაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყუითა჻ მით჻ ნარნარითა ორივე჻ ერთგან჻ უბნობდეს ტურფითა საუბარითა

1358. ტარიელსცა჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ მორჩსა჻ ვით჻ ხეს მიულოცეს჻ გამარჯუება჻ ერთმანერთი჻ მოკითხეს არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ მბრძოლი჻ იშულეს჻ ითხეს

1359. სამასისა჻ კაცისაგან჻ ასსამოცი჻ შეჰყოლოდა ფრიდონს჻ უმძიმს჻ სპათა჻ მისთა჻ მაგრა჻ ცალკერძ჻ უხაროდა მონახეს჻ და჻ არ჻ აცოცხლეს჻ რაცა჻ მბრძოლი჻ დარჩომოდა რომე჻ პოვნეს჻ საჭურჭლენი჻ აწმცა჻ თუალვა჻ ვით჻ ითქუმოდა

1360. მოკრიფეს჻ ჯორი჻ აქლემი჻ რაცა჻ ვით჻ პოვეს჻ მალები სამიათასსა჻ აჰკიდეს჻ მარგალიტი჻ და჻ თუალები თუალი჻ ყუელაი჻ დათლილი჻ იაგუნდი჻ და჻ ლალები იგი჻ მზე჻ შესუეს჻ კუბოსა჻ არს჻ მათგან჻ განაკრძალები

1361. სამოცი჻ კაცი჻ დააგდეს჻ ქაჯეთს჻ ციხისა჻ მცუელია წამოიყუანეს჻ იგი჻ მზე჻ მათიღა჻ წაგურა჻ ძნელია ზღუათა჻ ქალაქსა჻ დაჰმართეს჻ თუცა჻ გზა჻ მუნით჻ გრძელია თქუეს჻ ფატმან჻ ვნახოთ჻ მუქაფა჻ გუაც჻ მისი჻ გარდუხდელია

ტარიელისაგან ზღუათა მეფისას მისულა ჻

1362. ზღუათა჻ მეფესა჻ წინაშე჻ გაგზავნა჻ მახარობელი შესთუალა჻ მოვალ჻ ტარიელ჻ მტერთა჻ მძლე჻ მოსრვით჻ მსპობელი ქაჯეთით჻ მომყავს჻ ჩემი჻ მზე჻ ჩემი჻ ლახუართა჻ მსობელი მწადიან჻ გნახნე჻ პატივით჻ ვითა჻ მამა჻ და჻ მშობელი

1363. აწ჻ მე჻ მაქუს჻ ქაჯთა჻ ქუეყანა჻ და჻ მათი჻ დანადებია მეფეო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ თქუენგან჻ წამკიდებია ფატმანს჻ უჴსნია჻ ჩემი჻ მზე჻ სდედებია჻ და჻ სდებია ამისად჻ მუქფად჻ რა჻ გიძღუნა჻ მძულს჻ ცუდი჻ ნაქადებია

1364. მოდი჻ გუნახენ჻ გავიარდეთ჻ ქუეყანასა჻ შენსა჻ ვირე სრულად჻ ქაჯთა჻ სამეფოსა჻ გიძღუნი჻ ჩემგან჻ შეიწირე კაცნი჻ შენნი჻ შეაყენენ჻ ციხე჻ მაგრად჻ დაიჭირე მე჻ ვისწრაფი჻ ვერა჻ გნახავ჻ შენ჻ წამოდი჻ ჩემ჻ კერძ჻ ირე

1365. თქუენ჻ უბრძანე჻ ჩემმაგიერ჻ უსენს჻ ქმარსა჻ ფატმანისსა გამოგზავნოს჻ იამების჻ ნახუა჻ მისი჻ ჴსნილსა჻ მისსა მისგან჻ კიდე჻ ინატრიდა჻ ჭურეტასამცა჻ სხუადღა჻ ვისსა ვინ჻ მზესაცა჻ უნათლეა჻ ასრე჻ ვითა჻ ბროლი჻ ფისსა

1366. რა჻ კაცი჻ ტარიელისა჻ ესტუმრა჻ ზღუათა჻ მფლობელსა წესია჻ გული჻ გაჰკრთების჻ ამბავსა჻ გასაკრთომელსა჻ მისცა჻ მადლი჻ და჻ დიდება჻ ღ~თსა჻ მართლისა჻ მბრჭობელსა მაშინვე჻ შეჯდა჻ არ჻ უნდა჻ მისულა჻ სხუასაღა჻ მხმობელსა

1367. ბარგი჻ აჰკიდა჻ გააგო჻ ქმნა჻ ქორწილისა჻ მათისა მას჻ მოაქუს჻ რიცხვი჻ ტურფათა჻ არს჻ სიდიადე჻ სათისა ფატმან჻ ჰყავს჻ თანა჻ იარა჻ სავალი჻ დღისა჻ ათისა უხარის჻ ნახუა჻ ლომისა჻ და჻ მზისა჻ ჴმელთა჻ მნათისა

1368. შორს჻ გაეგებნეს჻ სამნივე჻ დიდსა჻ მეფესა჻ ზღუათასა გარდაჴდეს჻ მდაბლად჻ აკოცეს჻ გარესწყდეს჻ ჯარსა჻ სპათასა შეასხეს჻ ქება჻ ტარიელს჻ მან჻ მადლი჻ გაუათასა ქალი჻ რა჻ ნახეს჻ სტრფიალობს჻ შუქსა჻ მას჻ ბროლ ბაკმათასა