... (Q-779), XVIII ს.

1388. დიდებულთა჻ თაყვანისსცეს჻ მოაჴსენეს჻ დიდი჻ ქება რომე჻ ღ~თნ჻ გაგუახარნა჻ კურთხეულა჻ მისი჻ ღმრთება ჩუენ჻ გუიჩვენნა჻ პირი჻ თქუენი჻ აღარა჻ გუწუავს჻ ცეცხლთა჻ დება წყლულსა჻ მისგან჻ დაკოდილსა჻ მასვე჻ ძალუც჻ განკურნება

1389. მოვიდეს჻ და჻ პირი჻ ხელსა჻ დასდვეს჻ აგრე჻ გარდაჰკოცნეს მეფე჻ ეტყუის ძმათა჻ თქუენთა჻ თავნი჻ ჩუენთუის჻ დაიჴოცნეს იგი჻ შუებას჻ საუკუნო჻ ცხადად჻ პოვეს჻ არ჻ იოცნეს ერთსა჻ მიხუდეს჻ საზიაროდ჻ დიდებანი჻ იასოცნეს

1390. თუცა჻ მე჻ მათი჻ დაჴოცა჻ მტკივის჻ და჻ სატკივარია მაგრა჻ მათ჻ მიხუდა჻ უკუდავი჻ მუნ჻ დიდი჻ საჩუქვარია ესე჻ თქუა჻ ნელად჻ ატირდა჻ და჻ წვიმა჻ თოვლსა჻ არია ნარგისთათ჻ იძურის჻ ბორიო჻ ვარდსა჻ ზრავს჻ იანვარია

1391. მუნ჻ ატირდეს჻ ყუელაკანი჻ რა჻ ტირილად჻ იგი჻ ნახეს რაცა჻ ვისცა჻ დაჰკლებოდა჻ მათ჻ ტირილით჻ სულთქმით჻ ახეს დადუმდეს჻ და჻ მოახსენეს჻ რათგან჻ ბრძენთა჻ მზეებრ჻ გსახეს თქუენთა჻ მჭურეტთა჻ მღერა჻ ჰმართებს჻ რასათუისმცა჻ ივაგლახეს

1392. ვინ჻ ღირსა჻ თქუენგან჻ ეგზომსა჻ ტირილსა჻ შეჭირვებასა თქუენთვის჻ სიკუდილი჻ დია჻ სჯობს჻ მიწათა჻ ზედა჻ რებასა კულა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ მეფესა჻ ნურათ჻ იქთ჻ გამწარებასა ღ~თიმცა჻ მუქფად჻ მოგიზღავს჻ ათასსა჻ გახარებასა

1393. ავთანდილცა჻ მიუმტკივნა჻ იტყუის჻ დიდსა჻ სიმძიმილსა მათ჻ შეასხეს჻ ქება჻ უთხრეს თავნი჻ მივსცნეთ჻ აწ჻ ღიმილსა რადგან჻ მიხუდა჻ დაკარგული჻ ლომი჻ მზესა჻ წაჴდომილსა აღარა჻ ვსტირთ჻ სატირალსა჻ აღარ჻ დავსდებთ჻ თუალთა჻ მილსა

1394. მივიდეს჻ სადა჻ ქალაქი჻ დიდი჻ მულღაზანზარია სცემდეს჻ ბუკსა჻ და჻ ტაბლაკსა჻ გაჴდა჻ ზათქი჻ და჻ ზარია დაბდაბისა჻ და჻ ქოსისა჻ ჴმა჻ ტურფად჻ შენათხზარია მოატყდეს჻ მოქალაქენი჻ დააგდეს჻ მუნ჻ ბაზარია

1395. შუკათათ჻ მოდგნეს჻ ვაჭარნი჻ ყოვლგნით჻ მჭურეტელთა჻ ჯარია შორს჻ უარებდეს჻ სარანგნი჻ ჴელთა჻ აქუ჻ მათ჻ აბჯარია მოიჯრებოდეს჻ ჯალაბნი჻ სარანგთა჻ დამსაჯარია მათად჻ საჭურეტლად჻ მიშუება჻ მუნ჻ მათგან჻ ნააჯარია

1396. გადაჴდეს჻ და ფრიდონისსა჻ სრა჻ ნახეს჻ მოსაწონები გამოეგება჻ მრავალი჻ ოქროს჻ სარტყლითა჻ მონები ფერჴთა჻ საფენლად჻ ოქსინო჻ მართ჻ მათგან჻ არს჻ ნაქონები თავსა჻ აყრიდეს჻ ოქროსა჻ ხუეტს჻ ჯარი჻ მუნ჻ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1397. მათ჻ ქალ ყმათათუის჻ საჯდომი჻ დაედგა჻ თეთრ ძოწეული წითელ ყუითლითა჻ თუალითა჻ ზედა჻ კეკლუცად჻ ფრქვეული ავთანდილისთუის჻ ყუითელი჻ და჻ შავი჻ ერთგან჻ რეული მოვიდეს჻ დასხდა მჭურეტელი჻ ვცან჻ მათი჻ სულდალეული

1398. მგოსანნი჻ მოდგეს჻ ისმოდა჻ ჴმა჻ სიმღერისა჻ ტკბილისა ქორწილი჻ ქნეს჻ და჻ განმრავლდა჻ ძღუნობა჻ ლარისა჻ ლბილისა ფრიდონის჻ პურად჻ კარგისა჻ არ჻ მასპინძლისა჻ წბილისა ნესტანდარეჯანს჻ უშუენის჻ ღიმილი჻ ჩენა჻ კბილისა

1399. მოიღეს჻ ძღუენი჻ უსახო჻ ფრიდონის჻ არალქატისა ცხრა჻ მარგალიტი჻ სიდიდით჻ მართ჻ ვითა჻ კუერცხი჻ ბატისა კულა჻ ერთი჻ თუალი჻ სამსგავსო჻ მზისა჻ შუქ მონამატისა მას჻ წინა჻ ღამით჻ ძალედვის჻ მხატვარსა჻ ხატვა჻ ხატისა

1400. კულა჻ უძღუნა჻ თუითო჻ ფარღული გარდასაყრელი჻ ყელისა მრგულად჻ დათლილისა჻ თუალისა჻ იაგუნდისა჻ მრთელისა კულა჻ მოაქვ჻ ერთი჻ ტაბაკი჻ მძლედ჻ საჭირავი჻ ხელისა ავთანდილისთუის჻ ლომისა჻ ძღუენი჻ ფრიდონის჻ ქველისა

1401. იგი჻ ტაბაკი჻ სავსეა჻ მარგალიტითა჻ სხუილითა ავთანდილს჻ უძღვნა ყუელაი჻ არა჻ სიტყუითა჻ წბილითა აივსო჻ სახლი჻ სტვირითა჻ და჻ ოქსინოთა჻ ლბილითა ტარიელ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ლაღმან჻ სიტყუითა჻ ტკბილითა

1402. ფრიდონისგან჻ უსაზომო჻ ქორწილია჻ დღესა჻ რვასა ყოვლთა჻ დღეთა჻ მიართმიდეს჻ უფასოსა჻ ძღუენსა჻ მზასა დღე჻ და჻ ღამე჻ არ჻ გასწყუედდის჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ჴმასა აჰა჻ მიხუდეს჻ შესაფერნი჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა

1403. ტარიელ჻ ფრიდონს჻ უბრძანა჻ დღეერთ჻ სიტყუები჻ გულისა არს჻ გული჻ თქუენი჻ საჩემო჻ უფროსი჻ ძმისა჻ სრულისა არ჻ გემუქფების჻ სიცოცხლე჻ არცა჻ მოცემა჻ სულისა მე჻ თქუენგან჻ ვჰპოვე჻ მოკუდავმან჻ ჩემი჻ წამალი჻ წყლულისა

1404. ავთანდილისგან჻ შენც჻ იცი჻ ჩემთუის჻ თავისა჻ დადება აწ჻ მე჻ მაქუ჻ ნაცულად჻ მისისა჻ მოჴმარებისა჻ წადება შენ჻ მიდი჻ ჰკითხე჻ რა჻ უნდა჻ მან჻ ქნას჻ ამისი჻ ცხადება ვითა჻ დამივსო჻ საჴმილი჻ ეგრე჻ მისიცა჻ კმა჻ დება

1405. უთხრა჻ ძმაო჻ რა჻ გარდიჴდის჻ შენგან჻ ჩემსა჻ ჭირნახულსა ღ~თი჻ მოგცემს჻ წყალობასა჻ მისგან჻ ზეცით჻ შესახულსა თუ჻ ვერა჻ ვიქ჻ საწადელსა჻ შენსა჻ შენთუის჻ გაზრახულსა არა჻ ვნახავ჻ სახლსა჻ ჩემსა჻ არ჻ დარბაზსა჻ არცა჻ ხულსა

1406. აწ჻ მითხარ჻ ჩემგან჻ რა჻ გინდა჻ ანუ჻ რით჻ მოგეჴმარები ვარჩევ჻ წავიდეთ჻ არაბეთს჻ იყავ჻ ჩემიცა჻ მარები ტკბილი჻ სიტყუითა჻ გავმართოთ჻ და჻ ჴრმლითა჻ საომარები თუ჻ შენ჻ შენს჻ ცოლსა჻ არ჻ შეგრთავ჻ მე჻ ჩემსა჻ არ჻ ვექმარები